GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

კვლევა ადასტურებს, რომ ხმაურით დაბინძურება გავლენას ახდენს ტყის ეკოსისტემის სიცოცხლეზე

Homepage შემეცნებითი კვლევა ადასტურებს, რომ ხმაურით დაბინძურება გავლენას ახდენს ტყის ეკოსისტემის სიცოცხლეზე
შემეცნებითი

კვლევა ადასტურებს, რომ ხმაურით დაბინძურება გავლენას ახდენს ტყის ეკოსისტემის სიცოცხლეზე

აგვისტო 18, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
287 ნახვა
  • ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ხმაურით დაბინძურებამ შეიძლება ხანგრძლივი გავლენა მოახდინოს მცენარეთა სიცოცხლეზე
  • მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 115 სხვადასხვა ადგილი და აღმოაჩინა, რომ პინიონის ფიჭვის ნერგები 75%-ით ნაკლები რაოდენობით იზრდებოდა იმ ადგილებში, სადაც ჭაბურღილები აქტიური იყო, ვიდრე მშვიდი გარემოს პირობებში.
  • ,,ჩვენი კვლევები აშკარად მიუთითებს, რომ ხმაურით დაბინძურებას ფართომასშტაბიანი გავლენა აქვს ეკოსისტემის უამრავ სახეობაზე“.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ხმაურით დაბინძურებამ შეიძლება ხანგრძლივი გავლენა მოახდინოს მცენარეთა სიცოცხლეზე და მათ ბიომრავალფეროვნებაზე ეკოსისტემაში, მაშინაც კი, თუ ხმაურით დაბინძურების წყარო გაქრება.

მკვლევრებმა კალიფორნიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან 2007 წელს დაიწყეს ბუნებრივი აირის ჭაბურღილის გავლენის შესწავლა პინიონის ფიჭვისა და იუტას ღვიის ხეებზე რატლესნაკის კანიონში, ნიუ-მექსიკოში. ეს რეგიონი შეირჩა მისი ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებისა და რესურსების მოპოვების პროცესში მუდმივად ხმაურიანი მექანიკური კომპრესორების გამოყენების გამო.

ანგარიშის წამყვანი ავტორის, დოქტორი ჯენიფერ ფილიპსის, თქმით, ხმაურის დონემ ჭაბურღილის  ჭრილში შეიძლება 100 დეციბელს მიაღწიოს, ეს იგივეა, რაც ,,Black Sabbath“-ის კონცერტზე დინამიკების გვერდით იდგე ან იყო ლიანდაგთან, როდესაც მატარებელი ჩაივლის.

მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 115 სხვადასხვა ადგილი და აღმოაჩინა, რომ პინიონის ფიჭვის ნერგები 75%-ით ნაკლები რაოდენობით იზრდებოდა იმ ადგილებში, სადაც ჭაბურღილები აქტიური იყო, ვიდრე მშვიდი გარემოს პირობებში.

აკადემიურ ჟურნალ Royal Society B-ის ნაშრომებში დოქტორ ფილიპსი და მისი კოლეგები წერენ, რომ ჭაბურღილებით გამოწვეული მძიმე ინდუსტრიული ხმაურის შედეგად ტერიტორიიდან ფრინველების ერთ-ერთი ადგილობრივი სახეობის – ბუჩქის ჯაფარას – პოპულაციია განიდევნა.

ეს ფრინველი დასავლეთის შტატების მკვიდრია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ფიჭვის თესლის გავრცელებაში. ხის თესლებიდან ზოგს საკვებად იყენებს, ზოგს კი მარაგად ინახავს, რომელთა არსებობა შემდგომში ავიწყდება. ეს კი ხელს უწყობს ხეების გამრავლებას და ტყის მასივების რეგენერაციას.

12 წლის შემდეგ ბიოლოგების ჯგუფი კვლავ დაუბრუნდა იმავე რეგიონს და აღმოაჩინა, რომ მცენარეთა სახეობები, რომელთა ზრდა-გამრავლებაზე ჭაბურღილების არსებობამ ნეგატიურად იმოქმედა, ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ჭაბურღილების ფუნქციონირება უკვე შეჩერებული იყო. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ბუჩქის ჯაფარები იმ ადგილებში აღარ დაბრუნებულან.

,,ზოგიერთ სახეობას, როგორიცაა, მაგალითად, ბუჩქის ჯაფარა, აქვს ეპიზოდური მეხსიერება”, – განაცხადა დოქტორმა ფილიპსმა. ,,ცხოველები, რომლებიც მგრძნობიარე არიან ხმაურის მიმართ, სწავლობენ კონკრეტული ადგილების თავიდან აცილებას. შეიძლება ცხოველებს დრო დასჭირდეთ ამ წარსულში ხმაურიანი ადგილების ხელახლა აღმოსაჩენად, თუმცა არ ვიცით, რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს ამას“.

პროფესორმა კლინტ ფრენსისმა, კვლევის თანაავტორმა, დასძინა: „ტყის ეკოსისტემებში ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ხმაურით დაბინძურების ნეგატიური შედეგები იზრდება. ასევე, ნათლად დავინახეთ, რომ ხმაურის წყაროს გაქრობის შემდეგაც კი ეკოლოგიური ფუნქციის აღდგენის პროცესს დიდი დრო სჭირდება“.

ჩვენი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მცენარეთა პოპულაციები ხმაურის ზემოქმედების გამო მრავალმხრივ იცვლება. კარგად გვესმის, თუ რატომ აისახება ხმაური ხეების ისეთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან სახეობებზე, როგორიცაა პინიონის ფიჭვი, რადგან წინა კვლევები ჩატარებული გვაქვს ბუჩქის ჯაფარას სახეობის შესწავლაზე. თუმცა ასევე ვხედავთ სხვა მცენარეების სახეობების ცვლილებასაც, მაგალითად, ბუჩქებისა და ერთწლიანი მცენარეების რაოდენობის შემცირება.

„ეს ცვლილებები, სავარაუდოდ, ასახავს ხმაურით დაბინძურების გავლენას იმ ცხოველებზე, რომლებიც მცენარეული საკვებით იკვებებიან – ირმები, ლოსები, სხვადასხვა მწერი. ასევე უამრავი დამამტვერიანებელი არსება, რომლებიც მცენარეთა გამრავლებისთვისაა მნიშვნელოვანი.  ჩვენი კვლევები აშკარად მიუთითებს, რომ ხმაურით დაბინძურებას ფართომასშტაბიანი გავლენა აქვს ეკოსისტემის უამრავ სახეობაზე“.

თუმცა იყო ერთი გამონაკლისი.

როგორც აღმოჩნდა, კოლიბრები Rattlesnake Canyon-ში, კაკოფონიის მიუხედავად, მშვენივრად გრძნობდნენ თავს და აქტიურად აგრძელებდნენ ყვავილების დამტვერიანებას.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნინი თოიძე

წყარო : www.independent.co.uk

ნახვები : 65 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
2020 წელს ენერგიის ყველაზე იაფფასიანი წყარო განახლებადი ენერგია იყო
შემდეგი პოსტი
მოდის სახლი ვალენტინო კურდღლის ბეწვს წარმოებიდან იღებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,