GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ესპანეთი ხილ-ბოსტნეულის პლასტიკურ შეფუთვას კრძალავს

Homepage მსოფლიო ესპანეთი ხილ-ბოსტნეულის პლასტიკურ შეფუთვას კრძალავს
მსოფლიო

ესპანეთი ხილ-ბოსტნეულის პლასტიკურ შეფუთვას კრძალავს

ოქტომბერი 25, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
316 ნახვა

პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში ესპანეთმა ახალი სამიზნე აიღო – სუპერმარკეტში ხილ-ბოსტნეულის შესაფუთად გამოყენებული პლასტიკი.

2023 წლიდან ქვეყანაში იკრძალება პლასტიკში შეფუთული პროდუქცია, თანახმად დადგენილებისა, რომელზედაც ეკოლოგიური გარდაქმნის სამინისტრო ამჟამად მუშაობს. ამის შესახებ საკითხში გათვითცნობიერებულმა წყაროებმა ოთხშაბათს ესპანურ გამომცემლობას El País-ს მოუყვნენ.

„[გვსურს,] შეფუთვის ჭარბ გამოყენებას ყველაზე ეფექტური გზით ვებრძოლოთ,” – განუცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა El País-ს და დასძინა, რომ პლასტმასის დაბინძურებამ „ყველა ზღვარს გადააჭარბა”.

The Local-ში გამოქვეყნებული ეკოლოგიური გარდაქმნის სამინისტროს მონაცემებით, პლასტიკური შეფუთვა ესპანეთში წარმოქმნის 1.6 მილიონ ტონას (დაახლოებით 1.8 მილიონი ტონა) პლასტიკურ ნარჩენებს. ამის მხოლოდ ნახევარზე ნაკლები მუშავდება.

პლასტიკურ ნარჩენებს, ხილ-ბოსტნეულის შეფუთვისგან, აპროტესტებენ გარემოსდაცვითი ჯგუფები როგორც ესპანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ესპანეთის რეფორმა, ასევე, ეთანხმება საფრანგეთის კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ხილისა და ბოსტნეულის პლასტიკურ შეფუთვას, რაც 2022 წლის იანვარში ამოქმედდება, როგორც იტყობინება Library of Congress.

ესპანეთის დადგენილება ემყარება საფრანგეთის კანონს, რომელიც კრძალავს პლასტიკის შეფუთვას მხოლოდ 1.5 კილოგრამამდე (დაახლოებით 3.3 ფუნტი) პორციებისთვის. პლასტიკური შეფუთვის აკრძალვის გარდა, დადგენილების პროექტი, ასევე, განიხილავს წყლის პლასტმასის ბოთლების გამოყენების აღმკვეთ ზომებს, საჯარო სასმელი შადრევნების მოწყობით და სხვა ალტერნატივების პოპულარიზაციით, იტყობინება El País. დეკრეტმა, ასევე, 2023 წლიდან შეიძლება საჯარო ღონისძიებებზე პლასტმასის ჭიქების დარიგება შეამციროს. საბოლოოდ, დადგენილება მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ქვეყანაში სასმელებისთვის გაყიდული პლასტმასის ბოთლების რაოდენობის 50 პროცენტით შემცირებას და უზრუნველყოფას იმისა, რომ შეფუთვის 100 პროცენტი გადამუშავებადი იყოს.

ესპანეთის ეკოლოგიური გარდაქმნის სამინისტრო ახალი ზომების განსახილველად როგორც ბიზნეს ლიდერებს, ასევე, მწვანე ჯგუფებს შეხვდა.

ჯულიო ბარეამ, Greenpeace-ის წარმომადგენელმა, El País–ს უთხრა, რომ ჯგუფმა პლასტიკური შეფუთვის აკრძალვა მოიწონა, მაგრამ ჯერ კიდევ სანახავია, თუ როგორ გამოიყენებენ ამ აკრძალვას. საერთო ჯამში, ბარეამ განაცხადა, რომ ესპანეთის მემარცხენე მთავრობას პლასტიკური დაბინძურების შესამცირებლად საკმარისი არ გაუკეთებია.

“ჩვენ ვსვამთ პლასტმასს, ვჭამთ პლასტმასს და ვსუნთქავთ პლასტმასს”, – თქვა ბარეამ.

ახალი განკარგულება, ასევე, შესაბამისობაშია ესპანეთში საზღვაო ნაგვის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურის პირველ მიმოხილვაში მოყვანილ რეკომენდაციებთან, რომელიც ამ თვის Marine Pollution Bulleten-ში გამოქვეყნდა. ნაშრომმა ესპანეთის მთელი სანაპიროს მიკროპლასტიკით დაბინძურება გამოავლინა და ჩამოაყალიბა ნაბიჯები, რომელთა წყალობითაც საერთაშორისო თუ ადგილობრივ მთავრობებს, იურიდიულ თუ კერძო პირებს, შეუძლიათ პლასტიკური ნარჩენების შემცირება.

“ჩვენი აზრით, გამოსავალი სცდება ისეთ ზომებს, როგორიცაა გადამუშავება ან ხელახალი გამოყენება, და უდავოდ გულისხმობს პლასტიკის გამოყენების შეზღუდვას, ძირითადად, ერთჯერადი პლასტიკის ხარჯზე, ისევე როგორც, მსოფლიოში მისი წარმოების მკვეთრ შემცირებას”, – იუწყებიან კვლევის ავტორები.

მათი სიტყვებით, პლასტიკური შეფუთვის ჭარბი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებლებმა საკვები, მათ შორის ხილ-ბოსტნეული, ბითუმად უნდა იყიდონ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნატალია სლეპაკოვა

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 217 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
კლიმატური საათის თანახმად მდიდარ ერებს გლობალურ გამწვანების ფონდის 90$ მილიარდი ოდენობის ვალი აქვთ
შემდეგი პოსტი
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, დიზელის საწვავის გამონაბოლქვი კანცეროგენულია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • #LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
  • რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
  • საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • #არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 2, ივნ
#LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
ორშაბათი, 29, მაი
რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
ორშაბათი, 29, მაი
საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
სამშაბათი, 16, მაი
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 15, მაი
#არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
პარასკევი, 12, მაი
დუშეთში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა არაგვის სანიტარული დაცვის ზონების საკითხზე

Welcome back,