GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

კლიმატური საათის თანახმად მდიდარ ერებს გლობალურ გამწვანების ფონდის 90$ მილიარდი ოდენობის ვალი აქვთ

Homepage მსოფლიო კლიმატური საათის თანახმად მდიდარ ერებს გლობალურ გამწვანების ფონდის 90$ მილიარდი ოდენობის ვალი აქვთ
მსოფლიო

კლიმატური საათის თანახმად მდიდარ ერებს გლობალურ გამწვანების ფონდის 90$ მილიარდი ოდენობის ვალი აქვთ

ოქტომბერი 25, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
251 ნახვა

·     კლიმატური საათი – ახალი ციფრული საშუალებაა კლიმატური პრობლემების გაზომვისა და დაფიქსირებისთვის

·     მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს, რომლებმაც გეროს კლიმატის შესახებ კონვენციას მოწერეს ხელი, ჯერ კიდევ არ დაუწყიათ მსოფლიო მწვანე ენერგიის ფონდში დონაციების განხორციელება

·     საერთაშორისო ეკო-აქტივისტები განგაშს ტეხენ, რადგან კლიმატური ცვლილებები უკვე იწვევენ მილიონობით აფრიკელების უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნას როდესაც მათ გვალვებისა და ქარიშხლების გამო ყველა საარსებო წყარო ეკარგებათ

·     თუ დიდი ოცეულის ლიდერები სასწრადოდ არ დაიწყებენ 2010 წელს დადებული დაპირებების შესრულებას კაცობრიობა კლინატურ კატასტროფას ვერ აიცილებს თავიდან

·     აშშ პასუხისმგებელია 25% ნახშირორჟანგის გამოყოფისთვის ატმოსფეროში. სამწუხაროდ ამ ქვეყნის ლიდერებს დაპირებების მიუხედავად მწვანე ფონდში დონაციებია არ დაუწყიათ

ორშაბათს, როდესაც ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა დაიწყო, ეკო-აქტივისტებმა იქ ახალი ციფრული კლიმატური საათი წარადგინეს. მათი მიზანი იყო ჩვენება რომ მდიდარი ქვეყნები არ ასრულებენ თავიანთ დაპირებას და ყოველწლიურად მწვანე ენერგიის გლობალურ ფონდში 100 მილიარდ დოლარს სულაც არ რიცხავენ. ეს თანხები კი შეთანხმებისამებრ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად უნდა გამოეყენებინათ.

ეს განცხადება იუნიონ სქვერზე გამოაკრეს კლიმატური ცვლილებების განახლებული გრაფიკის გვერდით. მასშემდეგ რაც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერესმა სამთავრობათაშორისო კომისიის მოხსენება მოისმინა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, მან განაცხადა რომ კაცობრიობისთვის „განგაშის ზერები რეკავენ“. ახალი კლიმატური საათის მიხედვით საერთაშორისო საზოგადოებას დაახ. 7 წელი და 300 დღის ვადა დარჩა ატმოსფეროში სათბურის ეფექტის გამომწვევი აირების გამოყოფის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კლიმატურ კატასტროფას თავიდან ვერ ავიცილებთ.

„კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) ახალ მოხსენებაში სავსებით ცხადად და ცალსახადაა ნათქვამი რომ ამჟამად საგანგებო კლიმატურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუ სიტუაციის შესაცვლელად სასწრაფოდ მკაცრი ზომები არ მივიღეთ, კლიმატური კატასტროფა გველის,“ – განაცხადა ლორა ბერიმ, კლიმატური საათის კვლევებისა და დაცვის დირექტორმა.

გასული წლის სექტემბერში კლიმატური საათის საერთაშორისო გამოფენა პირველად ჩატარდა ნიუ იურკში. მისმა ორგანიზატორებმა განაცხადეს რომ აშშ თავიანთი ოპონენტების მკაცრი კრიტიკის სამიზნე გახდა, რადგან ამ ქვეყნის მთავრობა თავის დაპირებებს არ ასრულებს.

კლიმატური საათის გლობალური ელჩის, ანტონიო რინგოს, განცხადებით: „აფრიკას ამერიკისნაირი ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან სწორედ მისი წვლილი გადამწყვეტი იქნება კლიმატური პრობლემების მოგვარებაში“. „მართალია ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა მთელი დედამიწის მოსახლების მხოლოდ 5%-ს შეადგენს, სწორედ ეს ქვეყანაა პასუხისმგებელი ატმოსფეროში 25% ნახშირორჟანგის გამოყოფისთვის. შესაბამისად სამართლიანი იქნება თუ აშშ-ს მოსახლეობა დიდ წვლილს შეიტანს მწვანე კლიმატურ ფონდში“.

