სიცოცხლე ღია ოკეანეში
ჩარლზ დარვინის დროიდან, სიცოცხლე, ღია ოკეანეში საფრთხის ქვეშაა, რადგან ტროპიკულ მხარეებში, ოკეანის ძირითად ნაწილში არ არის ცოცხალი ორგანიზმებისთვის საკმარისი საკვები.
ჟურნალ “Science Advances”-ში გამოქვეყნებული ნიუკასლის უნივერსიტეტის კვლევა ადასტურებს, რომ მალდივებზე მარჯნის რიფების კვების ქსელში საკვები, თითქმის სრულად, ღია ოკეანიდან მოდის.
გუნდმა აღმოაჩინა, რომ რიფების მტაცებლების 70% იკვებება ღია ოკეანეში წარმოქმნილი საკვებით, ხოლო მტაცებლების დანარჩენი რაოდენობა პირდაპირ რიფებით.
კვლევას უძღვებოდა დოქტორი კრისტინა სკინერი, რომელიც დღეს ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოღვაწეობს. მასთან ერთად კვლევაში მონაწილეობდნენ მეცნიერები „Woods Hole“-ის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტიდან (USA), “Banyan Tree”-ს საზღვაო ლაბორატორიიდან (Maldives) და ბრისტოლის უნივერსიტეტიდან (UK).
გუნდმა, კვლევის პროცესში, მოწინავე სტაბილური იზოტოპების ტექნიკა გამოიყენა და აჩვენა, რომ გრუპერის თევზის ოთხი სახეობა, რომელიც კვების ქსელის თავშია, დამოკიდებულია ოკეანის რესურსებზე. ეს მდგომარეობა უცვლელია, როგორც რიფების შიგნით, ასევე გარეთაც, რაც გვაფიქრებინებს რომ ოკეანეზე მთელი სისტემაა დამოკიდებული.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ენერგია, საკვების ქსელს, უფრო დაბალი დონიდან, კონკრეტულად პლანქტონებით მკვებავი თევზებიდან უერთდება, რითიც საბოლოოდ გრუპერები იკვებებიან. ამ მიდგომას ამყარებს კვებითი ღირებულებებით მდიდარი წყალი, რომელიც ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.
აღმოჩენებით იხსნება, თუ როგორ ინარჩუნებენ მაღალ პროდუქტიულობას, ასეთ ღარიბ გარემოში რიფები, ასევე ხაზგასმულია, რომ ასეთი პროდუქტიულობა კლიმატის ცვლილებების შედგად, შესაძლოა შემცირდეს.
დოქტორი სკინერი ამბობს: „კვლევა, რიფების ეკოსისტემის კვების მნიშვნელოვან ნაწილებს გვაცნობს, განსაკუთრებით მათ დამოკიდებულებას ოკეანის მიერ წარმოებულ საკვებზე. კვების ქსელის დინამიკის დეტალური ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა გვესმოდეს ადამიანების ზეგავლენით გამოწვეული ცვლილებები საზღვაო ეკოსისტემაზე. შედეგები გვიცვლის აქამდე არსებულ ცოდნას მარჯნის რიფების შესახებ და ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას გარემოცვის მიმართ. თუ გრუპერები ძირითადად იკვებებიან სხვა ოკეანის პროდუქტებით, მაშინ რიფების შემცირებით მათი გადაშენების საფრთხე არ დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროგნოზები არსებობდა. თუმცა მეორე მხრივ, გარკვეული პროგნოზებით, ოკეანეში გაჩენილი სხვა საკვებიც შემცირდება კლიმატის ცვლილების გამო. ასეთ შემთხვევაში გრუპერებზე და მათ საკვებ ქსელზე ეს უარყოფით გავლენას მოახდენს და საფრთხეს შეუქმნის მათ. “
კვლევის თანაავტორი, ნიკ პოლუნინი ნიუკასლის უნივერსიტეტის გარემოს და ბუნებისმეტყველების მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი ამატებს: „მარჯნის რიფებზე უარყოფით გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ოკეანის დათბობა. მიუხედავად სიმცირისა, ეს ეკოსისტემა საზღვაო ბიო-მრავალფეროვნების დიდი კონტრიბუტორია. ეს კვლევა კი ხაზს უსვამს თუ რამდენად ცოტა ვიცით ამ კვების ქსელის და მასზე დამოკიდებული სახეობების შესახებ.“
სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და ანა კუხაშვილი