GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ესპანელი მეღვინეები ყურძნის მტევნების დასაცავად მზის პანელებს იყენებენ

Homepage მსოფლიო ესპანელი მეღვინეები ყურძნის მტევნების დასაცავად მზის პანელებს იყენებენ
მსოფლიო

ესპანელი მეღვინეები ყურძნის მტევნების დასაცავად მზის პანელებს იყენებენ

ნოემბერი 29, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
611 ნახვა
ნახვები : 59
  • ესპანეთში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირდება აგრარულ სექტორში.
  • თანამედროვე ინსტალაცია ნაკლები ხარჯით უფრო ხარისხიან მოსავალს  გვაწვდის.
  • ინოვაციური მეთოდი ფოტოელექტრულ ენერგიასა და სოფლის მეურნეობას შორის ბალანსის შესანარჩუნებლად.

 

ვინაიდან გლობალური ღვინის ქარხნები კლიმატის ცვლილების გავლენას განიცდიან, ახალი პროექტი, სახელწოდებით „Winesolar“,  ახალ გზებს ეძებს ესპანეთში ვენახების ყურძნის დასაცავად და სუფთა ენერგიის გამოსამუშავებლად.

ესპანეთში, ბილბაოში, დაფუძნებულმა ენერგეტიკულმა კომპანია Iberdrola-მ, საღვინე ყურძნის მოსაყვანად, გვადამურში ვენახებში „თავშესაფარი“ შექმნა. თავშესაფარი დამზადებულია რამდენიმე მზის პანელით, რომლებიც გამოიმუშავებენ დაახლოებით 40 კვტ ენერგიას, რომელსაც, შემდეგში, González Byass-სა და Grupo Emperador-ის ღვინის ქარხნები იყენებენ. მზის პანელის თავშესაფარი, მცენარეების მზისგან დაჩრდილვით ან გამომზეურებით, ქმნის მიკროკლიმატს,  რომელიც მოსავლის მორწყვის შემდეგ აორთქლებას ამცირებს და  მცენარეს  მაღალი ტემპერატურისგან იცავს .

Iberdrola-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მზის ენერგიისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის გაერთიანება ახალი არ არის, ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც Winesolar პროექტს გამოარჩევს, არის ის, რომ მას ექნება PVH მოწყობილობით თვალყურის დევნების სისტემა, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს (AI) ვაზისთვის მზის პანელის ყველაზე ეფექტური პოზიციონირების დასადგენად. Techdge, IT ფირმა, მზის პანელების პროექტს ღვინის ქარხნების სასოფლო-სამეურნეო მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ვენახების სენსორები ჩაიწერენ მონაცემებს, მათ შორის, ნიადაგის ტენიანობას, ქარის პირობებს, მზის რადიაციასა და ვაზის სისქესაც კი, რათა იპოვონ მზის პანელების ოპტიმალური პოზიცია, რაც ვაზს კლიმატის ცვლილების ეფექტების წინააღმდეგ ბრძოლის შანსს გაუჩენს.

“ინსტალაცია  ხელს შეუწყობს ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებას, მიწის უფრო ეფექტურად გამოყენებას, სარწყავი წყლის მოხმარების შემცირებას და, მზარდი სიცხის ტალღების ფონზე, კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესებას“, – განმარტა Iberdrola-მ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მცირე და საპილოტეა, Iberdrola გეგმავს იდეის სხვა ესპანურ ვენახებზე განვრცობას და ამის გარდა ამისა, ესპანეთში კიდევ 1500 მეგავატის მზის პანელების დამატებას. კომპანიამ , CleanTechnica -ს ცნობით, 2022 წელს 2200 მეგავატი დაამონტაჟა, შარშან კი  – 800 მეგავატი.

პროექტი წარმოადგენს აგროელექტრო ენერგიის მიმართ მზარდი ინტერესის მაგალითს- ბალანსს ფოტოელექტრო ენერგიასა და სოფლის მეურნეობას შორის, ფერმებში მზის პანელების დამონტაჟების გზით. აგროელექტრო ენერგიის პროექტები მიზნად ისახავს მდგრადობის გაუმჯობესებასა და ფერმერობის ეფექტურობის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ახალი კონცეფცია – ის პირველად მოიფიქრეს 1980-იანი წლების დასაწყისში – ის უფრო პოპულარული ბოლო წლებში გახდა მისი პოტენციური გარემოსდაცვითი და ეკონომიკური სარგებლობის გამო.

„როცა საქმე ეხება გარემოს, აგროვოლტაიკის მთავარი სარგებელი არის ის, რომ ამცირებს სათბურის გაზების ემისიას სოფლის მეურნეობის სექტორიდან“, – წერს Iberdrola თავის ვებგვერდზე. „უფრო მეტიც, როგორც სოფლის მეურნეობისთვის, ასევე ენერგიისთვის მიწის ორმაგი გამოყენება ათავისუფლებს ზეწოლას ეკოსისტემებსა და ბიომრავალფეროვნებაზე, რომლებზეც კულტივირების ტერიტორიების გაფართოებას დიდი გავლენა აქვს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და ანა ახალაძე

წყარო : www.ecowatch.com

29 ნოემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
რა ხდება ტვინში, როცა ძალიან ცხელა?
შემდეგი პოსტი
ადგილობრივი ტყის ჭრის შეჩერება ერთადერთი გამოსავალია ნახშირორჟანგის რაოდენობის სასურველ ნიშნულამდე დასაყვანად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,