კლიმატური საათი იტყობინება რომ მდიდარი ქვეყნების ვალი მსოფლიო მწვანე ფონდის წინაშე ჯერკიდევ შეადგენს 90,5 მილიარდ დოლარს. ეს ფონდი გაერო-ს ინიციატივით 2010 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავდა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების დახმარებას აღდგენადი ენერგიის სანდო სისტემების შექმნაში.

„ისტორიულად ისე მოხდა რომ განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე ინდუსტრიალიზაციის პროცესის შედეგად ატმოსფეროში არაპროპორციულად ბევრი ნახშირორჟანგი (CO2) გამოიყო. ამჟამად ამისგან აფრიკა და სხვა განვითარებადი ქვეყნები იტანჯებიან. სწორედ ამიტომ ეს რეგიონები ჩვენგან „სამაშველო რგოლს“ იმსახურებენ“ – განაცხადა რინგომ.

განახლებული კლიმატური საათი სწორედ იმ მომენტში გამოუშვეს, როდესაც მსოფლიო ლიდერები გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე არაფორმალური მოლაპარაკებებისთვის ემზადებოდნენ. ეს ყველაფერი გლაზგოში, შოტლანდიაში, მთავარი კლიმატური სამიტის, COP26-ის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მოხდა.

კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა საკმაოდ პესიმისტური განცხადება გააკეთა. მისი აზრით ნაკლებად მოსალოდნელია რომ მდიდარი ქვეყნები შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს და მსოფლიო მწვანე ენერგიის ფონდში ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს ჩარიცხავენ. მიუხედავად ამ ქვეყნების ლიდერების მაღალფარდოვანი რიტორიკისა დაპირებები მხოლოდ დაპირებებად რჩება. ამ ეტაპზე კლიმატური კრიზისი საგანგებო მდგომარეობად უნდა გამოცხადდეს.

„ვფიქრობ ამ კვირაში ყველაფერს ვერ მოვაგვარებთ. მაგრამ ვიმედოვნებ რომ COP-გან მაქსიმუმს მივიღებთ და 10-ბალიანი შეფასებით 6-იანს მაინც დავიმსახურებთ,“ აცხადებს ბორის ჯონსონი. „ხალხმა უნდა შეიგნოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატის პრობლემები. ზოგიერთი ქვეყანა მართლაც ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეუძლიათ. მაგრამ დიდ ოცეულში (G20)  შემავალმა სხვა ქვეყნებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ“.

ორშაბათს ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ Oxfam International-მა ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა. მათ მიხედვით მდიდარ ქვეყნებს დაახ. 75 მილიარდი დოლარი არ ეყოფათ თავიანთი ძველი დაპირების შესასრულებლად ყოველწლიურად მსოფლიო მწვანე ფონდში 100 მილიარდი დოლარის ჩარიცხვის თაობაზე. რაც ყველაზე მძიმე დარყმის ქვეშ მყოფ ქვეყნებს უნდა მოხმარებოდა, რათა მომხდარიყო მათი ეკონომიკისა და მრეწველობის სწრადი და უმტკივნეულო ადაპტაცია კლიმატურ ცვლილებებთან და გამონაბოლქვის შემცირება.

ნაფკოტ დაბიმ, გლობალური კლიმატური საზოგადიების ხელმძღვანელმა, Oxfam International-ს შემდეგი განუცხადა: „პანდემიამ დაგვანახა რომ ქვეყნებს ტრილიონობით დოლარის გამოყოფა შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში. შესაბამისად კლიმატის პრობლემების მოსაგვარებლად თანხების დარიცხვა ამ ქვეყნების მმართველი პოლიტიკოსების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული“.

„დავაზუსტებ, ჩვენ საგანგებო კლიმატურ სიტუაციაში ვიმყოფებით“ – აცხადებს დაბი. „მთელ მსოფლიოში ქაოსია და მდიდარი ქვეყნების ლიდერებმა ისეთივე სწრაფი და მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგან ამ საკითხის მოსაგვარებლად, როგორც პანდემიის დროს. დღესდღეობით უკვე მილიონობით ადამიანი სენეგალიდან გვატემალამდე უსახლკარო დარჩა და ყველა საარსებო წყარო დაკარგა კლიმატური კრიზისით გამოწვეული უძლიერესი ქარიშხლებისა და გვალვების გამო. სამწუხაროდ მდიდარმა ქვეყნებმა ძალზე ცოტა რამ იღონეს ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. მათ უნდა შეასრულონ 12 წლის წინ დადებული დაპირებები და სიტყვების უაზრო რახა-რუხის ნაცვლად ფონდში ფული ჩარიცხონ. ფინანსირების გაზრდა ახლავე გვესაჭიროება.“

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 45 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
2035 წლისთვის, ევროკავშირი ემისიისგან თავისუფალი მანქანების გაყიდვას აპირებს
შემდეგი პოსტი
ესპანეთი ხილ-ბოსტნეულის პლასტიკურ შეფუთვას კრძალავს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,