GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ჰიდროელექტროსადგურები ამაზონიის კუნძულების ბინადრების გადაშენებას იწვევს

Homepage მსოფლიო ჰიდროელექტროსადგურები ამაზონიის კუნძულების ბინადრების გადაშენებას იწვევს
მსოფლიო, შემეცნებითი

ჰიდროელექტროსადგურები ამაზონიის კუნძულების ბინადრების გადაშენებას იწვევს

ოქტომბერი 7, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
672 ნახვა
ნახვები : 27
  • გაუტყეურება, ჰაბიტატის დაკარგვა ან შემცირება, ესენია ბიომრავალფეროვნების ხანგრძლივი კრიზისის მიზეზები.
  • დეგრადაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ჰიდროელექტროსადგურებია.
  • მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს ამაზონიის ტყეებში და 608 სახეობის ბინადრობის არეალი გადაამოწმეს ე. წ. ქსელის თეორიის მეთოდით.

 

ტყეების გაჩეხა, ჰაბიტატის (ცოცხალი ორგანიზმებისთვის საჭირო არეალის) დაკარგვა და ფრაგმენტაცია, უშუალოდ უკავშირდება ერთმანეთს და  ბიომრავალფეროვნების მზარდ კრიზისს იწვევს, ხოლო მიმდინარე დეგრადაციაში დიდწილად ჰიდროელექტროსადგურებია  დამნაშავე. დაბლობში მდებარე ტროპიკულ ტყეებში, მდინარის მილებში მოქცევა, როგორც წესი, ტბორავს ტყის ტერიტორიას, ხოლო უფრო შემაღლებულ ადგილას მდებარე ტყის მასივები იზოლირებულები რჩებიან  კუნძულოვანი ნაკვეთების  სახით.

მეცნიერებმა არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, პორტუგალიიდან და ბრაზილიიდან, ახალ კვლევაში გამოიყენეს ქსელური თეორია, რათა გაეგოთ, თუ რა გავლენას ახდენს ბინადრობის იზოლირებული არეალის ფრაგმენტაცია ტროპიკული ტყეების ბიომრავალფეროვნებაზე. ეს მიდგომა განიხილავს ბინადრობის სხვადასხვა არეალებს, როგორც დაკავშირებულ ერთეულებს მთელი ლანდშაფტის ფარგლებში და მოიცავს „სახეობა-ბინადრობის არეალის“ ქსელს.

კვლევა „სახეობა-ჰაბიტატის ქსელების წარმოქმნილი თვისებები კუნძულოვან ტყის ლანდშაფტში“ გამოქვეყნდა ჟურნალში  “Science Advances”.

ავტორებმა შეისწავლეს ჰაბიტატის 22  ნაკვეთი, რომელშიც შედიოდა ტყით დაფარული კუნძულები  და ხშირი ტყის სამი ნაკვეთი, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურ ბალბინას რეზერვუარის გავლენით წარმოიქმნა. ეს ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია სამხ. ამერიკაში. 608 გამოკვლეული სახეობას შორის 8 ბიოლოგიური ჯგუფის წარმომადგენელი იყო: დიდი და საშუალო ზომის ძუძუმწოვრები, მცირე ზომის ძუძუმწოვრები (რომლებსაც ფრენა არ შეუძლიათ), ქვეტყის ფრინველები, ხვლიკები, ბაყაყები, ფუნდურები და ფუტკრები.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ანა ახალაძე

წყარო : www.enn.com

10 ოქტომბერი 2022 წელი.

 


წინა პოსტი
მკვლევრები გვაფრთხილებენ გულის ჯანმრთელობის პოტენციური საფრთხეების შესახებ ექსტრემალური ამინდის გამო
შემდეგი პოსტი
თანამედროვე დათბობა ყველაზე ძლიერია, ბოლო 7000 წლის განმავლობაში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,