GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ავსტრალიაში 15 მილიონზე მეტი ფუტკარი განადგურდა ვაროას ტკიპის ეპიდემიის გამო

Homepage მსოფლიო ავსტრალიაში 15 მილიონზე მეტი ფუტკარი განადგურდა ვაროას ტკიპის ეპიდემიის გამო
მსოფლიო

ავსტრალიაში 15 მილიონზე მეტი ფუტკარი განადგურდა ვაროას ტკიპის ეპიდემიის გამო

სექტემბერი 2, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
492 ნახვა
ნახვები : 101
  • დუგალდ სანდერსმა, თქვა, რომ 1533 სკაში ფუტკრები ევთანიზირებულია; ისინი ცენტრალურიდან შუა ჩრდილოეთ სანაპირომდე, ასევე ნარაბრის ჩრდილო-დასავლეთით იყვნენ განლაგებულნი. თითოეული სკა 10 000-დან 30 000-მდე ცალკეულ ფუტკარს შეიცავს, რაც დაახლოებით 15-დან 45 მილიონამდე დაიღუპა პარაზიტების გაკონტროლებისას.

 

  • ფუტკრების ევთანაზიის გარდა, მთავრობამ ასევე მათი გადაადგილება შეზღუდა, რათა თავიდან აიცილოს პარაზიტის გავრცელება. მოცემულმა გადაწყვეტილებამ მეფუტკრეების შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან აგვისტოს თვეში ისინი ნუშის დამტვერვისთვის იწყებენ მზადებას.

 

  • “ტკიპის აღმოფხვრის პროცესს ართულებს ის, რომ ჩვენ დასავლეთის ველური თაფლის ფუტკრები გვყავს, რომლებიც ბუჩქებში ცხოვრობენ, ამასთანავე რთულია მათი განლაგებაც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტკიპებისგან დაინფიცირებული  სკები  აღმოიფხვრა და განადგურდნენ,  იგივეს გაკეთება ველურ კოლონიებთან უფრო რთული იქნება”.

 

ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსში, გავრცელდა  ვაროას ტკიპა – პარაზიტი, რომელსაც ვაროას დესტრუქტორებსაც უწოდებენ.  აღნიშნული პარაზიტი მომაკვდინებელია თაფლის ფუტკრისთვის. პარაზიტი პირველად 22 ივნისს გამოჩნდა და მას შემდეგ 1500 ფუტკრის სიკვდილი გამოიწვია.

ახალი სამხრეთ უელსის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დუგალდ სანდერსმა, თქვა, რომ 1533 სკაში ფუტკრები ევთანიზირებულია; ისინი ცენტრალურიდან შუა ჩრდილოეთ სანაპირომდე, ასევე ნარაბრის ჩრდილო-დასავლეთით იყვნენ განლაგებულნი. თითოეული სკა 10 000-დან 30 000-მდე ცალკეულ ფუტკარს შეიცავს, რაც დაახლოებით 15-დან 45 მილიონამდე დაიღუპა პარაზიტების გაკონტროლებისას.

„ფუტკრები კვლავ სწრაფად მრავლდებიან, ეს არის იმის დასტური, რომ  ყველას აქვს სურვილი დარჩეს ინდუსტრიაში მას შეშემდეგაც კი, რაც ასეთი ტემპით ნადგურდებიან“ – განაცხადა სონდერსმა.

ფუტკრების ევთანაზიის გარდა, მთავრობამ ასევე მათი გადაადგილება შეზღუდა, რათა თავიდან აიცილოს პარაზიტის გავრცელება. მოცემულმა გადაწყვეტილებამ მეფუტკრეების შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან აგვისტოს თვეში ისინი ნუშის დამტვერვისთვის იწყებენ მზადებას.

” ეს არის იმის პირობა რომ ჩვენ არ გავრისკავთ მომაკვდინებელი დაავადების გადატანას იმ მხარეში, რომელიც ამჟამად საფრთხის ქვეშ არ იმყოფება“ – განაცხადა სანდერსმა. „თუ ჩვენ შევძლებთ დავადგინოთ ჭინჭრის ციების როლი დამტვერვის პროცესში, მოცემული ყველას თავს დაცულად აგრძნობინებს, ეს ფანტასტიკურია“.

მეფუტკრეები კომპენსაციას მიიღებენ ლიკვიდაციის პროცესში განადგურებული ფუტკრის, სკებისა და დამატებითი აღჭურვილობისთვის, თუმცა მთავრობა არ დათანხმდა დაფაროს მეფუტკრეების დაკარგული შემოსავლები, რომლებიც გავლენას ახდენს განადგურების შედეგებზე.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) პროფესორმა, საშა მიხეევმა (Sasha Mikheyev) Phys.org-ს განუცხადა, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ აღმოუფხვრია ტკიპა, ხოლო  ავსტრალიაში პარაზიტის გავრცელების რისკები  ჯერ კიდევ მაღალია. მან განმარტა, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსმა გავრცელებამ გამოიწვია ცვლილებები მეფუტკრეობაში, რაც მოიცავს უფრო მეტ ქიმიურ კონტროლსა და დამტვერვის მაღალ ღირებულებას.

“ტკიპის აღმოფხვრის პროცესს ართულებს ის, რომ ჩვენ დასავლეთის ველური თაფლის ფუტკრები გვყავს, რომლებიც ბუჩქებში ცხოვრობენ, ამასთანავე რთულია მათი განლაგებაც.   იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტკიპებისგან დაინფიცირებული  სკები  აღმოიფხვრა და განადგურდნენ,  იგივეს გაკეთება ველურ კოლონიებთან უფრო რთული იქნება”. – ამბობს მიხეევი.

ვაროას ტკიპები გარეული პარაზიტები არიან, რომლებიც პირველ რიგში  თაფლის ფუტკრის მატლითა და ჭუპრით იკვებებიან, თუმცა შეუძლიათ იარსებონ თაფლის მოზრდილი ფუტკრითაც. ინფიცირების ზრდა შესაძლოა რამდენიმე წელს გაგრძელდეს, ტკიპებმა კი უფრო გაურთულონ თაფლის ფუტკრებს საკვების მოპოვების შემდგომ საკუთარ სკებში დაბრუნების პროცესი. საბოლოო ჯამში ინფექცია არის წინაპირობა კოლაფსისა და თაფლის ფუტკრის კოლონის განადგურებისა.

Saunder-სი პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლისას პოზიტიურ განწყობას ინარჩუნბს. ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ინფექცია 2000-იან წლებში გამოსცადეს, ავსტრალიას საკუთარი რჩევის გაზიარების მიზნით მიმართეს, რომელიც მათ ტკიპების წინააღმდეგ გამოადგებათ.

“ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჯერჯერობით მუშაობს” ამბობს Saunders-ი. ”როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ვპოულობთ უფრო მეტ იფიცირებულ ადგილებს. თითოეული მათგანი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც კარგის მაუწყებელია. მოულოდნელი ეპიდაფეთქება ჯერჯერობით არსად არ ფიქსირდება. ყველა შემთხვევა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ეს კი მნიშვნელოვანია.“

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ახალი კვლევის თანახმად, მილიარდობით ადამიანის კვება, გათბობა და შემოსავალი პირდაპირ დამოკიდებულია 50.000 გარეულ ცხოველზე
შემდეგი პოსტი
პლასტმასის გადამუშავება არაეფექტურია, რადგან ოჯახები ამუშავებენ ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვის მხოლოდ 12%-ს წელიწადში, ნათქვამია ბრიტანულ კვლევაში.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,