GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

პესტიციდების შერევა იმაზე მეტ ფუტკარს კლავს, ვიდრე გვგონია

Homepage შემეცნებითი პესტიციდების შერევა იმაზე მეტ ფუტკარს კლავს, ვიდრე გვგონია
შემეცნებითი

პესტიციდების შერევა იმაზე მეტ ფუტკარს კლავს, ვიდრე გვგონია

სექტემბერი 11, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1055 ნახვა
ნახვები : 78
  • მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლია 90 ექსპერიმენტი პესტიციდების გამოყენების, პარაზიტებისა და მწერების კვებითი რაციონის შესახებ. შედეგად დადგინდა, რომ პესტიციდების ნარევების გამოყენება განსაკუთრებით საზიანოა დამამტვერიანებლებისთვის.
  • ,,რამდენიმე აგროქიმიკატის ნარევი განსაკუთრებით ზრდის ფუტკრების სიკვდილიანობის მაჩვენებელს“ – ამბობს კვლევის მთავარი მეცნიერი ჰარი სივიტერი.
  • მსგავსი ანგროპოგენური სტრესორების ხანგრძლივი გამოყენება გამოიწვევს ფუტკრების რაოდენობის შემცირებას და მათი, როგორც დამამტვერიანებლების, მუშაობის ხარისხის გაუარესებას.

 

დღესდღეობით უკვე აშკარაა, რომ დამამტვერიანებლები საფრთხის ქვეშ არიან. 2019 წელს ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მწერების პოპულაცია განახევრდა 1970 წლიდან დღემდე, მწერების სახეობების 41% კი გადაშენების რისკის წინაშე დგას. აგრეთვე, ექვსიდან ერთი ფუტკრის სახეობა ლოკალურად გადაშენდა გავრცელების მინიმუმ ერთ მცირე არეალზე.

რა კავშირშია ერთმანეთთან ის საფრთხეები, რომლებიც დამამტვერიანებლებს ემუქრება? ამის დასადგენად მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლია 90 ექსპერიმენტი პესტიციდების გამოყენების, პარაზიტებისა და მწერების კვებითი რაციონის შესახებ. შედეგად დადგინდა, რომ პესტიციდების ნარევების გამოყენება განსაკუთრებით საზიანოა დამამტვერიანებლებისთვის.

,,რამდენიმე აგროქიმიკატის ნარევი განსაკუთრებით ზრდის ფუტკრების სიკვდილიანობის მაჩვენებელს“ – ამბობს კვლევის მთავარი მეცნიერი ჰარი სივიტერი, ტეხასის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

სივიტერმა ახსნა, თუ რატომ გაამახვილეს ყურადღება პესტიციდების შერევაზე: ,,თუ პესტიციდის ერთი ტიპი თაფლის მწარმოებელი ფუტკრების 10%-ს კლავს, ხოლო მეორე ტიპი იმავე სახეობის დამატებით 10%, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ორივე მათგანის შერევის შემთხვევაში ფუტკრების 20% დაიხოცება, თუმცა ნარევი ზრდის პესტიციდების ზემოქმედებას და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30-40%-ს აღწევს“.

მკვლევრების ასეთი დასკვნის შემდეგ ნათელი გახდა, რომ აშშ-ში პესტიციდების გამოყენების რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს ასეთი ფაქტების აღკვეთას. რეკომენდაცია არის, რომ არა მხოლოდ ინდივიდუალური პესტიციდები, არამედ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ყველაზე ხშირად გამოყენებული პესტიციდების ნარევების შემოწმდეს.

,,მსგავსი ანგროპოგენური სტრესორების ხანგრძლივი გამოყენება გამოიწვევს ფუტკრების რაოდენობის შემცირებას და მათი, როგორც დამამტვერიანებლების, მუშაობის ხარისხის გაუარესებას, რაც ძალიან დიდ ნეგატიურ ზეგავლენას გამოიწვევს ადამიანებსა და სრულიად ეკოსისტემებზე“.

ზემოხსენებულმა კვლევამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ პარაზიტები და არასაკმარი კვებაც საფრთხეს უქმნის ფუტკრების პოპულაციას, თუმცა ეს მხოლოდ პესტიციდებთან დაკავშირებული მწვავე პრობლემის დამატებითი ფაქტორებია.

ადამ ჯ. ვანბერგენი, სოფლის მეურნეობის, კვებისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელიც არ იყო ამ კვლევაში ჩართული, გამოცემა ,,Nature”-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ სამომავლოდ მკვლევრების ჯგუფი შეისწავლის ამავე პესტიციდების გავლენას დამამტვერიანებლების გადაშენების სხვა გამომწვევ მიზეზებზეც, მათ შორის ჰაბიტატის დაკარგვაზე, ატმოსფეროს დაბინძურებასა და კლიმტურ კრიზისზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
საფრანგეთს ხმაურით დაბინძურება წელიწადში 156 მილიარდი ევრო უჯდება
შემდეგი პოსტი
“ავტოინდუსტრიის მომავალი ელექტროა და დამზადებულია ამერიკაში”: ბაიდენს სურს 2030 წლისთვის ახალი ავტომობილების ნახევარი იყოს ელექტრო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,