GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მოდის სახლი ვალენტინო კურდღლის ბეწვს წარმოებიდან იღებს

Homepage მსოფლიო მოდის სახლი ვალენტინო კურდღლის ბეწვს წარმოებიდან იღებს
მსოფლიო

მოდის სახლი ვალენტინო კურდღლის ბეწვს წარმოებიდან იღებს

აგვისტო 18, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
796 ნახვა
ნახვები : 56

ვალენეტინო ერთ-ერთი პირველი მოდის სახლია, რომელიც უარს აცხადებს ანგორას შალის გამოყენებაზე, რომელიც  კურდღლის ერთ-ერთი ჯიშის, ე.წ. ანგორას კურდღლის სხეულის სხვადასხვა ადგილებიდან ამოგლეჯილი ბეწვისგან მზადდება.

 

  • 2013 წელს ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ PETA აზიის ქვეყნებში ჩაატარა გამოძიება, რომლის თანახმადაც აღმოჩნდა, რომ ჩინეთის ანგორას ფერმებში ანგორას კურდღლების “შემზარავი წამება“ „ჩვეულ პრაქტიკას“ წარმოადგენდა.
  • ფერმერები, რომლებსაც აგორას კურდღლები ჰყავთ მოშენებული, კურდღლებს გაპარსვის ნაცვლად ბეწვს პირდაპირ კანიდან აგლეჯენ, რათა უფრო გრძელი ბეწვი უფრო ძვირად გაყიდონ.
  • 2016 წელს, ფრანგულმა ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ „ერთი ხმა/ One Voice“ გაასაჯაროვა ექვსთვიანი კვლევის შედეგად მოპოვებული მასალები ექვსი სხვადასხვა ფერმიდან. Independent-ი წერდა „შოკისმომგვრელი“ კადრებზე,  საიდანაც ირკვეოდა, რომ კურდღლები „ტკივილისაგან განუწყვეტლივ კიოდნენ“.
  • Burberry-მ, Gucci-მ, Calvin Klein-მა და Tommy Hilfiger-მა ამჟამად უკვე აკრძალეს ანგორას პროდუქტების გამოყენება.

ვალენტინოს მაღალი მოდის მსოფლიოს სახლი აცხადებს, რომ მომავალში აღარ გამოიყენებს ანგორას კურდღლისაგან წარმოებულ ბეწვს. ანგორას კურდღლის ფერმებიდან გამოვლინდა მრავალი ფაქტი, რომელიც ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე მიუთითებს.

ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ PETA ვალენტინოს წარმომადგენელს ჰკითხა ანგორას შალის გამოყენების შესახებ,  რომელიც ანგორას ჯიშის კურდღლის ბეწვისგან დამზადებული ურბილესი ქსოვილია.

მოდის სახლმა დაადასტურა, რომ 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში ანგორას ბეწვს აღარ გამოიყენებენ.

ვალენტინო 1960 წელს დაარსდა და ანგორას იყენებდა სვიტერების, ტოპების, კეპების დასამზადებლად. ვალენტინოს ლოგოიანი კეპი, რომელშიც აგორას შალია გამოყენებული, €2,500 ევრო ღირს.

PETA მოხარულია ვალენტინოს ამ გადაწყვეტილებით და აცხადებს: „მოდის სამყაროს მომავალი არის ისეთი მასალა, რომლის დამზადებასაც ცხოველის ტანჯვა ან სიკდვილი არ მოჰყვება“.

მაისში ვალენტინომ თქვა, რომ მისი ყველა მომავალი კოლექციიდან აპირებდა ბეწვის ამოღებას.

ვალენტინოს გენერალური დირექტორის, ჯაკოფო ვენტურინის თქმით,“ბეწვისგან თავისუფალი (fur-free) სამოსის დამზადების პოზიცია სრულყოფილად ესადაგება ჩვენი კომპანიის ღირებულებებს”.

„ამავდროულად, ვცდილობთ, მომავალი კოლექციებისათვის მაქსიმალურად მოვიძიოთ ალტერნატიული ნედლეული, რაც სამომავლოდ გარემოს დაცვის ჭრილში უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს“.

 

ანგორას შალი

მოდის ინდუსტრიას აკრიტიკებენ ანგორას ჯიშის კურდღლის ამგვარი მოპყრობის გამო, რომელიც შინაური კურდღლის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია.

ფერმერები, რომლებსაც აგორას კურდღლები ჰყავთ მოშენებული, კურდღლებს გაპარსვის ნაცვლად ბეწვს პირდაპირ კანიდან აგლეჯენ, რათა უფრო გრძელი ბეწვი უფრო ძვირად გაყიდონ.

2016 წელს, ფრანგულმა ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ „ერთი ხმა/ One Voice“ გაასაჯაროვა ექვსთვიანი კვლევის შედეგად მოპოვებული მასალები ექვსი სხვადასხვა ფერმიდან. Independent-ი წერდა  „შოკისმომგვრელი“ კადრებზე,  საიდანაც ირკვეოდა, რომ კურდღლები „ტკივილისაგან განუწყვეტლივ კიოდნენ“.

მანამდე, 2013 წელს, აზიის ქვეყნებში PETA-მ ასეთივე გამოძიება ჩაატარა. გაირკვა, რომ ანგორას კურდღლების “შემზარავი წამება“ ჩინეთის ანგორას ფერმებში „ჩვეულ პრაქტიკას“ წარმოადგენდა. კადრებში ჩანდა, რომ კურდღლები ცოხვრობდნენ „პაწაწინა, ბინძურ, საკუთარი განავლით სავსე გალიებში“.

Burberry-მ, Gucci-მ, Calvin Klein-მა და Tommy Hilfiger-მა ამჟამად უკვე აკრძალეს ანგორას პროდუქტების გამოყენება.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და მეგი რუსია

წყარო : plantbasednews.org


წინა პოსტი
კვლევა ადასტურებს, რომ ხმაურით დაბინძურება გავლენას ახდენს ტყის ეკოსისტემის სიცოცხლეზე
შემდეგი პოსტი
„მომავალი განახლებად ენერგიას ეკუთვნის“ – გრენლანდია ნავთობის მოპოვებას აჩერებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,