GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ყოველწლიურად გადაყრილი საჭმლის რაოდენობა 900 მილიონ ტონას უტოლდება

Homepage მსოფლიო ყოველწლიურად გადაყრილი საჭმლის რაოდენობა 900 მილიონ ტონას უტოლდება
მსოფლიო

ყოველწლიურად გადაყრილი საჭმლის რაოდენობა 900 მილიონ ტონას უტოლდება

აპრილი 14, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
840 ნახვა
ნახვები : 39

საერთაშორისო მოხსენების მიხედვით, ყოველწლიურად 900 მილიონ ტონამდე საჭმელი იყრება.

გაეროს ბუნების დაცვის პროგრამის საჭმლის ხარჯვის ინდექსის მიხედვით, მომხარებლებისთვის ხელმისაწვდომი საჭმლის 17 % – მაღაზიებიდან, რესტორნებიდან და ოჯახებიდან – პირდაპირ ნაგავსაყრელზე მიდის.

გაფუჭებული საჭმლის 60% ოჯახებიდან მოდის.

„ლოქდაუნმა“, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პოზიტიური გავლენა იქონია ამ პროცესზე და სახლებში გაფუჭებული საჭმლის რაოდენობა შეამცირა.

გაეროს ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციის მიხედვით, ამ პერიოდში ხალხი საყიდლებს და საჭმლებს უფრო უფრთხილდებოდა.

ამ ეფექტის გასაზიარებლად დაქირავებული იყვნენ ცნობილი მზარეულები, რომ პოპულარიზაცია გაეწიათ სამზარეულოში ნაკლებად ხარჯიანი ჩვევებისთვის.

ამ მოხსენებამ ნათლად აჩვენა, რომ ეს პრობლემა „ბევრად დიდია, ვიდრე აქამდე გვეგონა“ განუცხადა რიჩარდ სუონელმა ბიბისი ნიუსს.

„923 ტონა საჭმელი, რომელიც ყოველ წელს იყრება, 23 მილიონ 40 ტონიან სატვირთო მანქანას გაავსებდა. ეს მანქანები მიყოლებით რომ დაალაგო, დედამიწისთვის შვიდჯერ წრის შემოსარტყმელად იქნება საკმარისი.“

აქამდე მიჩნეული იყო, რომ ამ პრობლემას მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში ვხვდებოდით, რადგანაც მომხმარებლები იმაზე მეტ საჭმელს ყიდულობდნენ, ვიდრე ჭამა შეეძლოთ, მაგრამ ამ კვლევამ მიაგნო საჭმლის ხარჯვას დედამიწის თითოეულ წერტილში.“

კვლევას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ დაადგინოს განსხვავებები ამ პრობლემასთან დაკავშირებით მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში. მაგალითად, მოხსენება ვერ ანსხვავებს საჭმლის გამიზნულ და შემთხვევით გაფუჭებას შორის რა კავშირია.

„ამ საკითხისთვის საკმარისად კარგად არ შეგვიხედავს, მაგრამ ღარიბ ქვეყნებში ცივი ჯაჭვი ბოლომდე არაა უზრუნველყოფილი ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.“ მარტინა ოტომ განუცხადა ბიბისი ნიუსს.

ინფორმაცია იმის განსასხვავებლად, თუ საჭმლის რა ნაწილი იყრებოდა მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში იყო ხელმისაწვდომი. ღარიბ ქვეყნებში სავარაუდოდ ნაკლებად იყრება,  მაგრამ მაინც, ფაქტია, რომ მსოფლიო უბრალოდ ყრის რესურსებს, რომლებიც საკვების დასამზადებლად გამოიყენება.

მომავალ კლიმატის და ბიომრავალფეროვნების სამიტებზე ინგერ ანდერსენის ორგანიზაცია ეცდება, რომ ქვეყნები დაითანხმოთ საჭმლის გადაყრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს რიცხვი გაანახევრონ 2030 წლისთვის.

„თუ სერიოზულად გვინდა დავუპირისპირდებეთ კლიმატის ცვლილებას, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას და გარემოს დაბინძურებას, ბიზნესებმა, მთავრობებმა და მოქალაქეებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა შეიტანონ თავიანთ წილი საჭმლის გადაყრის შემცირებაში.“-  ამბობს იგი.

