ყავის ფასების ზრდა გლობალური დათბობის კიდევ ერთი ნიშანია
- ყავის მოუსავლიანობა ბრაზილიაში წელს ამ პროფუქტზე ფასების რეკორდულ ზრდას გამოიწვევს
- ბრაზილია – არაბიკას ჯიშის ყავის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი მსოფლიოში ბოლო წლების მანძილზე გვალვებისგან სერიოზულ პრობლემებს განიცდის ყავის მოსავლის აღებაში. წელს კი ამას მოულოდნელი ყინვები დაერთო რომლებმაც უმსხვილეს ბრაზილიურ შტატში მოსავლის მესამედი გაანადგურა
- ამერიკის სუპერმარკეტებში ყავის მარცვლების ფასი მოიმატებს
- გლობალური კლიმატური კრიზისი ჩვენს ყოველდღიურობაზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს – უკვე მალე ჩვენი დილა შესაძლოა ყავის გარეშე დაიწყოს
წელს შესაძლოა ყავაში მეტის გადახდა მოგიწიოთ და ამის მიზეზი ნაწილობრივ გლობალური კლიმატური კრიზისია.
IBISWorld-ის პროგნოზით 1 კგ. ყავის ფასი წელს დაახ. 4.44$-ით აიწევს, რაც ამ პროდუქტზე ფესბის ყველაზე დიდი ზრდაა 2014 წლიდან, გვატყობინებს The Guardian-ი. ფასების გაზრდა მასშემდეგ მოხდა, რაც ყავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში, ბრაზილიაში, რომელიც უკვე წლებია საშინელი გვალვებისგან ზარალდებოდა, ტემპერატურის უჩვეულო დაცემა დაფიქსირდა. ამგვარმა მოულოდნელმა აცივებამ მოსავლის მესამედი გაანადგურა.
„ფერმერების უმრავლესობას ასეთი რამ არასოდეს უნახავს“ – განუცხადა The Guardian-ს ინტერვიუში ბრაზილიელმა ექსპატმა და ყავით მოვაჭრემ ანდრე ზელგამ. „ამ მაღლობზე ყინვები ხშირად იცის, მაგრამ ასეთი ძლიერი და ხანგრძლივი სიცივეები არ გვახსოვს. გამიგია რომ ზოგიერთმა ფერმერმა ყველაფერი დაკარგა. მათი ყველა მცენარე გახმა. ახლა ელოდებიან რომ ზოგიერთი ყავის ხე გამოცოცხლდეს. მათ ყველა საარსებო წყარო დაკარგეს.“
აშშ-ში ყველაზე პოპულარული ყავის სახეობები არაბიკას მარცვლებისგან მზადდებიან. ეს საზეობა ტემპერატურის ცვალებადობისადმი განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩევა, რადგან მის გასაზრდელად საუკეთესო პირობებია საჭირო, განმარტა U.S. News & World Report-თან მიცემულ ინტერვიუში ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორმა, მაურისიო გალინდომ.
„არაბიკა მაღალი რისკის ჯგუფშია – ეს ძალიან ნაზი ყავის ხეებია,“ – განახცადა მან. „მათი მოსავლიანობა დამოკიდებულია გარემოპირობებზე, რომლებიც არც ზედმეტად ცივი, არც ზედმეტად თბილი, არც ზედმეტად ნოტიო და არც ზედმეტად მშრალი უნდა იყოს.“
მეცნიერები ვარაუდობენ რომ ასეთი კლიმატური პირობები 2080 წლისთვის გაქრება ყველა რეგიონში (ეთიოპიაში, კენიასა და უგანდაში), სადაც არაბიკას ჯიშის ყავის ხეები ბუნებრივ გარემოში ხარობენ. სხვა მეცნიერები კი გვაფრთხილებენ რომ დიდი ალბათობით ყავის წარმოების გადატანა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოგვიწევს.
