GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

თანამედროვე დათბობა ყველაზე ძლიერია, ბოლო 7000 წლის განმავლობაში

Homepage მსოფლიო თანამედროვე დათბობა ყველაზე ძლიერია, ბოლო 7000 წლის განმავლობაში
მსოფლიო

თანამედროვე დათბობა ყველაზე ძლიერია, ბოლო 7000 წლის განმავლობაში

ოქტომბერი 9, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
163 ნახვა
  • ბოლო 7000 წლის განმავლობაში, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში, ბოლო ათწლეულების ზაფხულის სეზონები ყველაზე თბილი აღმოჩნდა.
  • 40 წლის განმავლობაში მეცნიერები ქმნიდნენ ხის უგრძესი რგოლების ქრონოლოგიას, რაზე დაყრდნობითაც შეძლეს ბოლო 7638 წლის ზაფხულების ტემპერატურებზე ინფორმაციის შესწავლა.
  • დედამიწის ორბიტალური პარამეტრების ციკლური ცვლილებების გამო, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლარულ განედებში, მზის ენერგია ზაფხულის თვეებში თანდათან იკლებს, თუმცა წლიური რგოლების მონაცემები გვიჩვენებს, რომ მე-19 საუკუნის შუიდან ეს ტენდენცია შეიცვალა – ტემპერატურამ ძალიან სწრაფად დაიწყო მატება.

 

ბოლო 7000 წლის განმავლობაში, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში, ბოლო ათწლეულების ზაფხულის სეზონები ყველაზე თბილი აღმოჩნდა. წინა ათასწლეულში ჰაერის ტემპერატურა თანდათან იკლებდა, მაგრამ ხან ზევით ადიოდა, ხანაც ქვევით ჩადიოდა. თუმცა XIX საუკუნეში დაიწყო მატება და ბოლო ათწლეულებში უმაღლეს ნიშნულებს მიაღწია. ეს აღმოაჩინეს მცენარეთა და ცხოველთა ეკოლოგიის ინსტიტუტის ურალის ფილიალის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ურალის ფედერალური უნივერსიტეტის დენდროქრონოლოგებმა, რომლებიც 40 წელი ქმნიდნენ ხის უგრძესი რგოლების ქრონოლოგიას, იამალის ნახევარკუნძულზე ნახევრად წიაღისეული ხეების წლიური რგოლების სიგანეზე დაყრდნობით.  ამ დროის განმავლობაში მათ შეძლეს გასული 7638 წლის ზაფხულების ტემპერატურების შესახებ ინფორმაციის შესწავლა. მეცნიერებმა  დასავლეთ ციმბირის ტემპერატურის შესახებ ჩატარებული კვლევა და მისი შედეგები გამოაქვეყნეს ჟურნალში „Nature Communications“. კვლევა ხორციელდება რუსეთის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (პროექტი No21-14-00330).

„დედამიწის ორბიტალური პარამეტრების ციკლური ცვლილებების გამო, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლარულ განედებში, მზის ენერგია ზაფხულის თვეებში თანდათან იკლებს. ეს ფაზა დაახლოებით 8-9 ათასი წლის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. თუმცა წლიური რგოლების მონაცემები გვიჩვენებს, რომ მე-19 საუკუნის შუიდან ეს ტენდენცია შეცვალა – ტემპერატურამ ძალიან სწრაფად დაიწყო მატება. მან ბოლო ათწლეულების განმავლობაში უმაღლეს ნიშნულებს მიაღწია“ – განმარტავს რაშიტ ჰანტემიროვი, მცენარეთა და ცხოველთა ეკოლოგიის ინსტიტუტის დენდროქრონოლოგიის ლაბორატორიის წამყვანი მკვლევარი ურალის ფილიალიდან, რომელიც წარმოადგენს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საბუნებისმეტყველო მეთოდების UrFU ლაბორატორიას.

30-დან 170 წლამდე ინტერვალის რომელი პერიოდიც არ უნდა აეღოთ მკვლევრებს, ყველაზე თბილი ის იყო, რომელიც დასრულდა რეკონსტრუქციის ბოლო წლით. მაგალითად, გასული საუკუნის საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე წარსულის ნებისმიერი სხვა, შემთხვევით აღებული ასწლოვანი ინტერვალის ტემპერატურა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და მარიამ მდინარაძე

წყარო : www.enn.com

9 ოქტომბერი 2022 წელი.

ნახვები : 77 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ჰიდროელექტროსადგურები ამაზონიის კუნძულების ბინადრების გადაშენებას იწვევს
შემდეგი პოსტი
ახალი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ სკოლების გარშემო გამწვანება იცავს ბავშვებს ჰაერის დაბინძურებისგან.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
  • კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
  • რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
  • გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
  • საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 29, ნოე
ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
ორშაბათი, 27, ნოე
კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
კვირა, 26, ნოე
რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
შაბათი, 25, ნოე
გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
პარასკევი, 24, ნოე
საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
ხუთშაბათი, 23, ნოე
აშშ 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს პორტების გარშემო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებისთვის

Welcome back,