GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

„კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში

Homepage მსოფლიო „კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში
მსოფლიო

„კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში

აგვისტო 13, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
193 ნახვა
  • ეთიოპიაში, ნიგერიაში, სამხრეთ სუდანში, იემენში, ავღანეთსა და სომალში 750,000 ადამიანს შიმშილი და სიკვდილი ემუქრება. მათგან 400,000 ეთიოპიის ტიგრეის რეგიონშია, რაც სომალის 2011წლის შიმშილის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია
  • ტიგრეის რეგიონში არასრულფასოვანი კვების შედეგად 5 წლამდე ასაკის მინიმუმ 1900 ბავშვი გარდაიცვალა

 

გაეროს განცხადებით, კრიტიკულ ზონას წარმოადგენს აღმოსავლეთ აფრიკა, სადაც „უპრეცედენტო“ გვალვა სომალს, ეთიოპიასა და კენიას საფრთხეს უქმნის.

გაეროს ორმა სურსათის სააგენტომ გაავრცელა მკვეთრი  გაფრთხილება პლანეტაზე მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის შესახებ, რომელიც გამოწვეულია კლიმატის „რყევებით“, როგორიცაა გვალვა, გართულებული კოვიდ-19-ის პანდემია და უკრაინის ომი, რამაც საწვავისა და სურსათის ფასების ზრდა განაპირობა.

შეფასება გამოაქვეყნა რომში დაფუძნებულმა ორმა სურსათის სააგენტომ –  მსოფლიო სურსათის პროგრამამ (WFP) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO).

WFP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ თქვა, რომ „ღარიბთაგან ყველაზე ღარიბთა“ გარდა გლობალური სასურსათო კრიზისი საფრთხეს უქმნის მილიონობით ოჯახს. „პირობები ახლა ბევრად უარესია, ვიდრე 2011 წლის „არაბული გაზაფხულის“ დროს და 2007-2008 წლებში სურსათის ფასების კრიზისისას, როდესაც 48 ქვეყანა პოლიტიკურმა კრიზისმა, არეულობებმა და პროტესტებმა შეძრა“, – განაცხადა ბიზლიმ. მან ახლანდელი კრიზისი  ინდონეზიაში, პაკისტანში, პერუსა და შრი-ლანკაში “აისბერგის მწვერვალად” მოიხსენია.

მოხსენება მოუწოდებს ყველას სასწრაფო ჰუმანიტარული ქმედებებისკენ „შიმშილის ცხელი წერტილების“ დასახმარებლად, სადაც მწვავე შიმშილი სავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაუარესდება.

გაეროს სააგენტოები ასევე გვაფრთხილებენ, რომ უკვე სტაბილურად მზარდი ფასები სურსათსა და ენერგეტიკაზე უკრაინაში მიმდინარე ომმა მთელ მსოფლიოში უფრო გაამწვავა.

„მოსალოდნელია, რომ ეფექტი განსაკუთრებით მწვავე იქნება იქ, სადაც ეკონომიკური არასტაბილურობა და მზარდი ფასები შერწყმულია საკვების წარმოების ვარდნასთან კლიმატის რყევების გამო, როგორიცაა პერიოდული გვალვა ან წყალდიდობა“, – ნათქვამია გაეროს სააგენტოების ერთობლივ განცხადებაში.

კრიტიკულ ზონებს შორის არის აღმოსავლეთ აფრიკა, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თქმით, “უპრეცედენტო” გვალვა აწუხებს სომალს, ეთიოპიასა და კენიას. სამხრეთ სუდანი კი ზედიზედ მეოთხე წელიწადია, ფართომასშტაბიანი წყალდიდობის მსხვერპლია.

მოხსენებაში მოყვანილია ასევე სხვა კლიმატური პრობლემები კერძოდ კი საშუალოზე მაღალი წვიმა და ლოკალიზებული წყალდიდობის რისკი საჰელში (აფრიკის ვრცელი ნაწილი, რომელიც გადაჭიმულია საჰარას უდაბნოს სამხრეთით).

მან ასევე დაასახელა ქარიშხლების ინტენსიური სეზონი კარიბის ზღვის აუზსა და საშუალოზე დაბალი ნალექი ავღანეთში. ეს აზიური ქვეყანა უკვე განიცდის გვალვის, ძალადობისა და პოლიტიკური რყევების გავლენას.

მოხსენებაში ექვსი ქვეყანაა მონიშნული როგორც “ყველაზე საგანგაშო” ცხელი წერტილი, რომელიც კატასტროფული პირობების წინაშე დგას: ეთიოპია, ნიგერია, სამხრეთ სუდანი, იემენი, ავღანეთი და სომალი. მოხსენების მიხედვით, ამ ქვეყნებში 750,000 ადამიანს შიმშილი და სიკვდილი ემუქრება. მათგან 400,000 ეთიოპიის ტიგრეის რეგიონშია, რაც სომალის 2011 წლის შიმშილის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია, განაცხადეს გაეროს სააგენტოებმა.

აპრილში ჯანდაცვის რეგიონული სახელმწიფო ორგანოების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც შეაფასა „Associated Press“-მა, ტიგრეის რეგიონში არასრულფასოვანი კვების შედეგად 5 წლამდე ასაკის მინიმუმ 1900 ბავშვი გარდაიცვალა. დასავლეთ ტიგრეი, რომელიც მეზობელი ამჰარას რეგიონის ძალების კონტროლის ქვეშაა, ამ კვლევაში არ იყო ჩართული.

გაეროს სურსათის სააგენტოების ორშაბათის ანგარიშში ნათქვამია, რომ კონგო, ჰაიტი, საჰელის რეგიონი, სუდანი და სირია რჩება “ძალიან დიდი შეშფოთების მიზეზად” და აღნიშნა, რომ კენია ამ სიაში ახალი ქვეყანაა.

ცხელი წერტილების ქვეყნების სიას შეუერთდნენ შრი-ლანკა, ბენინი, კაბო- ვერდე, გვინეა, უკრაინა და ზიმბაბვე; ხოლო ტერიტორიები, რომლებიც საკვების მუდმივ დეფიციტს განიცდიდა, მოიცავდა ანგოლას, ლიბანს, მადაგასკარსა და მოზამბიკს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ანუკი კვეკვსქირი

წყარო : www.nbcnews.com

ნახვები : 128 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
შემდეგი პოსტი
ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,