რიჩარდ სუონელმა დაამატა, რომ საჭმლის გადაყრა პასუხისმგებელია სასათბობე აირების 8-10%-ზე – ამ ნიშნულს დღეს მხოლოდ ორი ქვეყანა უსწრებს“

როგორ შევამციროთ საჭმლის გადაყრა:

  • სწორად დაგეგმეთ თქვენი პორციები და იყიდეთ პროდუქტები.
  • დაუწიეთ თქვენი მაცივრის ტემპერატურას. საშუალო მაცრივრის ტემპერატურა 7 გრადუსია, როცა იგი 5 გრადუსზე ნაკლები უნდა იყოს.
  • დააკვირდით იარლიყებს – ვარგისია კონკრეტულ თარიღამდე ნიშნავს, რომ ამის შემდეგ პროდუქტი აღარაა საკვებად ვარგისი, რამდენად კარგადაც არ უნდა გამოიყურებოდეს. თუ ეს თარიღი ახლოვდება და პროდუქტის გამოყენებას ჯერაც არ აპირებთ, გაყინეთ იგი. ამისგან განსხვავებით, უმჯობესია კონრეტულ თარიღამდე, რადგან ეს მხოლოდ პროდუქტის ხარისხს განსაზღვრავს.

ბრიტანეთში საშუალო ოჯახი წელიწადში 700 ფუნტამდე დაზოგავს თუ მხოლოდ იმდენ პროდუქტს იყიდის, რამდენსაც მიირთმევს.

“ლოქდაუნის“ ეფექტი:

იმ ადგილებში, სადაც საჭმელი ნებაყოფლობითად იყრება, კოვიდ-19- მა გვიჩვენა, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ფრთხილმა დაგეგმარებამ, შენახვამ და მომზადებამ საჭმლის გადაყრა 22 %ით შეამცირა 2019 წლის ნიშნულთან შედარებით.

„მუდმივად სახლში ყოფნამ გამოიწვია საკვების მომზადების უფრო ფრთხილი დაგეგმვა, მაგრამ ეს ნიშნული ლოკდაუნის დამთავრებისთანავე აიწევს“

ამის ასაცილებლად, ცნობილი მზარეულები და შეფები შეუერთდნენ კამპანიას საჭმლის გადაყრის წინააღმდეგ.

ბრიტანელი სატელევიზიო მზარეული ნადია ჰუსაინი საკუთარ ინსტაგრამ გამომწერებს სთავაზობს საინტერესო რეცეპტებს ნარჩენებით. იტალიელი რესტორატორი მასიმო ბატურა დაინიშნა ელჩად საჭმლის გადაყრის წინააღმდეგ. იტალიაში მიმდინარე „ლოქდაუნის “ განმავლობაში მისი ოჯახი აწყობდა ონლაინ შოუს, რომელიც ურჩევდა ხალხს დაენახა პოტენციალი ნებისმიერ ინგრედიენტში.

მიუხედავად მილიონობით ტონა გადაყრილი საჭმლისა, 2019 წელს დაახლოებით 690 მილიონი ადამიანი შიმშილობდა. პანდემიის მომდევნო პერიოდში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

მისის ანდერსონმა განაცხადა, რომ საჭმლის გადაყრასთან გამკლავებით, „ჩვენ შევამცირებთ სასათბურე აირებს, შევანელობთ ბუნების განადგურებას, გავზრდით საჭმლის ხელმისაწვდომობას, რის შედეგადაც შევამცირებთ შიმშილობას და დავზოგავთ ფულს საერთაშორისო რეცესიის დროს.“

სტატიაზე მუშაობდა : ლაზარე დალბაშვილი და სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.bbc.com/news/science-environment-56271385?fbclid=IwAR0vPQFG39P8gbAqBfxl56SMwWGjCq6y5FSBZDeQRwThRrYt2V0RqPIOJXU


წინა პოსტი
სიცოცხლე ღია ოკეანეში
შემდეგი პოსტი
ეკომეგობრული ელექტროენეგრია ხვალისთვის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,