„გაერთიანებული ავიახაზები“ გეგმავს თვითმფრინავებში ნაგვისგან დამზადებული საწვავი გამოიყენოს
- „გაერთიანებული ავიახაზები“ გლობალურ კომპანიებთან იმუშავებს, რათა მდგრადი საავიაციო საწვავის მეტად მოხმარება დააფინანსოს
- დაბალნახშირბადიანი საწვავი ნაგვისგანაა დამზადებული
- მისი ნაწილია თანდათანობით აღმოჩენილი და გამოყენებული ზომებისა, რომელსაც საავიაციო ინდუსტრია იყენებს მათ მიერ მოხმარებული ნახშირბადის ნაკვალების შესამცირებლად
„გაერთიანებული ავიახაზების“ განცხადებით, მათ ითანამშრომლეს ისეთ გლობალურ კომპანიებთან როგორიცაა: „ნაიკი“ და „სიმენსი“ „ეკო-ცის გაერთიანებაში,“ რათა ამ წელს დააფინანსონ 3.4 გალონი ნაკლები ნახშირბადის შემცველი, მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენება, რომელიც ნაგვისგანაა ნაწარმოები.
მიუხედავად სიმცირისა, „გაერთიანებული ავიახაზების“ 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე მოხმარებული საავიაციო ნავთთან შედარებით, რომელიც 4.3 მილიარდ გალონი იყო, მდგრადი საწვავის გამოყენება გასამმაგდა 2016 წლის შემდეგ, როდესაც კომპანია ყოველწლიურად 1 მილიარდ გალონ საწვავს იყენებდა.
თვითმფრინავები მდგრად საწვავს 2008 წლიდან იყენებენ იმ მიზნით, რათა შეამცირონ პირდაპირი ემისიები, მაგრამ ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, ეს მხოლოდ მსოფლიო საწვავის მოხმარების 1%-ს შეადგენს.
ჩიკაგოში დაფუძნებულმა „გაერთიანებულმა ავიახაზებმა“ დაასახელა გლობალური პარტნიორებიდან 11 პარტნიორი, მაგრამ არ დააკონკრეტა ფასი ან როგორ დაეხმარება თითოეული გეგმის განხორციელებას.
„საავიაციო ტრანსსპორტი პასუხისმგებელია სათბური აირის 2-3%-ის გამოყოფაზე“ – განაცხადა ფრანგულმა საჰაერო-კოსმოსური სივრცის ასოციაციამ სამშაბათს. გარემოს დაცვითი ჯგუფების აზრით, სექტორის საერთო წვლილი უფრო მაღალია.
კორპორაციული ან კარგი შეთანხმებით „გაერთიანებულ ავიახაზებთან“ პარტნიორებში შედიან: ნაიკი, სიმენსი, პალანტირი და იაპონიის „Takeda Pharmaceutical Co.”
კომპანიამ განაცხადა, რომ პროექტი მყიდველს აძლევს გარემოზე ნაკლებად ცუდად მოქმედი ფრენის საშუალებას და მოხმარებული ნახშირბადის კომპენსირების საშუალებას. მისი დახმარებით შესაძლებელია საავიაციო საწვავისთვის უფრო მდგრადი მარკეტის შექმნა.
„ვნახავთ როგორ განვითარდება“ თქვა მთავარმა წარმომადგენელმა სკოტ კირბიმ რეპორტერებთან. „ვფიქრობ ამაზე მოთხოვნა დიდია“.
საავიაციო ინდუსტრიამ,აგრეთვე გააკეთა აქცენტი ნახშირბადის კომპენსირებაზე, რათა შემცირდეს ფრენისგან გამოწვეული გავლენა გარემოზე. ახალი ტექნოლოგიის გამოჩენის მიზანია დააკმაყოფილოს სექტორის მიზანი ნულოვანი წარმოების განახევრებით 2050 წელს 2005 წელთან შედარებით.
გარემოსდაცვითი თანამშრომლები ამბობენ, რომ ნახშირბადის კომპენსირება კლიმატის სასურველ მოდელს პირდაპირ არ ეხება და ამჟამინდელი თვითმფრინავების მიერ გამოყოფილი დაბინძურების პრობლემას ნიღბავს.
„გაერთიანებულმა ავიახაზებმა“ სხვა კომპანიებთან ერთად განაცხადა, რომ 2050 წლისთვის ნულოვანი წარმოება 100%-მდე უნდა გაზარდოს“. მათ გააკრიტიკეს ნახშირბადის კომპენსირება და გამოაცხადეს ახალი კაპიტალდაბანდება „ნახშირბადის დაჭერის“ ტექნოლოგიაში. კაპიტალი Fulcrum BioEnergy გულისხმობს მდგრადი საავიაციო საწვავის წარმოებას.
„მიუხედავად იმისა, რომ ვიცით იმაზე, რომ საფრენი აპარატი სრულიად ვერ გაუნახშირბადოვდება, არ ვაპირებთ გამოვიყენოთ ნახშირბადის კომპენსირება 100 პროცენტით გამწვანების გზად“, თქვა კირბიმ.
საავიაციო ასოციაცია „IATA” ამბობს, რომ მდგრადი საწვავით გამოწვეული გამოყოფის გავლენა 80%-ით ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი საწვავი და მხოლოდ დროებითი გამოსავალია, ვინაიდან საავიაციო კომპანიებს კვლავ არ შეუძლიათ ელექტრონულ თვითმფრინავებზე გადასვლა.
Delta Air Lines გეგმავს საავიაციო ნავთის, რომელიც კვლავ წიაღისეული საწვავია, 10%-ის მდგრადი საწვავით ჩანაცვლებას.
მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების გამოყენება თავიდან გვაცილებს საჭმლის წარმოებისგან მიწის გამოყენებას, გარემოსდაცვითი ჯგუფები როგორიცაა „Transport & Enviroment” ამბობენ, რომე ასეთი რესურსები შეზღუდულია და სხვა სექტორებისგან კონკურენციას გაუსწორდებიან.
სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქრაშვილი და სალომე აბუაშვილი
წყარო : weforum.org