წლევანდელი ყავის ფასების ზრდა მოსალოდნელი ცვლილებების წინამორბედია. ბრაზილიური ყავის მწარმოებელი ფერმები უკვე მუშაობენ საგანგებო რეჟიმშო, რომელიც ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი გვალვითაა გამოწვეული, შეგვატყობინა VICE-მა ივლისში. ვინაიდან ბრაზილია ყავის მესამედს აწარმოებს მთელ მსოფლიოში იქაური კლიმატური ცვლილებები დიდ ზეგავლენას ახდენს ყავის საერთო მოსავლიანობაზე.
„ყავას უკვე 50 წელზე მეტია ვზრდი, მაგრამ ისეთი გვალვები როგოებიც ბოლო 2 წლის მანძილზე მოხდა, არ მახსოვს“ – უთხრა VICE-ს ინტერვიუში კრისტინა ვალემ. ის ყავის ფერმერების მესამე თაობის წარმომადგენელია ბრაზილიის ერთ-ერთ უმსხვილეს ყავის მომშენებელ შტათ მინას-ჟეირასში.
გვალვას ანტარკტიდადან შემოსული ჰაერის ცივი ნაკადი ჩაენაცვლა, რომელმაც ყავის ხეები მოყინა კერადო მონტეიროს რეგიონში შტატ მინას-ჟეირასში – იუწყება The Guardian.
წლევანდელი ყავის ფასების ზრდა ასევე დაკავშირებულია ლოგისტიკურ პრობლემებთან, რომლებიც გლობალურმა პანდემიამ გამოიწვია.
„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა“ – განაცხადა ალექს რუბინშტეინმა, საბროკერო კომპანია Coffee & Cocoa-ს მთავარმა რედაქტორმა. „ასეთი იდეალური შტორმი არასოდეს გვქონია. უბრალოდ მოთხოვნა-შემოთავაზების სცენარის ცვლილებებს ვაწყდებოდით. მაგრამ არასოდეს ვყოფილვართ სიტუაციაში, როდესაც მოთხოვნა-შემოთავაზების, ლოგისტიკის, შრომის პირობებისა და გლობალური პანდემიის პრობლემები ერთმანეთს აეწყო.“
ამერიკელებს დიდი ალბათობით გაზრდილ ფასად მოუწევთ ყავის მარცვლების შეძენა, რადგან სწორედ მარცვლების ფასი შეადგენს ყავის სუფთა საფასურის ნახევარს ნებისმიერ ამორიკულ სიპერმარკეტში. მაგრამ კაფეებში მომხმარებლები ამ ცვლილებას ვერ იგრძნობენ, რადგან ყავის მარცვლები 1 ჭიქა ყავის სუფთა ფასის მხოლოდ მესამედს შეადგენს – აცხადებს კარლოს მერა, რომელიც ყავის ფასების ანალიტიკოსია „რაბობანკში“ (Rabobank).
კომპანია Starbucks-მა უკვე განაცხადა რომ ყავის ფასებს არ აწევს, რადგან მათ ყავის 14-თვიანი მარაგი აქვთ.
მართალია წლევანდელი ყავის ფასების ზრდა არ აისახება თქვენი ლატეს საფასურზე საყვარელ კაფეტერიაში, ეს არ ნიშნავს რომ თქვენი დილის ყავის სამომავლო ფასებიც უცვლელი დარჩება.
„კლიმატური ცვლილებების ფონზე ყავა იადონს მაგონებს, რომელიც ნახშირის შახტში მოხვდა“ – განუცხადა U.S. News & World Report-ს ინტერვიუში ყავის სპეციალისტების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა – რიკ რეინჰარდმა. „თუ პლანეტისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელ რისკებზე ფიქრი არ შეგიძლიათ, თქვენი დილის ყავისთვის მოკლე ვადებში მოსალოდნელ რისკებზე მაინც დაფიქრდით. იცოდეთ, დღე უყავოდ უკვე მალე დაგიდგებათ.“
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო : www.ecowatch.com/