რამდენად საზიანოა ფოიერვერკი?
- გერმანელები ხარჯავენ 100-დან 200 მლნ ევრომდე(240მლნ$) ახალი წლის დღესასწაულის კვამლში გასახვევად, რათა სანახაობრივმა ფოიერვერკმა გაანათოს ცა სოფლებისა და ქალაქების თავზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ზოგ ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია, ახალი წელი არ არსებობს ღამით ფოიერვერკის გარეშე.
მაგრამ რამდენად ცუდია ეს ფერადი აფეთქებები ჩვენი გარემოსთვის და რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე?
ახალი წლის დაწყება შეიძლება ძვირი დაჯდეს. გერმანელები, მაგალითად, ხარჯავენ 100-დან 200 მლნ ევრომდე(240მლნ$) ახალი წლის დღესასწაულის კვამლში გასახვევად, რათა სანახაობრივმა ფოიერვერკმა გაანათოს ცა სოფლებისა და ქალაქების თავზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მაგრამ ყოველწლიურ ტრადიციას ასევე აქვს გარემოსდაცვითი ღირებულება, თითოეული ფოიერვერკი უშვებს ქიმიკატების ტოქსიკურ ნაზავს და ნაწილაკების სახით იფანტება ჰაერში.
რეალურად რა იმალება ფოიერვერკის უკან?
თითოეული ფოიერვერკი შეიცავს დაახლოებით:
- 75% კალიუმის ნიტრატს
- 15% ნახშირს
- 10% გოგირდს“.
სასურველი ეფექტების გათვალისწინებით შესაძლოა დაემატოს სხვა კომპონენტები,
მათ შორის:
- სპილენძის,
- ბარიუმის
- სტრონციუმის ნაერთები.
„თითოეული შეიცავს დაახლოებით 75% კალიუმის ნიტრატს, 15% ნახშირსა და 10% გოგირდს“.
დასასრულს კი,
ფოიერვერკი ფერადდება ლურჯ, მწვანე ან წითელ ფერებში.
ყველა ქიმიკატი მოითხოვს დიდი რაოდენობით ენერგიას წარმოებისთვის მხოლოდ იმისთვის, რომ გამოსცეს სუსტი ჩურჩულისმაგვარი ხმა რამდენიმეწამიან მონაკვეთში.
ტოქსიკური კვალი
- ნაწილაკების უდიდესი ნაწილი გამოიყოფა დიზელის ტრანსპორტიდან
- ჭვარტლის შემადგენლობაშია კარცენოგენური ნაწილაკები, რომლებსაც აქვს ნეგატიური გავლენა ნიადაგზე, მცენარეებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
- ფოიერვერკში, ამის საპირისპიროდ, ნაწილაკების შემადგენლობაში ძირითადი ნაწილი აქვს მარილებს. ეს კი სრულიად განსხვავებულია ქიმიისგან.
- ექსპერტები გვირჩევენ, კვამლის პირდაპირი ჩასუნთქვის თავიდან აცილების მიზნით, ფოიერვერკის ნახვის შემდგომ პირდაპირ დატოვოთ ტერიტორია. კვლევებით ხშირად გამოვლენილა, რომ ამ დაბინძურებული ჰაერის სუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული პრობლემები და დაამძიმოს ასთმა.
2016 წელს, (UBA)ფედერალური გარემოს დაცვითი სააგენტოს თანახმად, მხოლოდ გერმანიაში წარმოებულია 5000 ტონა ფოიერვერკი კონკრეტული დანიშნულებით (PM10- ნაწილაკები ზომა ნაკლებია ვიდრე 10მიკრონი დიანეტრზე). ეს რაოდენობა შეესაბამება ყოველწლიურად, კონკრეტულად, ავტომობილის გამონაბოლქვის დაახლოებით 17%-ს.
ამ თხელი ტოქსიკური მტვრის უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება თავიდან ბოლომდე ერთი ან ორი საათის განმავლობაში, ახალი წლის დღესასწაულის პერიოდში ფოიერვერკის ჩვენებისას, განსაკუთრებით მაღალსართულიანი შენობების სივრცეში, როგორიცაა ქალაქები. თხელი მტვრის ნაწილაკები თვალით უხილავია, UBA გვაფრთხილებს, რომ ეს პატარა ნაწილაკები განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის.
ფოიერვერკის ინდუსტრია კი ამ ნაწილში ინარჩუნებს იმ აზრს, რომ ეს არ არის ისეთი ცუდი როგორც ჩანს. სატრანსპორტო გადაადგილებისგან გამოწვეული დაბინძურების ნაწილაკებისა და ფოიერვერკით გამოწვეული დაბინძურების გაერთიანება შეუძლებელია.
