GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მსოფლიო მასშტაბით მდინარეების ნახევარზე მეტი ადამიანური საქმიანობის შედეგად დაბინძურდა.

Homepage მსოფლიო მსოფლიო მასშტაბით მდინარეების ნახევარზე მეტი ადამიანური საქმიანობის შედეგად დაბინძურდა.
მსოფლიო, შემეცნებითი

მსოფლიო მასშტაბით მდინარეების ნახევარზე მეტი ადამიანური საქმიანობის შედეგად დაბინძურდა.

მაისი 9, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
388 ნახვა

ბუნების მოყვარულთათვის ცხოველების ხილვა მდინარეებში ერთ-ერთი საყვარელი სანახაობაა, თუმცა ამ ცხოველებისთვის სიცოცხლის საშუალოდ ნახევარზე მეტი დამძიმებულია ადამინათა ქმედებების გამო, ამის შესახებ „ბიბისი“ ერთ-ერთი უახლესი კვლევით გვამცნობს.

კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში, შეისწავლეს რა 2,500 მდინარე მსოფლიო მასშტაბით.

კვლევის შედეგად დასაბუთდა, რომ საუკუნეების განმავლობაში ადამიანები სხვადასხვა საქმიანობით, მათ შორის გადაჭარბებული თევზჭერა, წყლის დაბინძურება, ვნებდნენ გარემოს. კლიმატური ცვლილებები სასიცოცხლო პრობლემებს უქმნის ცხოველებსა და წყლის ბინადრებს. მხოლოდ მდინარეების 14%-მა შეძლო ამ დაბინძურებისგან „თავის დაღწევა”.

ყველაზე მეტად დაბინძურების ცხელ წერტილს წარმოადგენს ის ტერიტორიები, რომლებიც მჭიდროდაა დასახლებული, მათ შორის დასავლეთ ევროპა და ჩრდლოეთ ამერიკა. დაბინძურებით გამოირჩევა მდინარე ტემზაც, რომელიც ლონდონში მიედინება.

„ჩვენ არ ვაფასებთ იმას, რასაც უნდა ვაფასებდეთ”

ფრენკი მეი, რომელიც დიდ ბრიტანეთში გარემოს დამცველი აქტივისტებისა და ახალგაზრული კლიმატის კოალიციის სახელით იბრძვის, რეალურად იმედგაცრუებული აღმოჩნდა ამ კვლევის მონაცემების გაცნობის შემდეგ.

„კვლევა გვიჩვენებს, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრები, არ ვაფასებთ იმას, რასაც უნდა ვაფასებდეთ, რაც საბოლოოდ იწვევს კლიმატურ პრობლემებსა და კრიზისს”. ფრენკი 25 წლისაა და ექსეტერში ცხოვრობს, ერთ-ერთ რადიო გადაცემაში ის ყვება: „ჩვენ დღითიდღე ვკარგავთ ბუნებას, ცხოველთა უნიკალურ სახეობებს, ვკარგავთ ჩვენს კავშირს გარემოსთან”.

„

განვლილმა წელმა ცხადად გვიჩვენა, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს საკუთარმა ქმედებებმა გარემოსთან მიმართებით“.

რეალურად მდიანრეებსა და ტბებს პლანეტის მხოლოდ 1% უჭირავთ, მიუხედავად ამისა, მათი არსებობა ეკოსისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მდინარეები და ტბები წარმოქმნის საკვებს მილიონობით ცოცხალი ორგანიზმისთვის, აგრეთვე ამარაგებს პლანეტას სუფთა წყლით.

სწორედ ამ მიზეზების გამო ტბებისა და მდინარეების დაბინძურების პრევენცია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და, ფრენკის აზრით, მის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ.

„წყალი ის ფუნდამენტური ელემენტია, რომელზეც ჩვენი ცხოვრებაა დამოკიდებული. ჩვენ მარტივად ვიღებთ გაფილტრულ ონკანის წყალს და საერთოდ არ ვაანალიზებთ, თუ რას ვკარგავთ, როდესაც წყლის მარაგს არ ვუფრთხილდებით“.

