GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ნავთობის ინდუსტრიამ 50 წლის განმავლობაში იცოდა წიაღისეულის წვის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ

Homepage მსოფლიო ნავთობის ინდუსტრიამ 50 წლის განმავლობაში იცოდა წიაღისეულის წვის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ
მსოფლიო

ნავთობის ინდუსტრიამ 50 წლის განმავლობაში იცოდა წიაღისეულის წვის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ

აპრილი 22, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
837 ნახვა
ნახვები : 52

ბრიტანული გამოცემა ,,Guardian”-ის მიხედვით, ნავთობის ინდუსტრიამ იცოდა წიაღისეულის წვის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მოპოვებულ მტკიცებულებებში ნაჩვენებია ნავთობმომპოვებელი კომპანიების მიერ სუფთა ჰაერის რეგულაციების წინააღმდეგ ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელებმა იცოდნენ დაბინძურებული ჰაერის ისეთი შედეგების შესახებ, როგორებიცაა ასთმა და ჩვილ ბავშვთა განვითარების შეფერხება.

ნავთობის მწარმოებლები დიდი ოდენობის თანხას ხარჯავდნენ დეზინფორმაციის კამპანიების წარმართვაში, რათა კავშირი წიაღისეულის წვასა და ჯანმრთელობის ზიანს შორის ეჭვქვეშ დამდგარიყო. უახლესი გამოკვლევების მიხედვით, წიაღისეულის წვა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ყოველწლიურ 4.5 მილიონ გარდაცვალებასა და აშშ-ში 2.9 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ ზარალზე.

უამრავი ისტორიული დოკუმენტის შესწავლით დადგინდა, რომ ,,ექსონის“ შვილობილმა კომპანიამ ,,Imperial Oil”-მა ჯერ კიდევ 1967 წელს იცოდა, რომ მრეწველობის ამ დარგს დიდი წვლილი შეაქვს გარემოს დაბინძურების პროცესში. 1980 წელს იგი უკვე იკვლევდა მის თანამშრომელთა ახალდაბადებულ შვილებში განვითარების დარღვევის შემთხვევებს.

კიდევ ერთი მსხვილი მწარმოებელი, კომპანია ,,Shell“, 1968 წელს მივიდა დასკვნამდე, რომ ავტომობილები ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, დაბინძრებული გარემო კი სასუნთქი სისტემების ქრონიკულ დაავადებებს იწვევს.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა მკვლევრებმა და მეცნიერებმა ეს პრობლემა საზოგადოებრივი განხილვის საგნად აქციეს, რაც კიდევ უფრო მეტი ყურადღების საგანი გახდა 1990-იან წლებში მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევა ჰაერის დაბინძურების გულის დაავადებებთან და ფილტვის სიმსივნესთან კავშირის შესახებ, ნავთობმწარმოებელმა კომპანიებმა მალევე დაიწყეს კვლევის შედეგების უარყოფა.

კაროლ მაფეტი, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი,  ,,Guaridan”-თან საუბრისას ამბობს: ,,საწვავის მწარმოებელი ინდუსტრია მიზანმიმართულად იწვევდა გაურკვევლობასა და აზრთა სხვადასხვაობას, რათა ბიზნესი ჩვეულ რიტმში წარმართულიყო. ინდუსტრია თანამშრომლობდა ისეთ ჯგუფებთან, როგორიცაა თამბაქოს მწარმოებლები“.

დღემდე მსხვილი მწარმოებლები აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას ჰაერის დაბინძურების, კლიმატის ცვლილებისა და მსგავსი ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ.

,,ჩვენ ვნახეთ ინდუსტრიის თავდასხმა იმ კვლევებსა და ფაქტებზე, რომელთა შესახებაც უკვე დეკადებია ვიცით“, – ამბობს კერტ დეივისი, კლიმატური გამოძიების ცენტრის დირექტორი.

ეს მხოლოდ ბოლოდროინდელი გამოძიებებია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს ნავთობის ინდუსტრია კლიმატის დასაცავად მიმართული რეგულაციების თავიდან აცილებას. ,,HuffPost”-ის კვლევის მიხედვით, კომპანია ,,Shell” აპირებს დაბლოკოს ამერიკული კომპანიების მიერ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული რეგულაციები.

კიდევ ერთი გამოძიება ორგანიზაცია ,,გრინპისის“ მიერ მოწმობს, რომ კომპანია ,,BP”-მ მიმართა მილიონობით დოლარი, რომელიც ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებისათვის იყო განკუთვნილი, გარემოს დამაბინძრებელი ენერგიის წარმოებისკენ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : https://www.greenqueen.com.hk/oil-industry-knew-health-damage-fossil-fuel-burning-for-50-years-investigation-finds/?fbclid=IwAR0Co_eMYZwvq3Mhh1E_tfvcU_84pUd7gRfEKTBsnPyEO5kld-J6TjW5kOk


წინა პოსტი
2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ზაფხულის ხანგრძლივობა შეიძლება ნახევარ წლამდე გაიზარდოს
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურების მზარდი მაჩვენებელი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მოზარდებში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,