კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, დიზელის საწვავის გამონაბოლქვი კანცეროგენულია
ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოსთან (IARC) თანამშრომლობით ჯერ კიდევ 2012 წელს დაადგინა, რომ დიზელისსაწვავის გამონაბოლქვი პირველი ჯგუფის კანცეროგენია, რაც ნიშნავს, რომ იგი ადამიანებში ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის რისკს ზრდის.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში დაფუძნებულმა დიზელის ტექნოლოგიის ფორუმმა (Diesel Technology Forum) სააგენტოს კვლევის გამოქვეყნებამდე წარადგინა ანგარიში დიზელის ქიმიურად სუფთა შემადგენლობისა და მისგარემოზე უმნიშვნელო ზეგავლენის შესახებ. IARC-ის მკვლევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ ზემოხსენებულ ანგარიშზე მისი ბუნდოვანი არგუმენტებისგან გამომდინარე, თუმცა აღნიშნეს, რომ სააგენტომ კვლევისათვის შეისწავლა მანამდე არსებული არაერთი ნაშრომი და მსგავსი ფაქტების შესახებ, რომლებიც დიზელის ტექნოლოგიის ფორუმმა წარმოადგინა, ინფორმაცია არ შეხვედრია.
2018 წელს კანადაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიზელის ძრავის გამონაბოლქვით გამოწვეული ფილტვის კიბოს შემთხვევების ძირითადი მიზეზი ჰაერში გამონაბოლქვის მავნე ნივთიერებათა დაბალი კონცენტრაცია იყო. შედეგების წარმდგენის შემდგომირეკომენდაცია გულისხმობდა დიზელის ძველი ძრავის მქონე მანქანების გამოყენების მაქსიმალურად შემცირებას.
ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევა, რომელიც 2020 წლის ნოემბერში ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და მასში შემავალი სხვადასხვა ორგანოს მიერ ჩატარდა, აღნიშნავს, რომ პროფესიონალი მძღოლები, რომლებსაც რუტინულად უწევთ ავტომობილების ტარება, სიცოცხლისთვის სახიფათო რისკის ქვეშ არიან დიზელის ძრავის მქონე ტრანსპორტის მართვით.
დიზელის გამონაბოლქვის პრობლემას ყველაზე დიდი გავლენა აქვს ტაქსის მძღოლებზე. შემდეგი ჯგუფებია კურიერები, ავტობუსისა და გადაუდებელი დახმარების სერვისების მძღოლები.
პროფეისონალი მძღოლების 11,500 სამუშაო საათის ანალიზის შემდეგ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ისინი ავტომობილის ტარებისას ჰაერის ყოველ 1 კუბური მეტრზე 4,1 მიკროგრამ შავი ფერის ნახშირბადს სუნთქავენ, რაც თითქმის ოთხჯერ მეტია, ვიდრე იგივე მაჩვენებელი სახლის პირობებში – 1,1 მიკროგრამი. მათთვის, ვისი სამუშაო გარემოც ოფისში მუშაობას გულისხმობს, ნახშირბადის კონცენტრაცია დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ზემოხსენებული მაჩვენებელი სახლის პირობებში. ქალაქში კი შავი ნახშირბადის კონცენტრაცია განსაკუთრებით საცობების დროს იზრდება.
გამონაბოლქვის შემცველობა
დიზელის ძრავის გამონაბოლქვი შედგება 2 ნაწილისგან – აირი და ჭვარტლი. ორივე მათგანი, თავის მხრივ, სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს.
დიზელის გამონაბოლქვის აირადი ნაწილის შემცველობაში შედის ნახშირბადის დიოქსიდი, ნახშირბადის მონოოქსიდი (მხუთავი აირი), აზოტოვანი ოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის ოქსიდი და ნახშირწყალბადი.
ჭვარტლი კი ძირითადად ნახშირბადის, ორგანული მატერიალებისა და მეტალის ნაწილაკებისგან შედგება.
გავლენა ჯანმრთელობაზე
დიზელის გამონაბოლქვს მყისიერი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე თვალებისა და სასუნთქი სისტემის გაღიზიანების, ალერგიული რეაქციის, თავის ტკივილისა და გულძმარვის შეგრძნების გამოწვევით.
მისი კანცეროგენული თვისებების შესახებ კვლევა, IARC-ის გარდა, აშშ-ის კიბოს ეროვნულმა ინსტიტუტმაც ჩაატარა, რომელმაც დაადგინა, რომ მიწისქვეშა მაღაროში მომუშავე ადამიანებში დიზელის გამონაბოლქვის გავლენის შედეგად ფილტვის კიბოთი გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალი იყო.
აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს
This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.
სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე
წყარო : www.ohsrep.org.au