GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

„ცოცხლად დალპობისთვის განწირული“ წიწილები დიდი სუპერმარკეტების მომმარაგებელი ფერმიდან

Homepage მსოფლიო „ცოცხლად დალპობისთვის განწირული“ წიწილები დიდი სუპერმარკეტების მომმარაგებელი ფერმიდან
მსოფლიო

„ცოცხლად დალპობისთვის განწირული“ წიწილები დიდი სუპერმარკეტების მომმარაგებელი ფერმიდან

სექტემბერი 28, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
320 ნახვა

გამოძიება ჩატარდა სამ  ფრინველების ფერმაში, რომლებიც Tesco-ს, KFC-სა და Co-Op-ს  ამარაგებენ. ნახეთ, რა აღმოაჩინეს…

  • იმ მეფრინველეობის ფერმებში, რომლებიც მთელი შტატების მასშტაბით მეგა-სუპერმარკეტებს ამარაგებენ ქათმით, საშინელი პირობები აღმოჩნდა. ქათმები ანტისანიტარულ პირობებში წყურვილისგან იღუპებოდნენდაავადებების გავრცელების მაღალი რისკის ფონზე.
  • ეს ქათმები ხელოვნურად არიან გაზრდილები, რის გამოც მათ არ შეუძლიათ გადაადგილება, მათი ფეხები ამ წონისთვის ზედმეტადად სუსტია, რის გამოც მათ წყალთან მისვლის უნარიც კი აღარ აქვთ. ამ ხელოვნურად გამოყვანილ ქათმებს ფეხების ზომასთან შეუსაბამოდ დიდი სხეულის წონის გამო წყალთან მისვლის უნარიც კი არა აქვთ.

 

ზოგიერთ ფრინველს შეენიშნებოდა სხვა ქათმების თავდასხმების კვალი: ამოგლეჯილი ბუმბულები სხეულზე, რაც ქათმებს ზოგადად არ ახასიათებთ. ქცევის ეს ცვლილება სწორედ გაუსაძლისი პირობებითაა გამოწვეული. არაერთი კვლევა ადასტურებს რომ ეს ქცევა, როგორც წესი, მხოლოდ ფრინველების ფერმებში შეინიშნება, სადაც ფრინველებისთვის აუტანელი პირობებია, ამ ფენომენს ხსნიან ქათმის ცდებით გაუმკლავდეს სტრესსა და მოწყენილობას.

„ქათმის იაფად შენახვის ჩვენმა გაუმაძღარმა სურვილმა შტატების მეგა-ფერმებში გამოიწვია ის რომ პრიორიტეტი უკონტროლოდ ენიჭება მოგებას, ხოლო ყურადღებას აღარ აქცევენ ხარისხს.“

 

იმ ფრინველების ფერმებში, რომლებიც მთელი შტატების მასშტაბით მეგა-სუპერმარკეტებს ამარაგებენ  ქათმით, საშინელი პირობები აღმოჩნდა. ქათმები წყურვილისგან იღუპებოდნენ, იმის ფონზე, რომ იქ სუფევდა ანტისანიტარია და დაავადებების გავრცელების მაღალი რისკი.

 „ბინძური“ ფრინველების ფერმები

მსოფლიოს წამყვანმა ვეგანურმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Viva-ამ შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთა, მას შემდეგ, რაც გამოძიება ჩაატარა მეფრინველეობის ფერმებში.

ეს გამოძიება ჩატარდა ჰარტფორშირში, სომერსეტსა და დერბიშირში.

Avara Foods- Tesco’s ყოფილმა უმსხვილესმა მიმწოდებელმა – აჩვენა 30,000 ქათამი, რომლებიც დეჰიდრატაციის გამო იხოცებოდნენ და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.

Viva-ს განცხადების თანახმად, ქათმების „აბსურდულად ჭარბი წონა“ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ხელოვნურად არიან გაზრდილები, რის გამოც მათ არ შეუძლიათ გადაადგილება. მათი ფეხები ამ წონისთვის ზედმეტადად სუსტია, რის გამოც ფრინველებს წყალთან მისვლის უნარიც კი აღარ აქვთ. როგორც წესი ქათმის წონას ხელოვნურად ზრდიან მაქსიმალურ წონამდე,  რათა რაც შეიძლება მოკლე დროში მიაღწიონ „დაკვლის წონას“.

ეს კი იწვევს არაერთ პრობლემას, როგორიცაა ფილტვის დაზიანება, დამსხვრეული ძვლები, დასუსტებული გული.

