GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

სახლის 5 მცენარე, რომლებიც ყველაზე მეტ ჟანგბადს წარმოქმნის

Homepage შემეცნებითი სახლის 5 მცენარე, რომლებიც ყველაზე მეტ ჟანგბადს წარმოქმნის
შემეცნებითი

სახლის 5 მცენარე, რომლებიც ყველაზე მეტ ჟანგბადს წარმოქმნის

ივლისი 14, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
410 ნახვა

·         სახლის პირობებში მცენარეთა გასახარებლად ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს შორისაა განათება, ჰაერის ტენიანობა, ტემპერატურა, სივრცე და განლაგება

·         აბაზანის გასაფორმებლად საუკეთესო მცენარეებია ალოე ვერა, ბამბუკი, ბეგონია, ბოსტონის გვიმრა, ასპიდისტრა და ჩინური მარადმწვანე

მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდება სააბაზანოს მცენარეებით გაფორმებით. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ რთულია, თუმცა შეუძლებელი სულაც არ არის. როდესაც სააბაზანოსთვის მცენარეს არჩევ, შემდეგი საკითხები უნდა გაითვალისწინო.

განათება

შუქის ყველაზე ნაკლებად მოყვარულ მცენარესაც კი ესაჭიროება სინათლის წყარო, რათა გაიზარდოს. სააბაზანოების უმრავლესობას ძალიან პატარა სარკმელი აქვს, ზოგიერთს საერთოდ არ აქვს ფანჯარა. ამიტომ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლუმინესცენციური ნათურები, რომლებიც სინათლის ისეთ ტალღებს ასხივებს, როგორიც მცენარეს გასაზრდელად ესაჭიროება.

ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა

სააბაზანოში ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა პირობებია, რომლებიც ბევრი მცენარისთვის ხელსაყრელი არ არის. ეს, როგორც წესი, გამოწვეულია ცხელი წყლის ორთქლისგან, რაც აბაზანაში აუცილებლად ხშირად წარმოიქმნება. სწორედ ამიტომ, სააბაზანოში შეგიძლიათ ტროპიკული მცენარეები განათავსოთ.

სივრცე და განლაგება

სააბაზანოში სივრცე, როგორც წესი, მცირეა. ამის გამო ძალიან მაღალი ან დიდი მცენარე აქ ვერ მოთავსდება. ამიტომაც შეგიძლიათ შეარჩიოთ პატარა მცენარეები, რომელთა ჭერზე დაკიდებაც შეგეძლებათ ან კიდევ ერთი ალტერნატივაა მაღალ თაროზე მოათავსოთ ისეთი მცენარე, რომელიც თავად ჩამოეშვება ქვევით, როგორც მცენარეების ფარდა.

საუკეთესო მცენარეები აბაზანის გასაფორმებლად

 

ალოე ვერა

ეს არის მცენარე, რომელსაც სხვაგვარად „უკვდავების მცენარესაც“ უწოდებენ. იგი უნიკალურია სახლის პირობებისთვის. ის პირდაპირ აფრქვევს მინერალებსა და ვიტამინებს, მისი გამოყენება შესაძლებელია სამკურნალოდ, გელად, მშრალი კანის საწინააღმდეგოდ, მწერების კბენისგან თავის დასაცავად და ა.შ. საჭიროა მხოლოდ მისი ფანჯარასთან მოთავსება, ხოლო სააბაზანოს ნესტი მას კიდევ უფრო სიცოცხლისუნარიანს გახდის.

ბამბუკი

ბამბუკიც შესაძლებელია სააბაზანოში განვათავსოთ დაბალი, არაპიდაპირი განათების ქვეშ, საინტერესოა, რომ მას არ სჭირდება განვითარებისთვის ნიადაგი. საკმარისია მხოლოდ მისი წვრილი ღერძის კონტეინრეტში მოთავსება და წყლის გამოცვლა ყოველ მეორე ან მეოთხე კვირას. აგრეთვე დროდადრო შეგიძლიათ ის გადაჭრათ, რაც მის ზრდას უფრო დააჩქარებს.

ბეგონია

ბეგონიამ ტენიან ადგილას უნდა გამოიზამთროს, რათა შემდეგ აყვავდეს. ამიტომ სააბაზანო მას იდეალურ გარემოს სთავაზობს. ბეგონიას ხომ ყოველდღიურად ესაჭიროება ტენიანობა.

ბოსტონის გვიმრა

ბოსტონის გვიმრისთვის მშობლიურია  სუბტროპიკული და ტროპიკული წვიმის ტყეები. ის მოითხოვს დიდი დოზით ირიბ შუქს/დასხივებას და იდეალურად იზრდება, თუ მოთავსებულია ფანჯრის რაფაზე. ნიადაგი ძირითადად ნესტიანი უნდა იყოს, განსაკუთრებით როცა „ზრდის თვეები“ აქვს. არ დაგავიწყდეთ, რომ ტემპერატურა ამ მცენარისთვის დაახლოებით 13-240C მონაკვეთის ფარგლებში უნდა მერყეობდეს, რათა აყვავდეს.

ასპიდისტრა

ამ მცენარეს შეუძლია არსებობა მაშინაც კი, როდესაც მას სინათლის წყარო თითქმის არ გააჩნია. ის გამძლეა აგრეთვე ექსტრემალური სიცხისა და იშვიათი მორწყვის პირობებშიც კი.

ჩინური მარადმწვანე

ეს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მცენარეა, რომელიც კი შეიძლება სახლში გაახარო. ის იფურჩქნება ირიბი შუქის ქვეშ და იმდენად მოქნილია, რომ შეუძლია ბევრ, სრულიად განსხვავებულ გარემოში არსებობა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნინი თოიძე

წყარო : topnaturalremedy.com

ნახვები : 1, 568 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
მეცნიერებმა შექმნეს პლასტმასის “მჭამელი” ფერმენტები, რომლებსაც წლების მაგივრად, მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდებათ მატერიის დასაშლელად
შემდეგი პოსტი
თბილისში ქვეითს ავტობუსი დაეჯახა – დაშავებულს ფეხის ამპუტირება დასჭირდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,