GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კოლუმბიის დედაქალაქში ჰაერის ხარისხის დაცემის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Homepage მსოფლიო კოლუმბიის დედაქალაქში ჰაერის ხარისხის დაცემის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
მსოფლიო

კოლუმბიის დედაქალაქში ჰაერის ხარისხის დაცემის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თებერვალი 25, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
562 ნახვა
ნახვები : 149
  • კოლუმბიაში უკვე 10 დღეა ტყის ხანძრები მძვინვარებს, ხოლო ძლიერმა ქარმა კვამლი 10.000 ჰეკტარ ტერიტორიაზე გაავრცელა.
  • ბოგოტას მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მასშემდეგ რაც ჰაერის ხარისხი საგანგაშოდ დაეცა.
  • წელს კოლუმბიურ ამაზონიაში იანვარში ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ხელს უწყობს ტყის ხანძრებს.
  • ტყეებს აგრეთვე წვავენ ადგილობრივი შეირაღებული დაჯგუფებების წევრები, რომლებიც აცხადებენ რომ საქონლისთვის საძოვრები სჭირდებათ.

 

კოლუმბია: ძლიერი ქარის წყალობით ტყის ხანძრების კვამლმა ქვეყნის დედაქალაქამდე მოაღწია. ცეცხლის კერა ბოგოტადან დაახ. 350 კილომეტრის დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მის გაჩენაში რამდენიმე შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებენ.

ბოგოტა: ტყის ხანძრებმა, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზონის ჯუნგლებში მძვინვარებდა, შაბათს ანდების დედაქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენეს. ცუდი ხარისხის ჰაერმა პარიზისხელა ტერიტორია მოიცვა.

ქარმა ტყის ხანძრების შედეგად გაჩენილი კვამლი ჩრდილო-დასავლეთით 350 კილომეტრის ტერიტორიაზე გაფანტა. საბოლოოდ კვამლმა ბოგოტამდეც მიაღწია. ცეცხლის გაჩენაში რამდენიმე შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებას ადანაშაულებენ.

ბოგოტას მერმა, კლაუდია ლოპესმა, თავის გვერდზე ტვიტერში დაპოსტა რომ ქალაქის ნახევარზე მეტმა ჰაერის ხარისხის მაკონტროლებელმა სადგურმა ბოლო 48 საათის განმავლობაში ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა.

„ამიტომაც მძიმე ეკოლოგიური ფონის გამო ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“, წერს მერი.

ლოპესმა ქალაქის 8 მილიონ მაცხოვრებელს მოუწოდა უახლოეს დღეებში გარეთ გასვლისგან და ფიზიკური აქტივობებისგან მაქსიმალურად თავი შეეკავებინათ.

ქვეყნის მთავრობამ ხანძრების გაჩენაში ყოფილი მოჯანყეები დაადანაშაულა, რომლებმაც 2016 წელს ხელისუფლებასთან კომპრომისზე უარი განაცხადეს. მათ წარმომადგენელთა თქმით ისინი ხეებს წვავენ, რათა საქონლისთვის საძოვრები ქონდეთ.

ქვეყნის ცენტრში მდებარე პროვინცია გუავიარეს გუბერნატორმა, ჰაიდირ პალასიომ, „წითელი კოდის“ დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძრებმა 10.000 ჰეკტარზე დიდი ტერიტორია მოიცვეს, რაც საფრანგეთის დედაქალაქის მასშტაბებს უტოლდება.

ამ წლის იანვარში კოლუმბიის ამაზონიაში ბოლო ათი წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. რამაც ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით ტყის ხანძრების გაჩენას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში. ყოველივე ეს ნეგატიურად აისახა ჰაერის ხარისხზე, ნათქვამია გარემოს დაცვის სააგენტოს ანგარიშში, რომელსაც ფრანც-პრესი პარასკევს გაეცნო.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : www.ndtv.com


წინა პოსტი
ჩრდილოეთ ინდოეთის სულ მცირე 56 ქალაქი განიცდის ზამთარში დელის მსგავს ჰაერის დაბინძურებას
შემდეგი პოსტი
გარემოსდამცველები და პოლიტიკური ლიდერები ითხოვენ აიოვას წყლის გაწმენდას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,