იცით, რას სუნთქავთ? Ახალი კვლევა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სამთავრობო მონიტორინგის ქსელის დახვეწის გზებზე.

Თბილისი/პრაღა – საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სამთავრობო მონიტორინგის ქსელი განვითარების სწორ გზაზეა, თუმცა მოქალაქეებსა და მკვლევრებს არ აქვთ სანდო ინფორმაცია  იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საქართველოს ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც არ არის განთავსებული მონიტორინგის სადგური. Ზემოხსენებული საკითხები განხილულია ახალ კვლევაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, “მწვანე პოლუსისა” (საქართველო) და “არნიკას” (ჩეხეთი), გუნდის წევრების მიერ ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის დახმარებით მომზადდა. Ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად თბილისში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის 3774 შემთხვევა ფიქსირდება. 

Საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სამთავრობო მონიტორინგის სისტემის შეფასება (კვლევა ინგლისურ ენაზე)

Საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სამთავრობო მონიტორინგის სისტემის შეფასება (კვლევა ქართულ ენაზე) 

“საქართველო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის განვითარების სწორ გზაზე დგას, სასიხარულოა ადგილობრივი სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგის სადგურების რაოდენობის გაზრდა, ასევე მონაცემთა შეფასებისა და ვერიფიცირების მეთოდოლოგიის შემუშავება, საბოლოოდ კი ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის წარდგენა”, – აცხადებს იახიმ ბრჟეზინა, ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის ჰაერის ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალაქ ბრნოში. კვლევა მომზადდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „TRANSITION” პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. 

Საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამჟამად განთავსებული აქვს 7 ავტომატიზებული სადგური ქვეყნის მასშტაბით (4), თითოეული მათგანი სიდიდით ყველაზე დიდ ქალაქებში. Ჩეხეთში, რომელიც ფართობით დაახლოებით საქართველოს ზომისაა, 200 ავტომატიზებული სადგურია განთავსებული, კატეგორიზაცია კი ამგვარია: ურბანული, სუბურბანული, სასოფლო ზონისა და გზისპირა, ფონური და სამრეწველო ზონის. ეს საშუალებას იძლევა, შეიქმნას სპეციალური რუკები დაბინძურების კონცენტრაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაფასებლად.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ მონაცემები ინტერნეტშია ხელმისაწვდომი, ამავდროულად, დაწესებულია სხვადასხვა დამაბინძურებლისთვის ზღვრული მნიშვნელობა, თუმცა ზოგიერთი მავნე ნივთიერებისთვის არ არსებობს მონაცემთა ბაზა. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ დაუმუშავებელი მონაცემები საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი, 2017 წლის შემდეგ არ არის გამოქვეყნებული წლიური ანგარიში დაბინძურების ანალიზის შესახებ.

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა რეალურ დროში მნიშვნელოვანია, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის პორტალზე არსებულ ანგარიშებში წარმოდგენილი მონაცემები არ არის ვერიფიცირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონაცემთა ვერიფიკაციას სათანადო ყურადღება დაეთმოს.

გიორგი ჯაფარიძის (“მწვანე პოლუსის” დამფუძნებელი) ინფორმაციით, შესაბამის ორგანოებს არ აქვთ ეფექტიანი სტრატეგია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მწვავე შემთხვევებზე რეაგირებისთვის.

სამთავრობო მონიტორინგის შედეგად, დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების (PM) ძალიან მაღალი კონცენტრაცია. ნაწილაკების მცირე ზომიდან გამომდინარე, ნაწილაკებს შეუძლია ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეღწევა და ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა. “სამთავრობო ორგანოებს არ აქვთ გაფრთხილების სისტემა, მაგალითად, რუსთავის მოსახლეობისთვის, როდესაც დაბინძურების დონე და სმოგი საგრძნობლად იმატებს”, – აცხადებს ჯაფარიძე.

ჰაერის ხარისხის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის “მწვანე პოლუსის” გუნდი “არნიკას” მხარდაჭერით აწარმოებს ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის აპარატებს, რომლებიც დროთა განმავლობაში საქართველოში განთავსდება. ამჟამად 20 ასეთი აპარატია დაყენებული თბილისსა და რუსთავში. აპარატები მზადდება საქართველოში, მოხალისეთა ჯგუფის მიერ, რათა შეიქმნას უფრო სრული სურათი იმის შესახებ, თუ რას ვსუნთქავთ.

 

წყაროები:

  1. Საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სამთავრობო მონიტორინგის სისტემის შეფასება 
  2. Ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (2002): ჰაერის დაბინძურების მონაცემთა ბაზა
  3. Ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (2021): დამაბინძურებელთა ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
  4. Ატმოსფერული Ჰაერის ხარისხის ამჟამინდელი მონიტორინგი საქართველოში

 

“არნიკა” 2001 წელს დაფუძნებული ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა. Მისი მიზანია, დაიცვას ბუნება და ჯანსაღი გარემო მომავალი თაობებისთვის. Ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით ადვოკატირების კამპანიებს ნარჩენებისა და საშიში ნივთიერებების დაბინძურების შემცირების, მდინარეების დაცვისა და მოქალაქეთა უფლებების, თავისუფალი ნების დაცვის შესახებ. Დამატებით ინფორმაციას “არნიკას” შესახებ აქ იპოვით.

“მწვანე პოლუსი” საქართველოში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო მოძრაობის “ჩემი ქალაქი მკლავს” საფუძველზე შეიქმნა. Ორგანიზაციის მიზანია, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის პროცესში, ამჟამად მუშაობის ძირითადი არეალი თბილისია. Დამატებით ინფორმაციას “მწვანე პოლუსის” შესახებ აქ იპოვით.

 

6 ოქტომბერი 2023 წელი.