ნაწილაკების უმეტესი ნაწილი გამოიყოფა დიზელის ტრანსპორტიდან, მაგალითად, ჭვარტლის შემადგენლობაშია კარცენოგენური ნაწილაკები, რომლებსაც აქვს ნეგატიური გავლენა ნიადაგზე, მცენარეებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
„ფოიერვერკში, ამის საპირისპიროდ, ნაწილაკების შემადგენლობაში ძირითადი წილი აქვს მარილებს. ეს კი სრულიად განსხვავებულია ქიმიისგან“ .
მაგალითად, როდესაც შავი ფხვნილი იწვის, კალიუმის კარბონატი რჩება – ძირითადად, თეთრი მარილი. წარსულში ხალხი კალიუმის კარობანტს იყენებდა, რომ გაენაყოფიერებინათ და დაეცვათ მოსავალი ყინვის დაზიანებისგან.
მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის ექსპერტები გვირჩევენ კვამლის პირდაპირი ჩასუნთქვის თავიდან აცილების მიზნით, ფოიერვერკის ნახვის შემდგომ პირდაპირ დატოვოთ ტერიტორია, კვლევებით ხშირად გამოვლენილა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული პრობლემები და დაამძიმოს ასთმა.
მოკლევადიანი ტვირთი
- იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი გერმანელი დაახლოებით 25 გრამ CO2-ის გავრცელებას უწყობს ხელს ფოიერვერკის მეშვეობით, მაგრამ იმდენად, რამდენადაც 33 000 გრამი CO2 ვრცელდება ტრანსპორტის ტარებითა და გათბობით, ახალი წლის დღესასწაულს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.
დროის ხანგრძლივობა, როდესაც ნაწილაკების ნაწილი რჩება ჰაერში ფოირვერკის ჩვენების შემდეგ დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. მაგალითად, ძლიერი ქარი ხელს უწყობს დაბინძურების უფრო სწრაფ გაფანტვას. UBA ხაზს უსვამს, რომ ქარიანმა დღემ მოგვცა განსხვავება ახალი წლის წვეულებებს შორის 2009 წელსა და 2013 წელს. ასევე წვიმასაც შესაძლოა ჰქონოდა გავლენა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაწილაკების ნაწილის კონცენტრაცია ახალი წლის ღამეს ბევრად მაღალია, ზღვარი ჩვეულებრივ სწრაფადვე უბრუნდება ნორმალურ დონეს 2 იანვრისთვის.
რაც შეეხება ნაგავსა და ხმაურს?
- ფოიერვერკი 60-დან 75%-მდე გარშემო შემოსაზღვრულია ასაფეთქებელი ჭურვისა და შეფუთვისგან, რომელიც ჩვეულებრივ შედგება მუყაოს, ხის, წებოსა და პლასტმასასგან.
- ასეთი ბლისტერული შეფუთვა და ასაფეთქებლის ხუფები საჭიროა უსაფრთხოების მიზნით.
- ყველაზე უსაფრთხო და ეკო-მეგობრული ალტერნატივაა ელექტრო ფოიერვერკი, ერთად დამაგრებული რაკეტათა ნაკრები, რომელიც წარმოშობს ნაკლებ ნარჩენს და არის მეტად უსაფრთხო.
- თქვენ გაქვთ ყველა სახის ფოიერვერკი ერთ შეფუთვაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაკრებს სჭირდება, რომ მხოლოდ აინთოს ჯაჭვური რეაქციით, რაც გაანათებს დარჩენილსაც. ეს ნიშნავს ნაკლებ ნაგავს და, გარდა ამისა, ის ბევრად უსაფრთხოა.
ფოიერვერკი ახალი წლის დღესასწაულზე არ ტოვებს მხოლოდ ტოქსიკური მტვრის მავნე კვალს. გართობის დასრულების შემდეგ, შეფუთვა და სხვა შემადგენელი ნაწილები ისე რჩება, რომ ხშირად იფანტება ქუჩებში, ბაღებში, წყალში და სახურავებზე.
„ჩვენ რეალურად ვცდილობთ, ვიზრუნოთ გარემოზე,“- ამბობს კლაუს გოცენი, VPI-ის ხელმძღვანელი. „მაგრამ ჩვენი ძალისხმევა ხშირად შეზღუდულია ლეგალური მოთხოვნებით“.
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და მარიამ მდინარაძე
წყარო : www.dw.com
21 დეკემბერი 2022 წელი.