GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მაღალი სიცხე კლავს ჯერ კიდევ გამოუჩეკელ ფრინველებს

Homepage შემეცნებითი მაღალი სიცხე კლავს ჯერ კიდევ გამოუჩეკელ ფრინველებს
შემეცნებითი

მაღალი სიცხე კლავს ჯერ კიდევ გამოუჩეკელ ფრინველებს

აგვისტო 2, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
881 ნახვა
ნახვები : 182
  • ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ მაღალ ტემპერატურას, რომელიც რვა დღის განმავლობაში გაგრძელდა, ზებრა ფინჩის (ამადინის) ჯერ კიდევ გამოუჩეკელი ბარტყები ვერ გადაურჩნენ.
  • ,,მაღალი სიცხით გამოწვეული ჩანასახთა სიკვდილიანობა საყურადღებო ფაქტორი უნდა იყოს იშვიათ ფრინველთა გადარჩენის პროცესში“, – ამბობს ენდრიუ მაკკენი, სამხრეთ აფრიკის ეროვნული ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი.
  • ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ფრინველებისათვის სიცხესთან ბრძოლის შესამსუბუქებლად წყლის რესურსზე წვდომის უზრუნველყოფაა.

 

ბევრი ფინველი ადაპტირდა მშრალ კლიმატთან და უდაბნოს პირობებთან, თუმცა მათაც კი უჭირთ იმ ტემპერატურულ მაჩვენებლებთან გამკლავება, რომლებიც ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება.

მაღალი სიცხის ატანა განსაკუთრებით რთულდება მაშინ, როდესაც იგი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ მაღალ ტემპერატურას, რომელიც რვა დღის განმავლობაში გაგრძელდა, ზებრა ფინჩის (ამადინის) ჯერ კიდევ გამოუჩეკელი ბარტყები ვერ გადაურჩნენ.

ავსტრალიის ბინადარ ზებრა ფინჩებს გამრავლება წელიწადის თითქმის ნებისმიერ დროს შეუძლიათ. 2017 წლის თებერვალში, როდესაც ავსტრალიაში ძალიან მაღალი სიცხე ფიქსირდებოდა და რვა დღის განმავლობაში ტემპერატურა 400C იყო,  ეს ფრინველები მაინც ახერხებდნენ გამრავლებას.

,,ზებრა ფინჩების ინკუბაციისთვის საუკეთესო ტემპერატურაა 360C-380C-ია. აშკარაა, რომ ის ტემპერატურა, რომელმაც დახოცა ფრინველის ჩანასახები, ზედმეტად მაღალია, მათ ვერ გაუძლეს ასეთ სიცხეს“, – განაცხადა საიმონ გრიფიტმა, მაკუორის უნივერსიტეტის მკვლევარმა.

ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში გრიფიტმა და კვლევაში მონაწილე სხვა მეცნიერებმა დაკვირვება დაიწყეს ფრინველთა ბუდეებზე, აღჭურვეს ისინი შესაბამისი აპარატურით და დროდადრო აკვირდებოდნენ გამოუჩეკელი ჩანასახების გულისცემას. ,,მაღალი სიცხის პერიოდის დაწყებიდან 2-3 დღეში ჩანასახთა გულისცემა, რომელიც ადრე ჩვეულებრივად ფიქსირდებოდა, გაჩერებული იყო“, – ამბობს გრიფიტი.

დაკვირვების ქვეშ მყოფი 100 კვერცხიდან მხოლოდ 2 გამოიჩეკა, ის 2 ბარტყიც საბოლოოდ ვერ გადარჩა. გრიფიტის აზრით, ის, რომ ზებრა ფინჩის, რომელიც მაღალ ტემპერატურასთან კარგად ადაპტირებულია, სახეობის ფრინველები სიცხეს ვერ გადაურჩნენ, საგანგაშოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ კიდევ უამრავი ფრინველი იქნება მსგავს სიტუაციაში, რომლებიც ჯერ არ არიან შესწავლილი.

ზებრა ფინჩის შემთხვევაში ჩანასახების სიკვდილი იმდენად დიდ ნეგატიურ ზეგავლენას ვერ გამოიწვევს სახეობაზე, რადგან ეს ფრინველები წელიწადის თითქმის ნებისმიერ დროს მრავლდებიან, მაგრამ მაღალი სიცხის პერიოდების გახანგრძლივება და სიხშირის მატება პირდაპირ საფრთხეს ქმნის იშვითი სახეობებისთვის.

,,მაღალი სიცხით გამოწვეული ჩანასახთა სიკვდილიანობა საყურადღებო ფაქტორი უნდა იყოს იშვიათ ფრინველთა გადარჩენის პროცესში“, – ამბობს ენდრიუ მაკკენი, სამხრეთ აფრიკის ეროვნული ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი. სამხრეთ აფრიკაში მაკკენიმ დააფიქსირა 100 ფრინველისა და ღამურის სიკვდილი 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დღის განმავლობაში. ამ ფრინველთა უმეტესობა მგალობელი ბეღურები იყვნენ.

მთავარი პრობლემა გამოუჩეკელი ბარტყების შემთხვევაში ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება. მოზრდილ ფრინველებს კი აქვთ შესაძლებლობა წყლის რესურსს მიაგნონ და ამგვარად დაიცვან თავი მაღალი სიცხისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ფრინველები ბუდეებს მზის სხივებისგან დაფარულ ადგილებში აკეთებენ, ეს, სამწუხაროდ, ვერ შეაჩერებს მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ ჩანასახთა სიკვდილიანობას. ამ დასკვნამდე მეცნიერები სამხრეთ ავსტრალიის ფრინველთა, მათ შორის მგალობელი ბეღურების, შესწავლის შედეგად მივიდნენ. 2018 წელს, როდესაც მაღალი სიცხის პერიოდი ფიქსირდებოდა, ჩანასახების სიკვდილიანობას ისიც დაემატა, რომ ბევრმა ფრინველმა მიატოვა თავისი ბუდეები, ზოგი კი ბარტყების მსგავსად ვერ გადარჩა.

გრიფიტი აჟღერებს კლიმატის შემსწავლელ მეცნიერთა აზრს, რომ მდგომარეობა გაუარესდება და ავსტრალიის კონკრეტულ ნაწილებში ტემპერატურა მკვეთრად გაიზრდება. ბევრმა ფრინველმა, მათ შორის ზებრა ფინჩმა, სიცხის გაძლების მაქსიმუმს მიაღწია და უფრო მაღალი ტემპერატურის გადატანს ვერ შეძლებენ.

გრიფიტის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ფრინველებისათვის ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად წყლის რესურსზე წვდომის უზრუნველყოფაა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
2022 წლის მარტიდან მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ – კანონპროექტი
შემდეგი პოსტი
რა ხდება მაშინ, როცა პლასტმასის კონტეინერიდან მივირთმევთ?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,