GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ევროპის ისტორიული წყალდიდობა კლიმატის კრიზისმა გამოიწვია?

Homepage მსოფლიო ევროპის ისტორიული წყალდიდობა კლიმატის კრიზისმა გამოიწვია?
მსოფლიო

ევროპის ისტორიული წყალდიდობა კლიმატის კრიზისმა გამოიწვია?

სექტემბერი 7, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
678 ნახვა
ნახვები : 76
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ბელგიაში, გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში 14 და 15 ივლისს ორი თვის ოდენობის წვიმა მოვიდა
  • ”ეს მოვლენა აჩვენებს, რომ ისეთი მდიდარი ქვეყნებიც კი, როგორიც გერმანიაა, დაუცველია კლიმატის ძლიერი ზემოქმედებისგან.“
  • სამწუხაროდ ადამიანებს მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში მოუწევთ ისწავლონ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებთან გამკლავება.
  • კლიმატის ცვლილება ევროპაში შტორმების რაოდენობას გაზრდის.

 

შეერთებულ შტატებში ამ ზაფხულის ამინდის პროგნოზის სათაურებში დომინირებდა ინფორმაცია ტემპერატურის პიკური ზრდასა და ისტორიულ გვალვებზე. ივნისში ტემპერატურამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში, სადაც შედარებით ზომიერი კლიმატის მქონე ქალაქები – სიეტლი და პორტლენდი მდებარეობს. ამ ქალაქებში 108 და 116 გრადუსი ფარენჰეიტი დაფიქსირდა. ახალი ამბების სააგენტო NBC-ზე დაყრდნობით კი, გვალვამ ამერიკის დასავლეთით 1200 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ატლანტის ოკენის მეორე მხარეს კი, ევროპა სრულიად საპირისპირო პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. უკიდურესი გვალვის ნაცვლად, უდიდესი წყალდიდობა დაატყდა თავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ბელგიაში, გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში 14 და 15 ივლისს ორი თვის ოდენობის წვიმა მოვიდა, თანაც ისეთ ნიადაგზე, რომელიც უკვე საკმაოდ იყო წყლით გაჟღენთილი.

მაგრამ ზუსტად რა რაოდენობის წვიმა შეიძლება მოვიდეს ორ თვის განმავლობაში? დასავლეთ გერმანიის დიდ ნაწილში 24 საათიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ნალექი 4-დან 6 ინჩამდე ავიდა, რაც ექვივალენტურია ერთი თვის მანძილზე მოსული ნალექის ამ რეგიონში. როგორც CNN-ი იუწყება გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში – რეიფერშაიდში, კიოლნის სამხრეთით – 8.1 ინჩი ნალექი მოვიდა სულ რაღაც ცხრა საათში. წვიმა იმდენად ძლიერად, სწრაფად და დიდი რაოდენობით მოდიოდა, რომ ბევრ ადგილას წყალდიდობა, მეწყერი და მიწის ჩავარდნა გამოიწვია, შედეგად კი 125-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

„ჩვენ ვნახეთ სურათები, სადაც სახლებს ადიდებულ წყალი იტაცებს… ეს საშინელებაა“, – ნათქვამია გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პრესსპიკერის კლერ ნულისის განცხადებაში: ”ევროპა მთლიანობაში მზად არის, მაგრამ… როდესაც ექსტრემალურ მოვლენებთან გვაქვს საქმე- ორი თვის ნალექი ორ დღეში – ძალიან, ძალიან ძნელია გაუმკლავდე მას.”

სამწუხაროდ, ადამიანებს მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში მოუწევთ ისწავლონ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებთან გამკლავება. ექსპერტების განცხადებით, ეს წყალდიდობა უცილობლად გამოწვეული იყო კლიმატის ცვლილებებით და მომავალში ასეთი კატაკლიზმები კიდევ უფრო გახშირდება.

”ეს მოვლენა აჩვენებს, რომ ისეთი მდიდარი ქვეყნებიც კი, როგორიც გერმანიაა, დაუცველია კლიმატის ძლიერი ზემოქმედებისგან,” – განუცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა კაი კორნჰუბერმა National Geographic-ს. ”მე ძალიან გამიკვირდება, თუ ეს მოვლენა უბრალოდ შემთხვევით მოხდა.“

ამ პროცესში უამრავი რთული ფაქტორია ჩართული. ერთ-ერთი არის ტემპერატურა. კლიმატის ცვლილების შედეგად გლობალური დათბობის ყოველ 1.8 გრადუს ფარენჰეიტზე, National Geographic-ის ცნობით, მეცნიერები ამბობენ, რომ ატმოსფეროს შეუძლია შეინახოს დაახლოებით 7% მეტი ტენიანობა. მეტი ტენიანობა კი ნიშნავს უფრო მეტ ნალექს, შედეგად უკიდურეს წყალდიდობას, როგორც ეს ცენტრალურ ევროპაში მოხდა.

ჟურნალისტმა ჯონათან უოტსმა, The Guardian– ის გლობალური გარემოს რედაქტორმა, ასე განმარტა: „ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი გამონაბოლქვი ძრავებიდან, ტყის მასივების დაწვა და სხვა ათბობს ჩვენს პლნეტას. რაც უფრო მეტად თბება ატმოსფერო, მით უფრო მეტ ტენიანობას ინახავს. ყველა იმ ადგილას, სადაც წყალდიდობა მოხდა, გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, შესაძლოა ყოველგვარი კლიმატის ცვლილებების გარეშე ჩვეულებრივი ზაფხულის თქეში მოსულიყო, თუმცა არა ესეთი შედეგებით.“

კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტორი არის ქარიშხლის სიჩქარე. არქტიკის გაძლიერების გამო, ანუ ის ფაქტი, რომ არქტიკა უფრო სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის დანარჩენი ნაწილი, რამაც შეიძლება შეაფერხოს ამინდის ცვალებადობა ოკეანის წყლის ნაკადების ცვლილების გამო, შედეგად ქარიშხალის სიჩქარე სუსტდება და გაცილებით მეტი ნალექი მოდის.

კვლევის თანახმად, რომელიც 30 ივნისს  ჟურნალ Geophysical Research Letters გამოქვეყნდა, კლიმატის ცვლილება ევროპაში შტორმების რაოდენობას გაზრდის. მკვლევარებმა კომპიუტერული სიმულაციების საშუალებით დაადგინეს, რომ ევროპაში საუკუნის ბოლომდე ქარიშხლების რაოდენობა 14-ჯერ გაიზრდება.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ვალერი გელოვანი

წყარო : www.treehugger.com


წინა პოსტი
იტალია კრძალავს ვენეციიდან მომავალ საკრუიზო გემებს
შემდეგი პოსტი
თუ სამყარო 2050 წლისთვის ნულოვან გამონაბოლქვს მიაღწევს, ეს 74 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,