გლობალურმა დათბობამ ცენტრალურ გრენლანდიამდეც მიაღწია
2001-2011 წწ.-ში გრენლანდიის ყინულოვანი ფარის უმაღლეს წერტილებში ტემპერატურამ 1,5°C-ითმოიმატა. ბოლო ათასი წლის განმავლობაში, ესყველაზე თბილი ათწლეულია რეგიონში.
გრენლანდიაში 2001–იდან 2011 წლამდე პერიოდი ყველაზე თბილი ათწლეული იყო ბოლო ათასწლეულის მანძილზე. მეოცე საუკუნესთან შედარებით, ამ წლებში ტემპერატურა 1.5°C-ით მაღალი იყო – ეს ჟურნალ „Nature”-თან საუბრისას ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის (Alfred Wegener Institute) მკვლევრებმა აღნიშნეს. მათ მასშტაბური კვლევა ჩაატარეს გრენლანდიური ყინულოვანი ფარის სინჯებზე და მოახერხეს ბოლო 1000 წლის განმავლობაში ტემპერატურული ცვლილებებისა და ყინულის დნობის დინამიკის რეკონსტრუქცია. ამ კვლევის თანახმად, დღევანდელი გლობალური დათბობის გავლენა ჩრდილოეთ და ცენტრალურ გრენლანდიაში შემაშფოთებელია.
გრენლანდიის ყინულოვანი ფარი დედამიწის ეკოსისტემაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მასში დაახლოებით 3 მლნ კუბური კილომეტრი წყალია, რომლის გადნობა და ზღვის დონის ამაღლება კრიტიკულ საშიშროებას წარმოადგენს მთელი პლანეტისთვის. პროგნოზების თანახმად, თუ მსოფლიოს მასშტაბით არ შემცირდება გამონაბოლქვების ოდენობა, 2100 წლისთვის ყინულოვანი ფარის დნობა ზღვის დონის 50 სანტიმეტრითმატებას გამოიწვევს. მრავალი წლის განმავლობაში,სანაპიროს გაყოლებაზე არსებული მეტეოსადგურებიტემპერატურის მატებას აფიქსირებდნენ. თუმცა, გრძელვადიანი დაკვირვების არარსებობის გამო,გლობალური დათბობის გავლენა 3000 მ-ის სიმაღლის ყინულის საფარზე გაურკვეველი რჩებოდა. „Nature”–ში გამოქვეყნებულ ახლანდელ კვლევაში, რომელსაც ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტისა და პოლარული და საზღვაო კვლევის ჰელმჰოლცის ცენტრის ექსპერტები წარმოგვიდგენენ, მკაფიო მტკიცებულებებია, რომ გლობალური დათბობის ეფექტებმა მიაღწია შორეულ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ გრენლანდიის მაღალმთიან რეგიონებამდეც.
„ყინულის სინჯები, რომლებიც ჩვენ გამოვიკვლიეთ, მოიცავს 1000-იდან 2011 წლამდე პერიოდს. მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2001-2011 წწ.-ის დათბობა მკვეთრად განსხვავდება წინა პერიოდებში დაფიქსირებული ბუნებრივი ტემპერატურული ცვლილებებისგან. მართალია, კარგის მოლოდინი არ გვქონდა, მაგრამ მაინც გავოცდით, თუ რაოდენ თვალსაჩინო აღმოჩნდა ეს განსხვავება,“ – განაცხადა დოქტორმა მარია ჰიოროლდმა, AWI-ის გლაციოლოგმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა. AWI–სა და კოპენჰაგენის ნილსბორის სახ. ინსტიტუტის კოლეგებთან ერთად, დოქტ.ჰიოროლდმა გამოიკვლია სპეციალური ექსპედიციისდროს ჩრდილოეთ და ცენტრალურ გრენლანდიაშიაღებული ყინულის სინჯების იზოტოპური შემადგენლობა.
