GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კვლევის მიხედვით რეგულატორები კარგად ვერ აფასებენ ზღვის დაბინძურების ხარისხს

Homepage მსოფლიო კვლევის მიხედვით რეგულატორები კარგად ვერ აფასებენ ზღვის დაბინძურების ხარისხს
მსოფლიო, შემეცნებითი

კვლევის მიხედვით რეგულატორები კარგად ვერ აფასებენ ზღვის დაბინძურების ხარისხს

მაისი 26, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1120 ნახვა
ნახვები : 321

არა მარტო გადამეტებული თევზაობა, არამედ ქიმიკალიები და პლასტმასებიც უქმნის ზღვის კვებით ჯაჭვს „კატასტროფულ“ საფრთხეს, როგორც მოხსენებაშია ნათქვამი.

მზარდი ქიმიური და პლასტმასური დაბინძურება „მნიშვნელოვანი“ ფაქტორებია თევზის და სხვა ზღვის ორგანიზმების შემცირებაში, თუმცა მათ გავლენას რეგულატორები გვერდს უქცევენ.

საერთაშორისო პოლუტანტების მოსაშორებელი ქსელისა და ნაციონალური ტოქსიკური ნივთიერებების ქსელის მოხსენება, „წყლის დამაბინძურებლები ოკეანეებსა და თევზით მდიდარ ადგილებში“, თავს უყრის მეცნიერულ კვლევას, თუ როგორ მავნე გავლენას ახდენს დაბინძურება წყლის კვებით ჯაჭვზე. მოხსენება გვიჩვენებს ზღვის ცხოველებზე მუდმივი, ორგანული დამაბინძურებლების და გადამეტებული საკვების „სერიოზულ გავლენას“ მათ იმუნიტეტზე, ნაყოფიერებაზე, განვითარებასა და გადარჩენისთვის ბრძოლაზე.

მოხსენებაში მეცნიერები ასაბუთებენ, რომ თევზით მდიდარი ადგილების რეგულაცია ყოველთვის არ ითვალისწინებს თევზის ჯანმრთელობაში ყველა წვლილის შემტან მნიშვნელოვან ბიოლოგიურ და მეცნიერულ ინფორმაციას, რაც არაობიექტურ აზრს აყალიბებს თევზჭერის  შემცირებულ რიცხვებზე. ,,რეგულატორებს ჯერ კიდევ გასააზრებელი აქვთ დაბინძურების მნიშვნელობა“, ნათქვამია მოხსენებაში.

დოქტორ მატ ლანდოსმა, მოხსენების თანაავტორმა და ავსტრალიის ქალაქ New South Wales-ში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიის „Future Fisheries Veterinary Service”-ის დირექტორმა განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი თევზის შემცირებას მხოლოდ ზედმეტ თევზაობას აბრალებს. ფაქტობრივად, მთელი წყლის საჭმლის ქსელი სერიოზულად ჩავარდა საფრთხეში ზედაპირზე თევზების თანდათანობით კლებით, წყლის დონეებზე უხერხემლოების გაქრობით, ნაკლებად ჯანმრთელი წყალმცენარეებით, მარჯანით და სხვა გავრცელების არეალებით, ასევე ბაქტერიის და ტოქსიკური წყალმცენარეების გავრცელებით.

ამერიკის აგრიკულტურული ორგანიზაციის წარმომადგენლობის მიხედვით, მსოფლიო თევზების პოპულაციის 90% ჭარბი ან ზედმეტად ჭარბია.

მოხსენების მიხედვით, ქიმიკალიების გამოყენება, რომელიც ბოლო წლებში გაიზარდა, მომავალ წლებში მეტად გაიზრდება და მათი ეფექტი მკვეთრად გამოჩნდება ცვალებადი კლიმატის ფონზე.

ზღვებში არსებული ქიმიური დაბინძურების დაახლოებით 80% მიწაზე წარმოიქმნება, მაგრამ წარსულში წყლის დამაბინძურებლების რეგულაცია აქცენტს დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფაზე აკეთებდა. ტოქსიკური ქიმიკატების, კონკრეტულად წყლის გარემოში, გამოყოფა კომპლექსურია და ამოსაცნობად, დასაკვირვებლად ან სამართავად რთული, ნათქვამია მოხსენებაში.

წუხილის მთავარი მიზეზი პოლიქლორიდის ბიფენილის (PCBs), დიოქსინის და სხვა ქიმიური ელემენტების მდინარეებში, ტბებსა და ოკეანეებში გაშვებაა. ასევე წარსული სამრეწველო დამაბინძურებლების მიწასახაპი სამუშაოებით ხელახლა გამოშვება.

პესტიციდები, რომელიც წყლის გარემოებში ბევრია და  ფარმაცევტული ნარჩენები, რომელიც წყლებსა და სანაპიროებზე, ასევე მდინარეებში შეგვიძლია ვიპოვოთ, მორიგი პრობლემაა.

ლანდოსი თანაავტორია 2019 წლის სამეცნიერო ნაშრომისა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ქუინსლენდში პესტიციდების რეგულაციამ და მართვამ ვერ შეძლო მიმდინარე დაბინძურებაზე გამკლავება. 2019 წლის 72 ქვეყნის 165 მდინარის გლობალურმა გამოკვლევამ მინიმუმ ერთი ანტიბიოტიკი აღმოაჩინა შესწავლილი ადგილების 2/3-ში და ანტიბიოტიკების საფრთხის შემცველი რიცხვი ადგილების 15%-ში. ყველაზე მეტად აღმოჩენილი ტრიმეტოპრიმი იყო, რომელიც საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება.

მოხსენება ასევე ამოწმებს კვლევას, რომელიც აჩვენებს რომ მიკროპლასტიკები მათ ზედაპირზე იზიდავენ, აგროვებენ და ადიდებენ სხვა გარშემო მყოფ მუდმივ ტოქსიკურ ქიმიკალიებს. მიკროპლასტიკები სავაჭრო თევზის სახეობებში მსოფლიოს გარშემოა აღმოჩენილი. მათი ზემოქმედების ქვეშ მოქცევა წყლის ორგანიზმებზე ნეგატიურ ეფექტებთანაა ასოცირებული, რაც გამოიხატება გაზრდილ იმუნურ რეაქციაში, ნაკლები საკვების მოხმარებაში, ნაყოფიერების შემცირებასა და ეფექტებში მომავალ თაობებში.

 

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და ვალერი გელოვანი

წყარო : https://www.theguardian.com/environment/2021/apr/27/regulators-missing-pollutions-effect-on-marine-life-study-finds?fbclid=IwAR1fnWxBz0YWTlG4vGAwPKW8p8VLghTj8-4wq03DX9k7glbF_mhzV4mifw8


წინა პოსტი
საფრანგეთი მოქალაქეებს მანქანების ელექტრონული ველოსიპედებით ჩანაცვლებაში 3000 დოლარს გადაუხდის
შემდეგი პოსტი
არის თქვენი თევზი ნამდვილი? კვლევა ზღვის პროდუქტების ინდუსტრიის თაღლითობას ააშკარავებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,