GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილებამ შესაძლოა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბოს განახლებადი ენერგიის ალტერნატივების გარეშე

Homepage მსოფლიო მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილებამ შესაძლოა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბოს განახლებადი ენერგიის ალტერნატივების გარეშე
მსოფლიო

მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილებამ შესაძლოა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბოს განახლებადი ენერგიის ალტერნატივების გარეშე

აპრილი 19, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
737 ნახვა
ნახვები : 73

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიოში ნავთობის მოთხოვნილებამ მომდევნო 2 წლის განმავლობაში შესაძლოა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბოს სამთავრობო რეგულაციების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, ნავთობზე მოთხოვნილება დღეში 9 მილიონ ბარელამდე დაეცა, ამ რესურსზე მოთხოვნის მომატებამ, განსაკუთრებით აზიის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, შესაძლოა მაჩვენებელი დღეში 100 მილიონ ბარელამდე აიყვანოს 2023 წლის დასაწყისამდე.

დასკვნა მომდინარეობს ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კვლევისგან, რომლის მიხედვითაც ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპი 2021 წელს დაფიქსირდება იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის გამოყენება განახლებადი ენერგიის წყაროებით არ ჩანაცვლდება.

დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით მთავრობების მცდელობა მწვანე ეკონომიკის შექმნისა ვერ აღწევს 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდელ დონესაც კი.

მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა დღეში 5.5 მილიონი ბარელით გაიზარდოს, რაც ზრდის ტემპის რეკორდული მაჩვენებელია, და დღიურმა მოთხოვნამ 96.6 მილიონ ბარელს მიაღწიოს.

სააგენტოს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა 2026 წლამდე ზრდას განაგრძობს და დღეში 104 მილიონ ბარელს მიაღწევს. დროის ეს პერიოდი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სწორი ზომების მისაღებად.

,,კორონავირუსის პანდემიად საგრძნობლად შეამცირა ნავთობზე მოთხოვნილება, თუმცა ცვლილება ხანგრძლივი არ იყო“, – ამბობს ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ფატი ბიროლი.

სააგენტოს ანალიზის მიხედვით, რომელსაც სხვადასხვა მთავრობა ენერგეტიკული პოლიტიკის გასატარებლად იყენებს, საავიაციო ნავთობზე მოთხოვნილებაც კი, რომელიც ყველაზე მეტად შემცირდა კორონავირუსის გავრცელების  პირობებში, მალე პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

თუმცა სამსახურეობრივი შეხვედრებისა და კონფერენციების ონლაინ რეჟიმში ჩატარებამ, ასევე ხარჯების შემცირების კორპორაციულმა ძალისხმევამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს საერთაშორისო მოგზაურობის ტენდენციები.

პანდემიის შედეგად სამსახურეობრივი და სამგზავრო ჩვეულებების ცვლილებამ, ამასთან განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიურმა პროგრესმა მრავალი ენერგეტიკოსი დაარწმუნა, რომ ნავთობზე მოთხოვნილება პანდემიამდელ მაჩვენებელს არასდროს დაუბრუნდებოდა, მათ შორის კომპანია BP, რომლის წარმომადგენელთა აზრით, მოთხოვნა სრულყოფილად ვერასდროს აღდგებოდა.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ემხრობა მოსაზრებას, რომ განვითარებულ ქვეყნებზე ნავთობზე მოთხოვნა მართლაც ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ მაჩვენებელს სრულად ელექტრო ავტომობილებისა და მსგავსი ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობის დამსახურებით.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით ნავთობის მომთხოვნი ქვეყნების 90% აზიის კონტინენტიდან იქნება, თუმცა მოთხოვნის ზრდის ტემპი შედარებით დაბალი იქნება.

,,ნავთობის განახლებადი ენერგიით მწყობრი ჩანაცვლება აუცილებელია კლიმატური პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა ეს მოითხოვს მთავრობებისგან სწორ პოლიტიკასა და ცვლილებებს. ამ ყველაფრის გარეშე მოთხოვნა 2026 წლამდე ზრდას გააგრძელებს“, – განაცხადა ბიროლმა.

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : https://amp.theguardian.com/business/2021/mar/17/global-oil-demand-could-exceed-pre-covid-levels-without-clean-energy-moves?fbclid=IwAR0LoWCoPTuoZbBjl5X9R7HaAskuOGlJDeyV1eaC7Y8aPfrkwEalh8z_Qoc


წინა პოსტი
ხელოვნურ განათებას დღისითაც აქვს გავლენა მცენარეების დამტვერვაზე
შემდეგი პოსტი
მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი პოლიეთილისგან, რომელიც შეამცირებს პლასტმასისგან დაბინძურებას და გახდის უფრო მდგრადს მოდის ინდუსტრიას.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,