GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

წიაღისეული საწვავით ჰაერის დაბინძურების შეწყვეტას წელიწადში 50 000 სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

Homepage შემეცნებითი წიაღისეული საწვავით ჰაერის დაბინძურების შეწყვეტას წელიწადში 50 000 სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
შემეცნებითი

წიაღისეული საწვავით ჰაერის დაბინძურების შეწყვეტას წელიწადში 50 000 სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

აგვისტო 9, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
122 ნახვა
  • აშშ-ში ყოველწლიურად წიაღისეული საწვავის წვისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრა 50,000-ზე მეტი ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციას მოახდენს
  • კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის გამომუშავებით, ტრანსპორტირებით, სამრეწველო საქმიანობით, შენობების გათბობითა და საჭმლის მომზადებით წარმოქმნილი მცირე, მავნე ნაწილაკების ჰაერიდან მოცილება ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება
  • ავტომაგისტრალებზე მოძრავ ავტომობილებს ჰაერის დაბინძურებაში უდიდესი წილი აქვთ

 

ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად წიაღისეული საწვავის წვისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრა 50,000-ზე მეტი ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციას მოახდენს და 600 მილიარდ დოლარზე მეტ ჯანმრთელობისთვის გათვალისწინებულ თანხას დაზოგავს.

ჟურნალ “GeoHealth”-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის გამომუშავებით, ტრანსპორტირებით, სამრეწველო საქმიანობით, შენობების გათბობითა და საჭმლის მომზადებით წარმოქმნილი მცირე, მავნე ნაწილაკების, გოგირდის დიოქსიდისა და აზოტის ოქსიდების ჰაერიდან მოცილება ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახება. ავტომაგისტრალებზე მოძრავ ავტომობილებს ჰაერის დაბინძურებაში უდიდესი წილი აქვთ

ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ეს ეკონომიკური აქტივობებიც ნახშირორჟანგის ემისიის ძირითადი წყაროა, რომელიც კლიმატის ცვლილებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ემისიის შემცირება დამატებით სარგებელსაც იძლევა.

იმ ანგარიშებისგან განსხვავებით, რომლებიც ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის საჭირო უზარმაზარ ხარჯებს, ამ ანგარიშში აღნიშნულია დაბინძურების შესამცირებელი ზომების სარგებელი.

„ჩვენი კვლევა გვაძლევს იმის განცდას, თუ რა მასშტაბი აქვს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებით მიღებულ ჯანმრთელობის უპირატესობებს, რაც შეიძლება ახლდეს აშშ-ს ენერგეტიკული სისტემის დეკარბონიზაციას“, – თქვა ნიკოლას მაილოუქსმა, კვლევის მთავარმა ხელმძღვანელმა და ნელსონის ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა. „სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლას შეუძლია საზოგადოების ჯანმრთელობისთვის უზარმაზარი სარგებლის მოტანა მოკლევადიან პერსპექტივაში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში კლიმატის ცვლილებების თავიდან აცილება“.

კვლევა მოდელებს გარემოს დაცვის სააგენტოდან იღებს, რათა განიხილოს ადგილობრივი, სახელმწიფო და ეროვნული პოლიტიკის გავლენა ქვეყნის გარშემო ცალკეულ სფეროებზე.

ეს გვიჩვენებს, რომ როგორც ენერგეტიკული მრეწველობის კაპიტალური რემონტის ღირებულება შეიძლება იყოს ადგილობრივი, ასევე შეიძლება იყოს სარგებელიც.

“რეგიონში ემისიების აღმოფხვრის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის სარგებლის  32%–95% ამავე რეგიონზე აისახება დადებითად. ემისიების დონის შემცირების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალოდ ორ მესამედზე მეტი  ასევე ამავე რეგიონზე აისახება.

მაგალითად სამხრეთ-დასავლეთი ემისიის აღმოფხვრით მიღებული სარგებლის 95%-ს შეინარჩუნებდა, თუ მხოლოდ წვრილი ნაწილაკების მოშორებაზე იმუშავებდა. თუმცა მთიანი ქვეყნები მიღებული სარგებლის მხოლოდ მესამედს შეინარჩუნებდნენ, რომელიც ქარის მიმართულებით დიდი მოსახლეობის მქონე ცენტრებისკენ ჩაედინებოდა.

„მოხსენება ხაზს უსვამს სათბურის აირების შემცირებით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სარგებელს ენერგეტიკული სისტემის წიაღისეული საწვავიდან გადასვლით“, – თქვა სიუზან ანენბერგმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კლიმატისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორმა.

ვისკონსინ-მედისონის პროფესორმა ჯონათან პაცმა თქვა, რომ “ხალხი უყურებს ამ ყველაფერს, როგორც უზარმაზარ გამოწვევას, მაგრამ თუ შევხედავთ ჯანმრთელობის შედეგებს სუფთა ენერგიაზე გადასვლის შემდეგ, ვნახავთ, რომ სარგებელი უზარმაზარია.”

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესქირი

წყარო : www.washingtonpost.com

ნახვები : 41 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
შემდეგი პოსტი
ოკეანის დინებები აჩქარებულია კლიმატის ცვლილების გამო – კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის (UCSD) კვლევა ამბობს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,