GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

იცოდით, რომ საღეჭი რეზინის უმეტესობა პლასტმასას შეიცავს?

Homepage შემეცნებითი იცოდით, რომ საღეჭი რეზინის უმეტესობა პლასტმასას შეიცავს?
შემეცნებითი

იცოდით, რომ საღეჭი რეზინის უმეტესობა პლასტმასას შეიცავს?

ივნისი 28, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1374 ნახვა
ნახვები : 824
  • სინგაპურში საღეჭი რეზინით გამოწვეული დანაგვიანება ერთ-ერთ უმთავრეს ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენდა ჯერ კიდევ 1992 წელს, მთავრობამ მის აღმოსაფხვრელად საღეჭი რეზინის ყიდვა-გაყიდვაც კი აკრძალა.

 

  • ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში, მოსახლეობა საღეჭ რეზინად მასტიკის ხის ფისს გამოიყენებდა. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის შედეგად, ქიმიკოსებმა გამოიმუშავეს სინთეტიკური საღეჭი ნივთიერება, რომელმაც ხის ფისის ბუნებრივი საღეჭი ჩაანაცვლა.

 

  • საღეჭი რეზინის საფუძვლად გამოიყენებენ პლასტმასა და სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, პოლიეთილენს, რომელიც აგრეთვე ერთჯერად პარკების / პოლიეთილენის ჩანთების, ერთჯერადი ბოთლების დასამზადებლად გამოიყენება.

ძალიან ბევრი საშუალო სკოლის მოსწავლისათვის, საღეჭი რეზინი აუცილებელ მოთხოვნილებადაა ქცეული. მაგრამ რა მოხდება, თუ კი ადამიანები, როგორც ზრდასრულები, აგრეთვე პატარები, დაფიქრდებიან, თუ რისგან მზადდება საღეჭი რეზინი?

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად, საღეჭ რეზინს არ ვყლაპავთ, ის ორგანიზმისთვის მაინც  საკვებად, საჭმელად ვარგისად აღიქმება. მომხმარებლებმა სავარაუდოდ იციან, რომ  ეს წებოვანი, სუნთქვის-გამაგრილებელი შემადგენლობა, მისი არომატები თუ შეფერილობა უმეტესად ხელოვნურადაა მიღებული. მიუხედავად ამისა, არც თუ ისე ბევრი ადამიანი ინტერესდება მისი შემადგენლობით. არავინ სვამს კითხვას, „საღეჭი რეზინის მიღების დროს, მე პლასტმასას ვღეჭავ?“

კითხვა ზედაპირულად თუ ვუპასუხებთ, დიახ, ის შეიცავს პლასტმასას. „საღეჭის საფუძვლად“ (gum base) ძირითადად სწორედ პლასტმასას ინგრედიენტია, სწორედ ის აძლევს საღეჭ რეზინს „ღეჭვადობას“. უმეტეს შემთხვევაში საღეჭი რეზინის საფუძვლად გამოიყენებენ პლატმასასა და სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, პოლიეთილენს, რომელიც აგრეთვე ერთჯერად ცელოფანის პარკების / პოლიეთილენის ჩანთების, ერთჯერადი ბოთლების დასამზადებლად გამოიყენება.

ისლანდიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 85 %-მა არ იცის, რომ საღეჭი რეზინი პლასტმასას შეიცავს. არ არის გასაკვირი, რომ საღეჭ რეზინში პლასტმასის შემცველობა გარემოსთვის საზიანოა. საღეჭი ნივთიერება, რომელსაც საღეჭი რეზინი შეიცავს, ნიადაგზე, მიწაზე მოხვედრის შემთხვევაში, რაც არც თუ იშვიათია, მაგალითად, ქვეითთა გზებზე, გამოყოფს მიკროპლასტიკს, რომელიც სადინარებით ოკეანეში ხვდება და მას აბინძურებს. სინგაპურში, მაგალითად, საღეჭი რეზინით გამოწვეული დანაგვიანება ერთ-ერთ უმთავრეს ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენდა ჯერ კიდევ 1992 წელს,  როდესაც მთავრობამ მის აღმოსაფხვრელად საღეჭი რეზინის ყიდვა-გაყიდვა აკრძალა.

ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იჩემებდნენ რომ საღეჭი რეზინი სასიამოვნოა, გასაჯანსაღებელია პირის ღრუსთვის. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში, მოსახლეობა საღეჭ რეზინად მასტიკის ხის ფისს გამოიყენებდა. მოგვიანებითა, მეორე მსოფლიო ომის შედეგად, ქიმიკოსებმა გამოიმუშავეს სინთეტიკური საღეჭი ნივთიერება, რომელმაც ხის ფისის ბუნებრივი საღეჭი ჩაანაცვლა.

ყოველწლიურად, საშუალოდ 374 მილიარდი საღეჭი რეზინი მზადდება, რასაც დაახლოებით $5 მილიარდი დოლარი შემოაქვს ეკონომიკაში. საბედნიეროდ, არსებობს ეკო-მეგობრული ალტერნატივები, რომლებიც საღეჭი რეზინის მოყვარულთ საშუალებას აძლევს, მოიხმარონ ისე, რომ გარემო არ დააზიანონ.

ისეთი ბრენდები, როგორიცაა Simply Gum, The Humbe Co, პლასტმასას არ შეიცავს, ისევე, როგორც Glee Gum.

ოდრი ნაკაგავა, მხარდამჭერი და შემქმნელია ეკო-საათების. ის მედისონის უნივერსიტეტის სტუდენტია, შეისწავლის მედიას, ხელოვნებასა და დიზაინს, რაც აგრეთვე, თანა კვეთაშია ჟურნალისტიკასთან.  ის ამზადებს გადაცემებს კულტურის სფეროში და წერს სხვადასხვა მიმოხილვებს იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს მაგალითად გონებრივ სიჯანსაღესა და გარემოს. ის აგრეთვე კოვიდ-19 – თან დაკავშირებულ საკითხებსაც შეისწავლიდა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნანუცა კიკნაძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
6 ქალაქი, რომლებიც წყალდიდობის მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფებიან
შემდეგი პოსტი
EBRD თბილისისთვის ავტობუსების შესაძენად €83-მილიონიანი სესხის გაცემას განიხილავს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,