გლობალური ტემპერატურის ზრდის მიუხედავად, 1990-იან წლებში ჩატარებული ექსპედიციის დროს მოპოვებულ ყინულის სინჯებში დათბობის ნიშნები ასე მკვეთრად არ იკვეთებოდა. ამის მიზეზი იყო რეგიონში კლიმატის ბუნებრივი ცვალებადობა.
AWI–ის მკვლევრებმა გააფართოვეს 2011-2012 წლისზამთრამდე არსებული მონაცემები და მოახდინესტემპერატურათა რეკონსტრუირება ყინულში ჟანგბადის სტაბილური იზოტოპების კონცენტრაციის გაზომვის უნიკალური მეთოდით. წინა კვლევები ეყრდნობა სხვადასხვა კლიმატურ არქივებს და აერთიანებს ტემპერატურათა რეკონსტრუქციის შედეგებს, რითაც უფრო მკაფიო ხდება ბუნებრივი ცვალებადობის მაჩვენებელი.
მკვლევრებმა ასევე გამოიკვლიეს ყინულის დნობის დინამიკაც. გრენლანდიაში დნობა 2000-იანი წლებიდან დაჩქარდა და ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა მსოფლიო ოკეანეში წყლის დონის ზრდაზე. „გავოგნდით, როცა დავინახეთ კავშირი ტემპერატურის ზრდასა და გრენლანდიის მასშტაბით დამდნარ ყინულის მასებსშორის,“ – ამბობს მარია ჰიოროლდი.
იმისათვის, რომ დაედგინათ კავშირი მაღლობებისტემპერატურებსა და ყინულოვანი ფარის საზღვრების დნობას შორის, მკვლევრებმა გამოიყენეს 1871 წლიდან 2011 წლამდე მოპოვებული რეგიონული კლიმატის მოდელის მონაცემები და ასევე, 2002 წლიდან 2021 წლამდე დაფიქსირებული, სატელიტის დაკვირვებებით გამოვლენილი ცვლილებები. ეს მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზაა კლიმატის მკვლევართათვის: ის მკვლევრებს საშუალებას აძლევს, წარსული გამოცდილების შედეგად დაადგინონ ზღვის დონის სამომავლო მატება, ეს კი გაამარტივებს მასთან ადაპტაციას.
კვლევაში არსებული კიდევ ერთი გასაოცარი აღმოჩენა: გრენლანდიის ყინულოვანი ფარი ძალიან განსხვავდებაარქტიკის დანარჩენი ნაწილებისგან. ამის დამტკიცება შესაძლებელია საერთო არქტიკული ტემპერატურის რეკონსტრუქცია „არქტიკა 2k”-სთან მარტივი შედარებით.„არქტიკა 2k” საკმაოდ ზუსტ მონაცემებს იძლევა ტემპერატურულ ცვლილებებზე ცირკუმპოლარულ რეგიონში, მაგრამ არ ასახავს ცენტრალური გრენლანდიის სიტუაციას. „ჩვენი რეკონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ ტემპერატურის ცვლილებები ცენტრალურ გრენლანდიაში, რასაც საკუთარი დინამიკა ახასიათებს,“ – ამბობს პროფესორი თომას ლეპლე, AWI-ის კლიმატოლოგი და კვლევის თანაავტორი. „სინამდვილეში ველოდით, რომ დროის ესმონაკვეთები ძლიერ შეიცვლებოდა არქტიკის რეგიონის დათბობასთან მიმართებაში,“– აცხადებს ლეპლე. თუმცა მეცნიერებს აქვთ ამ განსხვავებათა ახსნაც: ყინულოვანი ფარი რამდენიმე კილომეტრის სისქისაა; მისი სიმაღლისგამო, გრენლანდია უფრო მეტად განიცდის ატმოსფერული ჰაერის მასების ცირკულაციის გავლენას, ვიდრე არქტიკის დანარჩენი ნაწილები. ლეპლეს თქმით, არქტიკაში კვლევების ჩატარებისას, ტემპერატურული ცვლილებების დინამიკის ასახვისთვის საჭიროათითოეული რეგიონის თავისებურებების გათვალისწინება.
სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და ლილიან მეტრეველი
წყარო : www.awi.de
3 ივლისი 2023 წელი