GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ცხოველებისა და გარემოს დასაცავად ორმა მექსიკელმა მეწარმემ ტყავი კაქტუსისგან შექმნა

Homepage მსოფლიო ცხოველებისა და გარემოს დასაცავად ორმა მექსიკელმა მეწარმემ ტყავი კაქტუსისგან შექმნა
მსოფლიო

ცხოველებისა და გარემოს დასაცავად ორმა მექსიკელმა მეწარმემ ტყავი კაქტუსისგან შექმნა

ივნისი 27, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
333 ნახვა
  • ორმა მექსიკელმა ცხოველებისგან დამზადებული ტყავის ნაცვლად ეკომეგობრული, კაქტუსისგან წარმოებული ტყავი შექმნა.
  • დღემდე კომპანიას შეუქმნია მანქანის დასაჯდომები, ფეხსაცმელი, ჩანთები და ტანსაცმელიც კი.

ტყავი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გაყიდვადი პროდუქტია, მისი ინდუსტრია კი თანამედროვე ბაზარზე 80 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტყავის დასამზადებლად ცხოველური პროდუქტი და მავნე ქიმიკატებია საჭირო, მისი წარმოება პრობლემურია არა მხოლოდ ცხოველთა უფლებების დამცველთათვის, არამედ ეკოლოგებისთვისაც. საბედნიეროდ, ორი მეწარმე მექსიკიდან მუშაობდა ისეთი ალტერნატივის მოფიქრებაზე, რომელიც იქნებოდა როგორც ეკო-მეგობრული, ისევე ექნებოდა ნამდვილი ტყავის შესახედაობა და სტრუქტურა. ალბათ გაინტერესებთ, რას იყენებენ ისინი თავიანთი ყალბი ტყავის დასამზადებლად. პასუხმა კი შეიძლება გაგაოცოთ.

ადრიან ლოპეზ ველარდემ და მარტე კაზარესმა განავითარეს მეთოდი, რომლის მეშვეობითაც კაქტუსისგან აწარმოებდნენ ვეგანურ ტყავს, რომელიც იმდენად რეალისტურად გამოიყურება, რომ ალბათ ვერასდროს მიხვდებოდით, რომ ის ამ უდაბნოს მცენარისგანაა წარმოებული. ისინი ამ ტყავს „დეზერტოს“ (Desserto) უწოდებენ და ამზადებენ იმ კაქტუსებისგან, რომლებიც მათ საკუთარ პლანტაციაში, მექსიკის შტატ ზაკატეკასში მოჰყავთ. კაქტუსი ცნობილია მისი უხეში, მყარი და სქელი კანით, რომელიც მას აქცევს ცხოველის ტყავის სიმულაციის საუკეთესო საშუალებად.

„ამ მცენარეის გამოყენების იდეა იმის გამო დაგვებადა, რომ მას არ სჭირდება წყალი გაზრდისათვის და ის მთელ მექსიკის რესპუბლიკაშია გავრცელებული. ასევე, სიმბოლურად, კაქტუსი ასახავს თითოეულ ჩვენგანს, მექსიკელებს, და ეს ყველამ იცის,“ თქვა ველარდემ. „გარდა ამისა, იმისათვის, რომ ჩავრთოთ ეს მასალა სხვადასხვა ინდუსტრიაში, საჭიროა მისი რაოდენობისა და მარაგის დათვლა. ჩვენ ამ დროისთვის გვაქვს 2 ჰექტარი მიწა,  სადაც მოგვყვავს ნოპალები (კაქტუსის სახეობა) და ასევე შეგვიძლია ამ მოცულობის გაზრდა 40 ჰექტარამდე. პროდუქციის მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს 500000 ხაზოვანი მეტრი ყოველთვიურად.“

ორგანულად გაზრდილ კაქტუსს აჭრიან ფოთლებს, ასუფთავებენ, ჭყლეტენ და ტოვებენ მზეზე, რომ გაშრეს სამი დღის განმავლობაში გადამუშავებამდე. ამის შემდეგ ის შეიძლება გავაშროთ ბუნებრივად ადრიანო დი მარტის მიერ მოფიქრებული მეთოდებით. აქედან საბოლოოდ ვიღებთ ვეგანურ ტყავს, რომელიც სერტიფიცირებულია და შეუძლია გაუძლოს რეგულარულ გამოყენებას ათწლეულებითაც კი.

თუ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი თქვენს დასაწრმუნებლად, გეტყვით, რომ ამ ტყავის ფასი თანაბარია ჩვეულებრივ ტყავთან მიმართებით. დღემდე კომპანიას შეუქმნია მანქანის დასაჯდომები, ფეხსაცმელი, ჩანთები და ტანსაცმელიც კი. იქიდან გამომდინარე, რომ ტყავი ორგანული მასალისგანაა შექმნილი, არის „სუნთქვადი“, რაც ზოგადად პრობლემაა სინთეტიკური ალტერნატივების შემთხვევაში. გარემოსთვის ასევე უპირატესობაა ისიც, რომ დესერტო ბიოდეგრადირებადია და არ შეიცავს რაიმე პლასტიკურ დანამატს. ეს ნამდვილი ალტერნატივაა იმ ცხოველური ტყავისა, რომელიც ჩვენს პლანეტას აზიანებს.

დღესდღეობით ბრენდი საკმაოდ წარმატებულია თანამედროვე ბაზარზე და დიდი ბიზნესების გარდა ეძებს გზებს, რომ გახადოს დესერტო მეტად ხელმისაწვდომი საშუალო და პატარა ბიზნესებისთვის.

სტატიაზე მუშაობდა : დეა კუსიანი

წყარო : mymodernmet.com

ნახვები : 292 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
სამხრეთ აფრიკა გეგმავს გალიაში გამომწყვდეული ლომების გამრავლების კონტროვერსული პრაქტიკის დასრულებას
შემდეგი პოსტი
6 ქალაქი, რომლებიც წყალდიდობის მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფებიან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,