GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

საფრანგეთს ხმაურით დაბინძურება წელიწადში 156 მილიარდი ევრო უჯდება

Homepage შემეცნებითი საფრანგეთს ხმაურით დაბინძურება წელიწადში 156 მილიარდი ევრო უჯდება
შემეცნებითი

საფრანგეთს ხმაურით დაბინძურება წელიწადში 156 მილიარდი ევრო უჯდება

სექტემბერი 10, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1252 ნახვა
ნახვები : 358
  • დაახლოებით 25 მილიონმა ადამიანმა განაცხადა, რომ ხმაურმა მათ ცხოვრებაზე სხვადასხვა ფორმით მოახდინა გავლენა
  • ხმაურით დაბინძურების ძირითადი წყაროები – ავტომობილები, თვითმფრინავები და მატარებლები აღმოჩნდა
  • პარიზის უმეტეს ქუჩებზე სიჩქარის შეზღუდვა 30 კმ/სთ, რომელიც ამოქმედდება აგვისტოს ბოლოს.
  • ყოველწლიურად 106 მილიარდი ევრო იხარჯება სხვადასხვა სახის ტრანსპორტის ხმაურით დაბინძურებასთან ბრძოლაში

 

ახალი კვლევის თანახმად, ხმაურით დაბინძურების შედეგებთან გამკლავება საფრანგეთს ყოველწლიურად 156 მილიარდი ევრო უჯდება. ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იტანჯება ამ პრობლემისგან.

საფრანგეთის ხმაურის ეროვნულმა საბჭომ (CNB) და საფრანგეთის გარემოს დაცვისა და ენერგიის მართვის სააგენტომ (Ademe), ჩაატარეს ერთობლივი კვლევა და დაადგინეს, რომ ადამიანები განიცდიან სტრესს, დეპრესიას და გულის პრობლემებს ხმაურის შედეგად.

დაახლოებით 25 მილიონმა ადამიანმა განაცხადა, რომ ხმაურმა მათ ცხოვრებაზე სხვადასხვა ფორმით მოახდინა გავლენა, ხოლო 432,000-მა ადამიანმა კი თქვა, რომ ისინი დამამშვიდებლებს იღებენ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად.

ხმაურით დაბინძურების ძირითადი წყაროები – ავტომობილები, თვითმფრინავები და მატარებლები აღმოჩნდა, მაგრამ მეზობლები და მათი შინაური ცხოველები, ასევე სამსახურებში მომუშავე ხალხი და მანქანა-დანადგარებიც იმავე კატეგორიაში შევიდა.

ლაურიანა როსი, CNB-ის პრეზიდენტი გამოთქვამს სინანულს, რომ ხმაურით დაბინძურების საფრთხეები სათანადოდ არ არის შეფასებული, მაშინ როცა ჰაერის დაბინძურებას გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა. ხმაური, მისი თქმით, “ეს არ არის უსიამოვნება, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეალური პრობლემაა”.

ქალბატონმა, რომლის საცხოვრებელი ბინა გადაჰყურებს პერიფერიის წრიულ გზას, რომელიც გარს არტყამს პარიზს, რადიო France Info-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ღამის ხმაური მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევს, მიუხედავად იმისა რომ მის ბინას ორმაგი მინის ფანჯრები აქვს.

პარიზის უმეტეს ქუჩებზე სიჩქარის შეზღუდვა 30 კმ/სთ, რომელიც ამოქმედდება აგვისტოს ბოლოს, ნაწილობრივ გამიზნულია ხმაურის დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა ეს შეზღუდვა არ შეეხევა პერიფერიებს.

 

ეს არ არის მხოლოდ ქალაქის პრობლემა

თუმცა ხმაურით დაბინძურება არ არის მხოლოდ ურბანული ადგილების პრობლემა.

სოფელ საენ-ლაურში მცხოვრებმა ჯან-პოლმა, მას შემდეგ რაც მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ავტოდრომი აშენდა, სადგურის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ მათ ხმაურმა ის „ძალიან გაღიზიანებული და აგრესიული გახადა“. შფოთვის ნიადაგზე მან მიმართა ექიმებს, სადაც ურჩიეს, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა თუ საკუთარი სახლიდან გადავიდოდა სხვაგან საცხოვრებლად. გარდა ამისა, პრობლემა შეექმნა სახლის გაყიდვის კუთხითაც, რადგან ხმაურმა მისი საცხოვრებელი სახლის გასაყიდი ფასი შეამცირა.

”დროთა განმავლობაში აღმოაჩენ, რომ სმენა დაკარგე”, განმარტავს კომპანიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე მუშაობდა. მისი თქმით, მიუხედავად დამცავი აღჭურვილობისა, აუტანელი იყო პნევმატური ბურღების გამუდმებული ხმაური.

ყოველწლიურად 106 მილიარდი ევრო იხარჯება სხვადასხვა სახის ტრანსპორტის ხმაურით დაბინძურებასთან ბრძოლაში – ღირებულების 52 პროცენტი გამოწვეულია საგზაო მოძრაობით, 9 პროცენტი – საჰაერო მიმოსვლის ხმაურით, ხოლო 7 პროცენტი მატარებლებით.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ვალერი გელოვანი

წყარო : www.rfi.fr


წინა პოსტი
5 მიზეზი, რატომ უნდა დავიცვათ ე.წ. მანგროვის ტყეები
შემდეგი პოსტი
პესტიციდების შერევა იმაზე მეტ ფუტკარს კლავს, ვიდრე გვგონია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,