GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს სასმელი წყლის ხარისხზე

Homepage მსოფლიო კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს სასმელი წყლის ხარისხზე
მსოფლიო, შემეცნებითი

კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს სასმელი წყლის ხარისხზე

ოქტომბერი 30, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
842 ნახვა
ნახვები : 151

●    წყლის რეზერვუარებში სასმელი წყლის ხარისხი  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

●    ტყის მასიური კვდომა დრამატულად პროგრესირებს ,რაც სასმელი წყლის ხარისხის და რაოდენობის პრობლემას ქმნის .

კლიმატის ცვლილების გამო წყლის რაოდენობასთან ერთად საფრთხე ექმნება მის ხარისხს. წყალსაცავებში დარეზერვებული წყალი სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს და მისი ხარისხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჰარცის რეგიონში რაპბოდეს წყალსაცავის მოდელის შესწავლისას, ჰელმჰოლცის გარემოსდაცვითი კვლევის ცენტრის (UFZ) მკვლევარმა ჯგუფმა აჩვენა, თუ როგორ ცუდი  გავლენა შეიძლება იქონიოს გერმანიის უდიდესი სასმელი წყლის წყალსაცავის აუზის ზონაში წყლის ხარისხზე კლიმატთან დაკავშირებულმა ტყეების გაქრობამ.

კლიმატის ცვლილების ასეთი არაპირდაპირი შედეგებით შექმნილი პრობლემა სერიოზულად არ არის შეფასებული, გვაფრთხილებენ მეცნიერები Water Research-ში. წყლის ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით სასმელი წყლის რეზერვუარებისთვის, რადგან წყალსაცავში არსებული წყალი  მუდმივად უნდა აკმაყოფილებდეს მაღალ სტანდარტებს.

სითბური ტალღები, გვალვა, წყალდიდობა, ტყის ხანძარი – კლიმატის ცვლილების შედეგები იზრდება და ცვლის ჩვენს გარემოს. მთავარი მაგალითია აღმოსავლეთ ჰარცის რეგიონში რაპბოდეს წყალსაცავის წყალშემკრები რაიონი. ეს არის უდიდესი რეზერვუარი გერმანიაში, რომელიც სასმელი წყლით უზრუნველყოფს დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს.

გვალვის ხანგრძლივმა პერიოდებმა(2015 წლიდან 2020 წლამდე) იმდენად შეასუსტა ხეების პოპულაცია აღნიშნულ რეგიონში, რომ პარაზიტებმა, როგორიცაა ქერქის ხოჭო, გამრავლება შეძლეს. ამან კიდევ უფრო გააძლიერა ეფექტი, ხეები კიდევ უფრო დაზიანდა და სწრაფად გახმა. „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რაპბოდეს წყალშემკრებმა ზონამ, რომელსაც ახასიათებს წიწვოვანი ტყის მასივი (ძირითადად ნაძვი), დაკარგა ტყის 50 პროცენტზე მეტი“, ამბობს UFZ-ის ჰიდროლოგი და ბოლო ავტორი პროფესორი მაიკლ როდი. „ტყის ეს მასიური კვდომა სწრაფად პროგრესირებს და სიტუაცია მეტად  დრამატულია. შესაბამისად, ცუდი შედეგი ექნება სასმელი წყლის რეზერვუარზე“.

ჰარცის რეგიონში მდებარე რაპბოდეს წყალსაცავი გარშემორტყმულია ტყეებით და სასმელი წყლის უდიდესი რეზერვუარია გერმანიაში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და ანა ახალაძე

წყარო : www.enn.com

31 ოქტომბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ფერადი მგალობელი ფრინველებით ვაჭრობა ზოომაღაზიებში მრავალ სახეობას გადაშენების პირას აყენებს
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გააძლიეროს კლიმატური ცვლილების მავნე ზეგავლენა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,