GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

გლობალური ტემპერატურის სწრაფი ზრდა მიწის ნაყოფიერებას ამცირებს

Homepage მსოფლიო გლობალური ტემპერატურის სწრაფი ზრდა მიწის ნაყოფიერებას ამცირებს
მსოფლიო

გლობალური ტემპერატურის სწრაფი ზრდა მიწის ნაყოფიერებას ამცირებს

აპრილი 28, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
249 ნახვა

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 1960-იანი წლებიდან მოყოლებული ტემპერატურის მკაფიო ზრდის უწყვეტი პროცესი სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწის ნაყოფიერებაზე უარყოფითად მოქმედებს.

ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა, სასუქების გამოყენებამ და საერთაშორისო ვაჭრობამ განაპირობა ის, რომ კვების მრეწველობამ შეძლო მსოფლიო მოსახლეობის საკვებზე მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა დღემდე მილიონობით ადამიანი შიშმილობისთვისაა განწირული.

გამოცემა ,,Nature Climate Change” აქვეყნებს მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც მიწის ნაყოფიერება 21%-ით ნაკლებია იმ შემთხვევასთან შედარებით, როდესაც ნიადაგი ადამიანური საქმიანობებისთვის არ გამოიყენება.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსალოდნელია მსოფლიო მოსახლეობის 9 მილიარდ ადამიანამდე გაზრდა, გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ დაადგინა, რომ კვების სექტორმა წარმოება 70%-ით უნდა გაზარდოს, მათ შორის მარცვლეულის წარმოება წელიწადში 1 მილიარდი ტონით, ხოლო ხორცპროდუქტების წარმოება – 200 მილიონი ტონით.

ამავდროულად მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ტემპერატურის ამგვარი ზრდა კაცობრიობისათვის საშიშია.

,,უარყოფითი გავლენა იმაზე დიდია, ვიდრე მოველოდით. ყველაზე მეტად საყურადღებოა ის, რომ ცვლილება სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელსაც დეკადები სჭირდება, ტემპით ჩამორჩება ტემპერატურის მატების სწრაფ პროცესს“, – ამბობს არიელ ორტიზ-ბობეა, კორნელის უნივერსიტეტის ეკონომისტი, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას.

კვლევის ფარგლებში მიწის პროდუქტიულობა სხვადასხვა გზით გაიზომა – ნიადაგის ადამიანის ხელით დამუშავება, სასუქებით გაჯერება და ტექნოლოგიის გამოყენება. მიღებული მოსავალი შეადარეს იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ამ პროცესზე.

მიუხედავად იმისა, რომ საკვების წარმოება ბოლო წლებში მომატებულია, ასევე იმატებს გვალვისა და ექსტრემალური კლიმატური პირობების რისკიც, რომლებიც ემუქრება მიწათმოქმედების სხვადასხვა კულტურას.

2019 წელს მეცნიერებმა გამოიკვლიეს 10 ტიპის მარცვლეული, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში და დაასკვნეს, რომ მაღალი ტემპერატურა ემუქრება ისეთ კულტურებს, როგორებიცაა ბრინჯი და ხორბალი. შედარებით ღარიბი ქვეყნები ამ პროცესით ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

კვების სექტორის წარმოების ინტენსიურობამ მრავალი გზით მოახდინა ცუდი გავლენა ეკოლოგიაზე, მათ შორის დიდი ფართობის მქონე ტერიტორიების გაუტყეურებით, პესტიციდების გამოყენებით, ნიადაგის ზედა ფენის გამოფიტვითა და სათბურის აირების წარმოქმნით.

,,ჩვენ გვინდა, რომ გავზარდოთ ნიადაგის პროდუქტიულობა, თუმცა ამისათვის ცუდი მეთოდი იქნება მიწისა და წყლის რესურსების გადაჭარბებული მოხმარება. საჭიროა, შეგვეძლოს მოსავლის გაზრდა ეკოლოგიისათვის ნაკლებად საზიანო გზებით“, – ამბობს ორტიზ-ბობეა.

ვესტონ ანდერსონი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი საკვების ხარისხისა და კლიმატის მიმართულებით, ამბობს, რომ ეს კვლევა ნათლად გვიჩვენებს კვების მრეწველობის პრობლემების მასშტაბურობას.

,,ცენტრალური ამერიკისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები ყველაზე მეტად განიცდიან ნიადაგის ნაყოფიერების კლებას, რაც საგანგაშოა, რადგან მოსახლეობას, რომელიც ისედაც საკმარის საკვებს ვერ აწარმოებდა, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დარტმასთანაც მოუწევს გამკლავება“, – განაცხადა ანდერსონმა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : https://amp.theguardian.com/environment/2021/apr/01/climate-crisis-global-heating-food-farming-agriculture?fbclid=IwAR2Yu62XYmiWkHM2jXhAXJ8aUstjGgIF2-J1VqA792Sc-Qtf7vK-H8f2UGc

ნახვები : 62 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
საქართველოში მზის 3 ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურება ახლა უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
  • ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
  • ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
  • ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
შაბათი, 6, აგვ
მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
ოთხშაბათი, 3, აგვ
ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
სამშაბათი, 2, აგვ
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
სამშაბათი, 2, აგვ
ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
ორშაბათი, 1, აგვ
ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
ორშაბათი, 1, აგვ
ახალი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა

Welcome back,