GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გამოვლენილია კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და გულის არათანაბარ რიტმს შორის

Homepage მსოფლიო გამოვლენილია კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და გულის არათანაბარ რიტმს შორის
შემეცნებითი, მსოფლიო

გამოვლენილია კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და გულის არათანაბარ რიტმს შორის

ოქტომბერი 27, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
981 ნახვა
ნახვები : 513
  • ახალი კვლევის თანახმად, თინეიჯერების გულებმა შეიძლება გულისცემა გამოტოვოს, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ ყოფნიდან ორი საათის განმავლობაში.
  • გულის არათანაბარმა რიტმმა შეიძლება გამოიწვიოს უეცარი კარდიული სიკვდილი, სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელ მოზარდებში.
  • რადგან ბავშვობასა და მოზარდობაში გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობა შეიძლება ზრდასრულობაშიც შეიმჩნეოდეს, ამ რისკების ხელშემწყობი ფაქტორების აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

ახალი კვლევის თანახმად, თინეიჯერების გულებმა შეიძლება გულისცემა გამოტოვოს, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ ყოფნიდან ორი საათის განმავლობაში.

პოტენციური კავშირი ჰაერის ცუდ ხარისხსა და გულის არარეგულარულ რიტმს შორის დაადგინეს პენის სახელმწიფო მედიცინის კოლეჯის მეცნიერებმა, რომელთა ნაშრომიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში „American Heart Association“.

დიდი ხანია ცნობილია, რომ დაბინძურებული ნაწილაკების შესუნთქვა ზრდასრულებში ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, მაგრამ ახალგაზრდებში ახლა პირველად გამოვლინდა კავშირი გულისცემასა და ამ ტიპის დაბინძურებას შორის.

„მიუხედავად იმისა, რომ შედარებით იშვიათია, გულის არათანაბარმა რიტმმა შეიძლება გამოიწვიოს უეცარი კარდიული სიკვდილი, სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელ მოზარდებსა და ახალგაზრდებში. ჩვენი აღმოჩენები, რომელიც ჰაერის დაბინძურებას გულის არარეგულარულ რიტმთან აკავშირებს, მიანიშნებს იმაზე, რომ მყარი ნივთიერებების ნაწილაკებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მოზრდებში უეცარი კარდიული სიკვდილის რისკს“, – თქვა ფან ჰემ, მეცნიერებათა დოქტორმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერებების ინსტრუქტორმა, პენის სახელმწიფო მედიცინის კოლეჯიდან (ჰერში, პენსილვანია).

„რადგან ბავშვობასა და მოზარდობაში არსებული გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობა ზრდასრულობაშიც შეიძლება გაგრძელდეს და სამომავლოდ გავლენა იქონიოს გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დაავადების რისკზე, საზოგადოების დიდ ინტერესს უნდა წარმოადგენდეს გულის არითმიის ცვალებადი რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი კარდიული სიკვდილი მოზარდებში,“ დასძინეს მათ.

დასკვნა გაკეთდა 322 მოზარდის ჯანმრთელობის მონაცემთა ანალიზის შემდეგ, რომელთა საშუალო ასაკი 17 წელი იყო, ცხოვრობდნენ პენსილვანიაში და მონაწილეობდნენ პენის შტატის ბავშვთა კოჰორტის კვლევაში 2002-2006 წლებში. შვიდი წლის შემდეგ მონაწილეები გადაიყვანეს შემდეგ კვლევაში, რომელიც 2010-2013 წლებში ჩატარდა. ყველა ითვლებოდა ჯანსაღად და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების დაბალი რისკის მქონედ, მათ შორის არარეგულარული გულის რითმის გამო. კვლევის ამ მეორე ეტაპზე, თითოეული მოზარდის გული შეამოწმეს მყარი ნივთიერების ნაწილაკების ზემოქმედებაზე და გადაუღეს ელექტრო კარდიოგრამა.

საერთო ჯამში, დასკვნამ აჩვენა, რომ მონაწილეთა 79%-ს ჰქონდა სულ მცირე ერთი არარეგულარული გულის რითმი, კვლევის 24 საათის განმავლობაში, ასევე, ნაადრევი პარკუჭის შეკუმშვის 5%-ით ზრდა ექსპოზიციიდან ორი საათის განმავლობაში, ყოველ 10 მკგ/კვ3-ზე PM2.5 მყარი ნაწილაკების მატებისას.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და მეგი რუსია

წყარო : airqualitynews.com

28 ოქტომბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ვატერლოოს უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს ინტერდისციპლინარულ ჯგუფს კანადური წყლის მომარაგების სისტემაში არსებული სამუდამო ქიმიკატების კვლევაში
შემდეგი პოსტი
კლიმატის ცვლილების გამო ყველაზე მეტად საფრთხე ემუქრებათ ამაზონის,აფრიკის და სამხრეთ ბორეალურ ტყეებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,