GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჩინეთის სათბურების გამოყოფილი აირები აჭარბებს განვითარებული ქვეყნების სათბურების ჯამურად გამოყოფილ დაბინძურებას

Homepage მსოფლიო ჩინეთის სათბურების გამოყოფილი აირები აჭარბებს განვითარებული ქვეყნების სათბურების ჯამურად გამოყოფილ დაბინძურებას
მსოფლიო

ჩინეთის სათბურების გამოყოფილი აირები აჭარბებს განვითარებული ქვეყნების სათბურების ჯამურად გამოყოფილ დაბინძურებას

ივნისი 12, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
731 ნახვა
ნახვები : 97

ახალი კვლევის თანახმად, ჩინეთის სათბურების მიერ გამოყოფილმა აირებმა გადააჭარბა მთელი განვითარებული მსოფლიოს მიერ გამოყოფილ მსგავს დაბინძურებას.

Rhodium Group-ის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2019 წელს მსოფლიოში გამოყოფილი სათბურთა აირების 27% ჩინეთზე მოდის.

სიაში მეორეა აშშ, რომლის მიერ გამოყოფილმა სათბურის აირებმა 11% შეადგინა. ინდოეთი კი 6.6%-ით მესამე ადგილზეა.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის შეთანხმების გარეშე ძალიან რთული იქნება სახიფათო კლიმატური ცვლილებების თავიდან არიდება.

ნიშანდობლივია, რომ გასულ 30 წელთან შედარებით, ჩინეთის მიერ გამოყოფილი დაბინძურება გასამმაგდა. ჩინეთი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს, თითო ადამიანზე გამოყოფილი სათბურის აირით მაინც ჩამორჩება ამერიკას. თუმცა, კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო 20 წელში ეს მაჩვენებელიც გასამმაგდა.

ჩინეთი გვპირდება, რომ აირების გამოყოფა არა უგვიანეს 2030-ში შეწყდება და 2060 წლისთვის მინიმალურ, თითქმის ნულოვან ნიშნულს მიუახლოვდება.

წინა თვეში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ მოწყობილ კლიმატის სამიტზე ეს დაპირება მრავალჯერ და  ხაზგასმით გაიმეორა.

“ეს უდიდესი სტრატეგიული გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს პასუხისმგებლობაზე, კაცობრიობისთვის შევქმნათ  საერთო მომავლის მქონე საზოგადოება და, ასევე, ჩვენი საჭიროებისათვის, უზრუნველვყოთ მდგრადი განვითარება,“- განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

მიუხედავად ამისა, ჩინეთი ძლიერ არის დამოკიდებული ქვანახშირის ენერგიაზე.
ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონირებს 1058 ქვანახშირის საწარმო და ქარხანა. მსოფლიოში არსებული ქვანახშირის ქარხნების ნახევარზე მეტი ჩინეთში მდებარეობს.
პარიზის შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2015 წელს მიიღეს, 197 სახელმწიფო პირობას დებდა, რომ გლობალურ დათბობას 2 გრადუსით შეამცირებდა. ჯერჯერობით, მსოფლიო ძალიან შორსაა ამ ვალდებულების შესრულებისგან.
პარიზის შეთანხმების ძირითადი ნაწილი არის “ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი” NDC. ეს არის მიზნები ჰაერის დაბინძურების შეამცირებლად.

NDC წარმოადგენს პარიზის შეთანხმების მონაწილე თითოეული ქვეყნის ვალდებულებას, შეამცირონ მათი სახელმწიფოს მიერ ჰაერის დაბინძურება და შეამსუბუქონ კლიმატური ცვლილებების გავლენები.

Climate Action Tracker-ის თანახმად, დამოუკიდებელი მეცნიერული ანალიზის მიხედვით,  რომელიც სახელმწიფოს კლიმატის მოქმედებებს მიჰყვება, ჩინეთის NDC არის “ძალიან არადამაკმაყოფილებელი” და “შეუსაბამოა 2°c-ით დაბალი გლობალური დათბობის შენარჩუნებისთვის”.

ჯონ კერი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში, წინა თვეში იმყოფებოდა ჩინეთში თავის კოლეგებთან შესახვედრად, სადაც მათ იმსჯელეს კლიმატურ ცვლილებებთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის სხვა მიზეზებით არსებული დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობებისა.

ერთობლივი განცხადების თანახმად, ორივე მხარე ითანამშრომლებს როგორც ერთმანეთთან, ასევე იმუშავებს სხვა ქვეყნებთან ერთადაც, რათა შეჩერდეს კლიმატური ცვლილებები ჰაერის დაბინძურების შემცირების გზით.

ლიდერები ერთად წარსდგებიან COP26-ზე, მნიშვნელოვანი კლიმატური ცვლილებების სამიტზე, რომელიც  ნოემბერში, გლაზგოში (დიდი ბრიტანეთი) გაიმართება. სამიტი დააჩქარებს პარიზის შეთანხმების მიზნებისკენ მიმართულ მოქმედებებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : სესილი შენგელია და მეგი რუსია

წყარო : www.bbc.com


წინა პოსტი
ბზიკი ღირებულია ეკოსისტემებისთვის, ეკონომიკისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის (ისევე, როგორც ფუტკარი)
შემდეგი პოსტი
ტესლა კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიტკოინთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,