სპიკერმა The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა:“მოპოვებულ საზარელ კადრებში ჩანს მკვდარი ფრინველები, რომლებიც იქვე ყრია, ცოცხალი ქათმების გვერდით. ისინი დაფარული არიან ნაგვით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას. თუმცა, ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ათასობით ქათამი ერთ ფარდულშია ჩაკეტილი.

 

მეფრინველეობის ფარმებში აღმოაჩინეს 44,000 ქათამი, რომლებიც ურთულეს პირობებში ცხოვრობენ.

ფარული გამოძიება

სხვა გამოძიებები ჩატარდა Hook 2 Sisters-ში, სომერსეტსა და მოი პარკის 800 მხარეში, ოვერბრუკის ფერმაში. საერთო ჯამში, ამ გამოძიებამ მოიცვა Aldi, Co-Op, KFC, Lidl, Sainsbury’s და Tesco-ს ქათმის ფერმები.

Hook 2 Sisters-ის ფერმაში აურაცხელი მკვდარი და ლპობაშეპარული ქათამი აღმოაჩინეს. უფრო მეტიც, ბევრ ქათამს ჰქონდა მიწაში არსებული ამიაკით გამოწვეული ე.წ. „წელის დამწვრობა“. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ ფრინველს შეენიშნებოდა სხვა ქათმების თავდასხმების კვალი, ამოგლეჯილი ბუმბულები სხეულზე, რაც ქათმებს ზოგადად არ ახასიათებთ. ქცევის ეს ცვლილება სწორედ გაუსაძლისი პირობებითაა გამოწვეული. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ეს ქცევა, როგორც წესი შეინიშნება მხოლოდ ფრინველების ფერმებში, სადაც ქათმებისთვის ფრინველის აუტანელი პირობებია. ეს ფენომენი აიხსნება ქათმის მცდელობით, სტრესსა და მოწყენილობას გაუმკლავდეს.

უამრავი მკვდარი ფრინველი პირდაპირ სხვა ცოცხალი ფრინველების გვერდით ეყარა.

ეს ფერმა ეკუთვნის უმდიდრეს „პილიგრიმ პრაიდ“-ს, ამირიკულ გიგანტ კომპანიას, JBS-სს. სტატისტიკურად, ეს კომპანია კვირაში ექვს მილიონ ფრინველს კლავს.

მეფრინველეობის ფერმები

Viva-ს გამოძიების ხელმძღვანელმა, ლექს რიგბიმ განაცხადა: „მე შეშფოთებული ვარ იმ კანიბალიზმის, ბუმბულის ამოგლეჯვისა და ფრინველების ტანჯვის ნახვის შემდეგ.“

 “მსოფლიო მარკეტინგი მომხმარებლებს აჯერებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ცხოველთა კეთილდღეობის მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტებია. თუმცა, რეალობა სხვაა. 

„ქათმის იაფად შენახვის ჩვენმა დაუოკებელმა სურვილმა გამოიწვია აშშ-ის სტილის მეგაფერმების საგანგაშო ზრდა ბრიტანეთშიც, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მატერიალურ მოგებაზე და არა ფრინველის კეთილდღეობაზე.“

უზარმაზარი სამრეწველო მეფრინველეობის ფერმები ამ ყველაფრის ფონზე, ნაგავსაც არ ახარისხებენ, არამედ პირდაპირ, ქალაქგარეთ ყრიან, რაც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, იწვევს არაერთ დაუზუსტებელ ტკივილსა და ტანჯვას.

Viva! არის ვეგანური საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც იბძვის მეფრივენელობის ფერმების პირობების შეცვლისთვის.

                      

სერტიფიცირებული ფერმები

რაც ყველაზე სამწუხაროა, ყველა ამ ფერმას, მინიჭებული აქვს სერტიფიკატი „წითელი ტრაქტორის“ მიერ. ეს არის სააგენტო, რომელიც ფერმების ხარისხის კონტროლის სტანდარტებს აწესებს და მაღალი ხარისხის სტანდარტების მქონე სააგენტოდ ითვლებოდა. თუ საქონელს მისი ლოგო ჰქონდა, ის, ავტომატურად სანდოდ მიიჩნეოდა, თუმცა ამ გამოძიებამ ყველაფერი ეჭვქვეშ დააყენა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ლილიან მეტრეველი

წყარო : plantbasednews.org

ნახვები : 666 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
კვლევამ აჩვენა, რომ ხეების სახეობების 30% გადაშენების პირასაა
შემდეგი პოსტი
კლიმატის ცვლილებების გამო ვარაუდობენ, რომ სამეფო პინგვინების 98% გადაშენდება მომავალი 80 წლის განმავლობაში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,