პლასტიტარი: ტარისა და მიკროპლასტმასის ნაზავი დაბინძურების ახალი ფორმაა, ამბობენ მეცნიერები
- მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი დამაბინძურებელი, რომელსაც პლასტიტარი შეარქვეს.
- ის ოკეანეში ჩაღვრილი ნავთობის ნარჩენებისა და პლასტმასის მიქსია.
- ამ მიქსმა შეიძლება ტოქსიკური ნივთერებები გაჟონოს, რაც ძალიან სახიფათოა ადგილობრივი ფლორისა და ფაუნისთვის.
მკვლევარებმა კანარის კუნძულებზე გამოიგონეს ტერმინი საზღვაო დაბინძურების ახალი ტიპისთვის, რომელიც მათი თქმით, შესაძლოა ოკეანეებში ტოქსიკური ქიმიკატების გაჟონვის წყარო იყოს.
მკვლევართა ჯგუფმა ნივთიერება კანარის კუნძულ ტენერიფეს სანაპიროს დათვალიერებისას აღმოაჩინეს. წმინდა წყლის ფონზე, რომლებიც Playa Grande-ს ეფინებოდა, ისინი ამჩნევდნენ გამაგრებული ტარის გროვებს, რომლებზეც პაწაწინა, ფერადი პლასტმასის ფრაგმენტები იყო მიმოფანტული.
მათ მალევე გააცნობიერეს, რომ ტარისა და მიკროპლასტმასის ეს კომბინაცია – რასაც მოგვიანოდ “პლასტიტარი” უწოდეს არ ჰგავდა არც ერთ სხვა პლასტმასის დამაბინძურებელს.
„გარემოში პლასტმასის არსებობა აღარ შემოიფარგლება მიკროპლასტმასით ან ზღვაში მოტივტივე ბოთლით“ – განაცხადა ანალიტიკური ქიმიის ასოცირებულმა პროფესორმა ლა ლაგუნას უნივერსიტეტში, ტენერიფეში, ხავიერ ერნანდეს ბორხესმა; ადამიანმა, რომელმაც ტერმინი „პლასტიტარი“ შექმნა. „ახლა ის წარმოშობს ახალ ნაერთს, რომელიც, ორ დამაბინძურებელს აერთიანებს“.
ახალი ნივთიერების აღმოჩენიდან ორი წლის შემდეგ, დაიბეჭდა კვლევა, რომელიც მას სანაპიროს გარემოსთვის “გამოუკვლეველ საფრთხეს” უის ემატება პლასტმასისგან წარმოქმნილი საზღვაო დაბინძურების მზარდ სიას, დაწყებული პიროპლასტიკებიდან, იგივე მდნარი პლასტმასიდან, რომელიც იძენს პატარა ქანების სახეს, დასრულებული პლასტიგლომერატებით, რომლებიც წარმოიქმნება გამდნარი პლასტმასის, პლაჟის ნალექისა და ბაზალტის ლავის ფრაგმენტების კომბინაციის შედეგად.
რაც შეეხება პლასტიტარს, მისი ფორმირების პროცესი მარტივია: როცა ოკეანეში ჩაღვრილი ნავთობის ნარჩენები ორთქლდება, იფიტება და ნაპირზე ირეცხება, რაც ეკვრის კანარის კუნძულების კლდოვან სანაპიროებს. “ის მოქმედებს როგორც Play-Doh”, – თქვა ერნანდეს ბორხესმა. „როცა ტალღები, რომლებიც ატარებენ მიკროპლასტიკს ან ზღვის სხვა ნამსხვრევებს, ეჯახებიან კლდეებს, ეს ნამსხვრევები ტარს ეკვრის.
რაც დრო გადის, ფორმირება მყარდება. ყველაფერი, დაწყებული გადაყრილი სათევზაო ხელსაწყოების პლასტმასის ნაწილებიდან, პოლიესტერისა და ნეილონის ნარჩენებით დამთავრებული ყველაფერი ტარს ერწყმის.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს პლასტიტარი კანარის რამდენიმე კუნძულის, მათ შორის ელ იეროსა და ლანზაროტეს სანაპიროებზე. იგი ფართოდ იყო გავრცელებული და ერთ შემთხვევაში იმ ტერიტორიის ნახევარზე მეტს მოიცავდა, რასაც იკვლევდნენ. გუნდმა მისი იქ არსებობა დაუკავშირა არქიპელაგის მდებარეობას ნავთობის ტანკერების გადაზიდვის მთავარი მარშრუტის გასწვრივ, თუმცა ეჭვი არ ეპარებათ, რომ პლასტიტარი მთელ მსოფლიოში არსებობს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ის დიდი ალბათობით გვხვდება იქ, სადაც ხედავთ ტარის ამ კომბინაციას – რომელიც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენაა სანაპიროებზე“ – თქვა ერნანდეს ბორხესმა.
მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა მეტი კვლევა ჩატარდეს პლასტიტარის გარემოზე ზემოქმედების დასადასტურებლად, მკვლევრები თვლიან, რომ ნახშირწყალბადებისა და მიკროპლასტმასის კომბინაცია პოტენციურად გულისხმობს ტოქსიკური ქიმიკატების გაჟონვას, რაც სასიკვდილო აღმოჩნდეს ისეთი ორგანიზმებისთვის, როგორიც წყალმცენარეებია.
”რაღაც გზით, ეს შეიძლება ბლოკავს და აფერხებს ეკოსისტემის განვითარებას,” – თქვა ერნანდეს ბორხესმა.
აღმოჩენა ასახავს ამომავალი გლობალური პლასტიკური ციკლის სურათს, სადაც პლასტიკი გადაადგილდება ატმოსფეროში, ოკეანეებსა და მიწაზე მსგავსად ისეთი ბუნებრივი პროცესებისა, როგორიცაა ნახშირბადის ციკლი.
“არსებობენ მკვლევრები, რომლებიც საუბრობენ პლასტმასის გავრცელებასა და გავლენებზე, რომელსაც შეუძლია სხვაგვარად იმოქმედოს ჩვენს გარემოზე”, – თქვა ერნანდეს ბორხესმა. ”ასე რომ, თუ პლასტმასი წარმოშობს სხვა წარმონაქმნებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.”
სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და ლიზი უგულავა
წყარო : www.theguardian.com