GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მეცხოველეობით დაკავებული 20 კომპანია უფრო მეტ სათბურის აირს წარმოქმნის, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი ან გერმანია.

Homepage მსოფლიო მეცხოველეობით დაკავებული 20 კომპანია უფრო მეტ სათბურის აირს წარმოქმნის, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი ან გერმანია.
მსოფლიო

მეცხოველეობით დაკავებული 20 კომპანია უფრო მეტ სათბურის აირს წარმოქმნის, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი ან გერმანია.

ნოემბერი 5, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
284 ნახვა
  • გერმანიის მწვანეთა პარტიის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული ,,Meat Atlas” აჯამებს სამეცნიერო მონაცემებს ხორცპროდუქტების მოხმარების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მეცხოველეობით დაკავებული 20 კომპანია უფრო მეტ სათბურის აირს წარმოქმნის, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი ან გერმანია.
  • მეცხოველეობის არასწორად წარმართულ პროცესს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკის შექმნა შეუძლია. კვებით ჯაჭვში ანტიბიოტიკების გადამატებით მოხმარება ადამიანებში იწვევს მიკრობულ რეზისტენტობას, რაც ანტიბიოტიკების, მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მკურნალობის მეთოდის, ეფექტურობას ასუსტებს.
  • ყოველწლიურად საფრანგეთში კვებითი ინდუსტრიის ნაწილი 200 მილიონი ცხოველი არა პროდუქტების წარმოების, არამედ ეკონომიკური მიზეზებითა და დაავადებებით იხოცება.                

ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ ნათელი მოჰფინა იმ პრობლემებს, რომლებიც მეცხოველეობის შედეგადაა გამოწვეული. გერმანიის მწვანეთა პარტიის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული ,,Meat Atlas” აჯამებს სამეცნიერო მონაცემებს ხორცპროდუქტების მოხმარების შესახებ. 76-გვერდიანი დოკუმენტი ადასტურებს, რომ მეცხოველეობით დაკავებული 20 კომპანია უფრო მეტ სათბურის აირს წარმოქმნის, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი ან გერმანია.

აგრეთვე, ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი 5 ყველაზე დიდი კომპანია წარმოქმნის იმდენივე სათბურის აირს, რამდენსაც ექსონი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია.

ნიადაგის არარაციონალური გამოყენების პრობლემა კიდევ ერთი ხაზგასმული ასპექტი იყო. კვლევის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწების ორი მესამედი ცხოველთა მოსაშენებლად და მათი საკვების მოსაყვანად გამოიყენება.

მეცხოველეობის არასწორად წარმართულ პროცესს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვისაც შეუძლია რისკის შექმნა. კვებით ჯაჭვში ანტიბიოტიკების გადამატებით მოხმარება ადამიანებში იწვევს მიკრობულ რეზისტენტობას, რაც ანტიბიოტიკების, მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მკურნალობის მეთოდის, ეფექტურობას ასუსტებს.

ხორცპროდუქტების მოხმარების შემცირება

ბოლო 5 წლის განმავლობაში (2020 წლის ჩათვლით) მსოფლიო ხორპროდუქტებისა და რძის ნაწარმის ინდუსტრიამ 478 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო 2,500 სხვადასხვა ბანკისა და საინვესტიციო ფონდისგან.

,,Meat Atlas” გვამცნობს, რომ ასეთი ფინანსური მხარდაჭერით ხორცპროდუქტების წარმოება 2029 წლისთვის შესაძლოა 40 მილიონი ტონით გაიზარდოს და ყოველწლიურმა ნიშნულმა 366 მილიონ ტონას მიაღწიოს.

თუ კვებითი ინდუსტრია და მომხმარებლის ჩვევები არ შეიცვლება, ამ პროდუქტების დიდი ნაწილი ნაგავსაყრელზე მოხვდება. მაგალითისთვის, ყოველწლიურად საფრანგეთში კვებითი ინდუსტრიის ნაწილი 200 მილიონი ცხოველი არა პროდუქტების წარმოების, არამედ ეკონომიკური მიზეზებითა და დაავადებებით იხოცება.

საბოლოო ჯამში, კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების მქონე პოლიტიკოსები არ იღებენ ინდუსტრიის საქმიანობის მარეგულირებელ შესაბამის ზომებს, მიუხედავად მეცხოველებით გამოწვეული აშკარა და ნათელი უარყოფითი შედეგებისა.

განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა შეამცირონ და საუკეთესო შემთხვევაში გაანახევრონ ხორცპროდუქტების მოხმარება ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის დასაცავად. ეს პროცესი კი ჯერჯერობით სასიხარულო შედეგისკენ მიიწევს საზოგადოებრივი მხარდაჭერის შედეგად.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : plantbasednews.org

ნახვები : 189 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, დიზელის საწვავის გამონაბოლქვი კანცეროგენულია
შემდეგი პოსტი
სენსორები რეალურ დროში ასახავენ ჩიკაგოს მდინარის ხარისხს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,