GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

„ჭკვიანი ქალაქი“ სინგაპურში

Homepage მსოფლიო „ჭკვიანი ქალაქი“ სინგაპურში
მსოფლიო

„ჭკვიანი ქალაქი“ სინგაპურში

ივნისი 2, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
889 ნახვა
ნახვები : 119

მანქანებისგან თავისუფალი შიდა ტერიტორია, გაგრილების ცენტრალური სისტემა, ნარჩენების ავტომატური გატანა: როგორი იქნება მომავლის “ჭკვიანი და მდგრადი ქალაქის” მოდელი სინგაპურში

სინგაპურში ექვსი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ტროპიკული კლიმატის გამო აქ მთელი წლის მანძილზე მაღალია კონდიციონერების მოხმარების სიხშირე, რაც თავის მხრივ, ერთ სულ მოსახლეზე  CO2–ის მაღალი ემისიის მიზეზია. მთავრობის თანახმად, ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში, ქალაქში საშუალო ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა.

მთავრობა უკვე მუშაობს თანამედროვე ქალაქის კონცეფციაზე. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აშენდება სრულიად ახალი უბანი, სახელწოდებით “ტენგაჰი”, რომელიც, დეველოპერების აზრით, გახდება მოდელი სამომავლო ურბანული პროექტებისთვის.

გაგრილების ცენტრალური სისტემა

თითოეულ ბინაში ცალკე კონდიციონერის დამონტაჟების ნაცვლად, ახალ უბანს ექნება ცენტრალური გაგრილების სისტემა, რომელიც უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ინდივიდუალური კონდიცირების სისტემები. კონდიცირება მოხდება წყალის საშუალებით, რომელსაც მზის ენერგიის გამოყენებით გააგრილებენ. მოსახლეობა თავად შეძლებს საკუთარ ბინაში დაარეგულიროს ტემპერატურა, რაშიც მათ დეველოპერების აზრით, ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ.

შენობა-ნაგებობების დაგეგმარება ჰაერის ნაკადის მიმართულების გათვალისწინებით მოხდება, რაც ხელს შეუწყობს გაგრილების სისტემას. გაგრილებაში ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ათობით პარკი და მწვანე სივრცე.

ეკოლოგიური კორიდორი

ახალი უბანი დაახლოებით 700 ჰექტარზე უნდა აშენდეს. დეველოპერებს სურთ ეკოლოგიური დერეფნის სახით, ქალაქში ასი მეტრის სიგანის ტყის ზონის ინტეგრირება.

ინოვაციური კონდიცირების სისტემისა და გამწვანებული სივრცეების პარალელურად დეველოპერებმა სხვა სიახლეებიც დაგეგმეს: ტენგაჰის ცენტრი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი მანქანებისგან – ამისათვის სამანქანო გზები ნაწილობრივ მიწის ქვეშ იქნება. ამით მეტი სივრცე იქმნება ფეხით და ველოსიპედით გადაადგილებისთვის.

რესურსების მოხმარების კონტროლი აპლიკაციის საშუალებით

ახალ უბანში ნარჩენების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ელექტრონულად მოხდება. მაცხოვრებლებს ასევე შეეძლებათ აპლიკაციის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია დახარჯული რესურსების შესახებ, რაც მათ დაზოგვას გაამარტივებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : მეგი წერეთელი და ნატა შველიძე

წყარო : www.derstandard.de


წინა პოსტი
„გაერთიანებული ავიახაზები“ გეგმავს თვითმფრინავებში ნაგვისგან დამზადებული საწვავი გამოიყენოს
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურება ხელს უწყობს ასთმის გამწვავებას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,