GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ვაშინგტონის შტატში არსებული ხანძრები და საფრთხე

Homepage მსოფლიო ვაშინგტონის შტატში არსებული ხანძრები და საფრთხე
მსოფლიო

ვაშინგტონის შტატში არსებული ხანძრები და საფრთხე

იანვარი 28, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
334 ნახვა
ნახვები : 8
  • „კლიმატური ცვლილების პრობლემა, როგორც ათწლეულების მანძილზე ცეცხლმოდებული ყუმბარა, ახლა აფეთქდა. მეცნიერები გვამცნობენ, რომ ეს ახალი ეპოქაა“, — განაცხადა გუშინ ვაშინგტონის გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ.

  • „იანვრიდან მიყოლებული, ტყის 28 470 ხანძარმა შეერთებული შტატების 847 349 აკრი დაწვა, რაც ათწლიანი საშუალო მაჩვენებელზე მაინც ნაკლებია – 32 686 ხანძარი და 3 393 317 დამწვარი აკრი“, როგორც განაცხადეს სახელმფწიფო უწყებათშორისი სახანძრო ცენტრის საიტზე.

  • კლიმატური ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავთ გვალვის დონეებს, რომლებიც, სულ მცირე, ექსტრემალურ კატეგორიაშია და ტყის ხანძრების სეზონები ნაადრევად იწყება“.

ხანძარმა, რომელიც გაჩაღდა პარასკევს შუადღისით ვაშინგტონში, გაანადგურა 30 000 აკრი ერთ დღეში და რამდენიმე დღე მძვინვარებდა.

„ცეცხლთან საბრძოლველად ძალიან ძნელი საფარია“, — თქვა ალენ ლებოვიცმა, ბუნებრივი რესურსების სახელმფიწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. „კატასტროფული საფრთხის ქვეშ ვართ. ეს მეხანძრის უსაშინლესი კოშმარია, რადგან ნესტიანობა მძაფრად ეცემა. ასევე ქარიც ემატება და ცეცხლი საშინელი სისწრაფით ვრცელდება“.

ხანძარი ზუსტად ორეგონ-ვაშინგტონის საზღვრის ჩრდილოეთისკენაა, რომელსაც წარმოადგენს კოლუმბიას მდინარე. ხანძარმა გაანადგურა რამდენიმე ნაგებობა, საფრთხეს უქმნის ბუნებრივი აირის მილს. ლებოვიცის თქმით, ხანძარი მიემართებოდა იაკამა ინდიელთა რეზერვაციისკენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რა გახდა ხანძრის წარმოქმნის წყარო და არც დაზარალებულთა და დაღუპულების შესახებ იტყობინებიან.

„კლიმატური ცვლილების პრობლემა, როგორც ათწლეულების მანძილზე ცეცხლმოდებული ყუმბარა, ახლა აფეთქდა. მეცნიერები გვამცნობენ, რომ ეს ახალი ეპოქაა“, განაცხადა ვაშინგტონის გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ.

სახელმფწიფო უწყებათშორისი სახანძრო ცენტრის ცნობით, ამჟამად ქვეყანაში 36 დიდი ხანძარია, მათ შორის გუშინ ახალდაწყებული 8 ხანძარი არიზონში, ორეგონში, აიდახოსა და ვაიომინგში.

„იანვრიდან მიყოლებული, ტყის 28 470 ხანძარმა შეერთებული შტატების 847 349 აკრი დაწვა, რაც ათწლიანი საშუალო მაჩვენებელზე მაინც ნაკლებია — 32 686 ხანძარი და 3 393 317 დამწვარი აკრი“, როგორც განაცხადეს სახელმფწიფო უწყებათშორისი სახანძრო ცენტრის საიტზე.

სახანძრო წარმომადგენლებმა გააფრთხილეს საზოგადოება, რომ არ გამოეყენებინათ დრონები ხანძრების სანახავად, განაცხადა სახანძრო ცენტრმა.

„დრონების არაავტორიზებული ფრენა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სახანძრო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ღონისძიებებისა და ხანძრის ჩაქრობის ეფექტუროსთვის. როდესაც თქვენი დრონი ჰაერშია ხანძართან ახლოს, ჩვენი ავიაცია მიწაზე უნდა იყოს, რაც მეხანძრეების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, და ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გაფართოება და გახადოს უფრო დამაზიანებელი”, გამოცხადებული იყო სახანძრო ცენტრის ვებ-გვერდზე.

სახელმფწიფო ოკეანური და ატმოსფერული სახელმფწიფო ადმინისტრაციის თანახმად, კლიმატური ცვლილება ამძაფრებს ტყის ხანძრების სეზონს.

„არ მგონია, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი მეხანძრეები ჰყავდეს ამ ხანძრებისთვის და კანადას, უსიტყვოდ ცხადია, არ ეყოლება“, განაცხადა დანიელ პერაკისმა, ხანძრის მკვლევარ-მეცნიერმა ბრიტანეთის კოლუმბიაში არსებულ კანადური ტყის სამსახურთან ერთად. „კლიმატური ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავთ გვალვის დონეებს, რომლებიც, სულ მცირე, ექსტრემალურ კატეგორიაშია და ტყის ხანძრების სეზონები ნაადრევად იწყება“.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ნინო ალენიკოვი

წყარო : Eecowatch.com

28 იანვარი 2024 წელი.


წინა პოსტი
სამხრეთი უელსის პარლამენტის სხდომა გარემოსა და ჯანმრთელობაზე
შემდეგი პოსტი
გაზრდილი ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ილინოისში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,