GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ავსტრალიაში ახალი კანონის მიზანი დასაქმებულების სილიკოზისგან დაცვაა

Homepage მსოფლიო ავსტრალიაში ახალი კანონის მიზანი დასაქმებულების სილიკოზისგან დაცვაა
მსოფლიო, შემეცნებითი

ავსტრალიაში ახალი კანონის მიზანი დასაქმებულების სილიკოზისგან დაცვაა

თებერვალი 21, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
31 ნახვა
  • ავსტრალიის სამშენებლო, სატყეო, საზღვაო, სამთო და ენერგეტიკის კავშირი გეგმავს, სრულად უარი თქვას საინჟინრო ქვის გამოყენებაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავსტრალიის საკანონმდებლო ორგანო არ მიიღებს შესაბამის კანონს 2024 წლისთვის.
  • საინჟინრო ქვა ხშირად გამოიყენება სამზარეულოს დახლების დასამზადებლად, რადგან ის უფრო იაფია, ვიდრე მარმარილო. ქვის მშრალი მეთოდით დამუშავება 2018 წელს აიკრძალა კუინზლენდში, 2019 წელს – ვიქტორიას შტატში, 2022 წელს – ახალ სამხრეთ უელსში.
  • მტვრის ნაწილაკების დაავადებათა ეროვნული სამუშაო ჯგუფის 2021 წლის კვლევის მიხედვით, სამშენებლო ინდუსტრიაში 2018 წლამდე დასაქმებულთა თითქმის მეოთხედს აღმოაჩნდა სილიკოზი ან ფილტვის სხვა დაავადება.

 

ავსტრალიის სამსახურეობრივ ურთიერთობათა მინისტრმა, ტონი ბურკმა, განაცხადა, რომ სასწრაფოდ არის შესაბამისი ნაბიჯები გადასადგმელი სამშენებლო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა განუკურნებელი დაავადებისგან, სილიკოზისგან, დასაცავად.

მინისტრმა მთავრობას წაუდგინა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც კომპანიის გულგრილობა მას დააკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას დასაქმებულის გარდაცვალების შემთხვევაში. ბურკის თქმით, დაუშვებელი იყო ის ფაქტი, რომ 2022 წელსაც კი ავსტრალიელებს პროფესიული დაავადებების გაჩენისა და პოტენციურად ფატალური ფილტვის დაავადების განვითარების საფრთხე ემუქრებოდათ.

ავსტრალიის სამშენებლო, სატყეო, საზღვაო, სამთო და ენერგეტიკის კავშირი გეგმავს სრულად უარი თქვას საინჟინრო ქვის გამოყენებაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავსტრალიის საკანონმდებლო ორგანო არ მიიღებს შესაბამის კანონს 2024 წლისთვის.

კერტინის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ამჟამად არსებულ სამუშაო პირობებში 10 000 ავსტრალიელს ფილტვის კიბო განუვითარდება, ხოლო 103 000 დასაქმებული კვარცის მტვრის ორგანიზმში მოხვედრის შედეგად სილიკოზით (რაც ფილტვებში ჟანგბადის ცირკულაციის პროცესს ართულებს) დაავადდება.

საინჟინრო ქვა ხშირად გამოიყენება სამზარეულოს დახლების დასამზადებლად, რადგან ის უფრო იაფია, ვიდრე მარმარილო. ქვის მშრალი მეთოდით დამუშავება 2018 წელს აიკრძალა კუინზლენდში, 2019 წელს – ვიქტორიას შტატში, 2022 წელს – ახალ სამხრეთ უელსში.

მტვრის ნაწილაკების დაავადებათა ეროვნული სამუშაო ჯგუფის 2021 წლის კვლევის მიხედვით, სამშენებლო ინდუსტრიაში 2018 წლამდე დასაქმებულთა თითქმის მეოთხედს აღმოაჩნდა სილიკოზი ან ფილტვის სხვა დაავადება.

ბურკმა ასევე განაცხადა, რომ სამუშაო გარემოში დასაქმებულებისადმი კომპანიის გულგრილობის ბრალდების დამტკიცება ძალიან რთულ პროცედურას წარმოადგენდა, ახალი კანონით კი ბურკი იძლევა პირობას, რომ უზრუნველყოფს გულგრილი დამსაქმებლების მაქსიმალურად მკაცრი სანქციებით დასჯას.

კანონი ასევე ზღუდავს სამუშაო გარემოში არსებული დარღვევების გამო დაჯარიმებული კომპანიისთვის სადაზღვეო ანაზღაურებას.

„კანონპროექტით გათვალისწინებული სასჯელის ზომა შემაკავებელ ბერკეტს წარმოადგენს. თუ კომპანიას ექნება საშუალება, ფულადი ჯარიმა დაზღვევით აანაზღაუროს, მისთვის საკუთარი დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზიანება უბრალო ხარჯი იქნება“, – განაცხადა ბურკმა. კანონპროექტის ეს ნაწილი უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიებმა მეტი დრო და ენერგია დაუთმონ საკუთარი დასაქმებულების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.smh.com.au

22 თებერვალი 2023 წელი.

 

პუბლიკაცია მომზადებულია  ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ ორგანიზაციის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“  და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.

ნახვები : 17 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ჩვენი მომავალი ჰავა ნიადაგში ბინადარ მიკრობებზეა დამოკიდებული – რა გავლენას ახდენს მათზე კლიმატური ცვლილებები?
შემდეგი პოსტი
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,