„მდინარეები დიდი ბრიტანეთში მხოლოდ საზღვრებს როდი წარმოადგენს, ისინი პირდაპირ გვაკავშირებს ჩვენ, ადამიანებს, ბუნებასთან“.

„ეს არის სისტემური კავშირი  ველურ ბუნებასთან, მცენარეებთან, წყალთან. ფერმები, ქალაქები, სოფლები – ეს ყველაფერი სწორედ მათი მეშვეობით საზრდოობს.“

ამ კვლევაში შესწავლილია 10,682 თევზის სახეობა, რომელთაგან 170 სახეობა გადაშენდა. ეს დანაკლისი დედამიწისთვის შეუფასებელია.  მტკნარი წყლის ბინადართა სახეობების 23% კი გადაშენების პირას არის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ისინიც მათ გზას დაადგებიან.

თუმცა ფრენკი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ეს დაბინძურება არ არის ინდივიდუალური, ცალკეული პიროვნებების დანაშაული: „ძალიან მარტივია დაადანაშაულო ერთი ადამიანი, როდესაც დაინახავ, თუ როგორ ტივტივებს წყალში, მაგალითად, ჩიფსების შეკვრა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ყველაფრს ბევრად კომპლექსური მიზეზი აქვს“.

„განვითარებული მოვლენები ყველაფერს ცვლის, ანადგურებს ეკოსისტემასა და მასთან მოპყრობის წესებს. თუ მდინარის განადგურებას არ შევუშალეთ ხელი, ერთ დღესაც ის გაქრება და მას ვეღარაფერი აღადგენს“.

იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მდინარეებში სისუფთავე და ჯანსაღი გარემო, ფრენკი გვთავაზობს, რომ წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ კონკრეტულმა სახელმწიფომ, არამედ ნებისმიერი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

„ჩვენ უნდა შევიმუშავოთ ისეთი ბერკეტი, რომლებიც გააკონტროლებს დიდ საწარმოებს, კომპანიებსა და ქვეყნებს, რომელთა ქმედებებიც იწვევს მდინარის მოწამვლასა და სასიცოცხლო პირობების შეზღუდვას“.

„ჩემი პირადი მოსაზრებით, ჩვენ უნდა ავაგოთ ისეთი „ურთიერთობა“ მდინარეებთან, რაც ხელს შეუწყობს მათ სისუფთავესა და ხელახლა მისცემს სახეობებს გამრავლების საშუალებას. ამგვარად შევძლებთ იმ დანაკლისის ანაზღაურებას, რაც სახეობათა გადაშენებამ გამოიწვია“.

აგრეთვე, ფრენკი ფიქრობს, რომ ადამიანებმა უნდა შევწყვიტოთ ან გავაკონტროლოთ სხვათა  ქმედებები, რომლებიც გარემოს აზიანებს, მათ შორის ისეთები, როგორიცაა გამოყენებული პოლიეთილენის პარკებისა და სხვა ნივთების მდინარეებში ჩაყრა.

ფრენკის მიხედვით, ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ მდინარეებს, ის მოიცავს აგრეთვე ისეთ ფართო სისტემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და სათბურის აირების წარმოშობა.

ფრენკი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მომავალს იმედის თვალით შეჰყურებს: „მე დიდი დრო დავუთმე კორნუოლში მდინარეების შესწავლას, საბედნიეროდ, იქ წყლის სისუფთავე გაუმჯობესებულია ბოლო წლებთან შედარებით“.

„თუმცა, აგრეთვე, ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ბუნების გადასარჩენად“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნინი თოიძე

 

ნახვები : 92 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
რომელ ქვეყნები ლიდერობენ ელექტრომობილების ბაზარზე?
შემდეგი პოსტი
სოფლის მოსახლეობას შეშის ყიდვა ე.წ. „საქმიან ეზოებში” მოუწევს – ახალი წესი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,