GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ავსტრალია გეგმავს ეტაპობრივად აკრძალოს ერთჯერადი პარკების, საწრუპავებისა და ჭურჭლის გამოყენება 2025 წლისთვის

Homepage მსოფლიო ავსტრალია გეგმავს ეტაპობრივად აკრძალოს ერთჯერადი პარკების, საწრუპავებისა და ჭურჭლის გამოყენება 2025 წლისთვის
მსოფლიო

ავსტრალია გეგმავს ეტაპობრივად აკრძალოს ერთჯერადი პარკების, საწრუპავებისა და ჭურჭლის გამოყენება 2025 წლისთვის

მაისი 24, 2021
By GREENPOLE
1 კომენტარი
771 ნახვა
ნახვები : 56

ავსტრალიის გარემოს ყოველწლიურად დაახლოებით 13 000 ტონა პლასტმასის ნარჩენი აბინძურებს.

ავსტრალიის ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ დღემდე არსებულ ყველაზე მრავლისმომცველ გეგმაზე პლასტმასის ერთჯერადი ნარჩენების შესამცირებლად. ავსტრალიის სხვადასხვა შტატის ნარჩენების კონტროლის კანონები საერთო ეროვნული გეგმით ჩანაცვლდება, რომლის მთავარი მიზანიც ყურადღების გამახვილებაა ერთჯერადი პლასტმასის გაყიდვის შემცირებასა და უხრწნელი პლასტმასის ბიოდეგრადირებად მასალად გასაღების აკრძალვაზე.

დარენ კინდლისაიდი, ავსტრალიის ზღვის ეკოსისტემის დაცვის საზოგადოების წარმომადგენელი, ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნარჩენებთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ჯერ კიდევ არ არის მიზნის მიღწევის ვადისა და აკრძალული ტიპის ნარჩენების გარდა სხვა დეტალები ცნობილი.

სამხრეთ ავსტრალიაში, კუინზლენდსა და კანბერაში იგეგმება 2021 წლის ბოლომდე აიკრძალოს ერთჯერადი პლასტმასი, დასავლეთ ავსტრალია და ვიქტორიას შტატი კი იმავე მიზნის მიღწევას 2023 წლისთვის აპირებს. ახალ სამხრეთ უელსს, ტასმანიასა და ჩრდილოეთის შტატებს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ ნარჩენებთან ბრძოლის თავიანთი გეგმები.

შტატების გარდა, ავსტრალიის მსხვილი მწარმოებლები, მათ შორის „ნაიკი“, „მაკდონალდსი“ და „ნესტლე“, უკვე მუშაობენ მათი პროდუქციის პლასტმასის შეფუთვების ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ალტერნატივებით ჩანაცვლებაზე.

ავსტრალიაში 2019 წელს 75.8 მილიონი ტონა ნარჩენი დაგროვდა, აქედან 2.5 მილიონი ტონა პლასტმასი იყო. სამწუხაროდ, პლასტმასის მხოლოდ 9% გადამუშავდა. ყოველწლიურად სახელმწიფოში 13 000 ტონა პლასტმასის ნარჩენი წარმოიქმნება, რის გამოც, ნიუკასლის უნივერსიტეტისა და ბუნების მსოფლიო ფონდის კვლევების მიხედვით, საშუალოდ თითო ავსტრალიელის ორგანიზმში 200 მიკროპლასტმასის ნაწილი ხვდება ყოველკვირეულად.

,,პლასტმასი არა მხოლოდ აბინძურებს ჩვენს ნიადაგსა და ოკეანეებს, არამედ წამლავს ჩვენს ორგანიზმსაც“, – აცხადებს ბუნების მსოფლიო ფონდის საერთაშორისო გენერალური დირექტორი მარკო ლამბერტინი.

პლასტმასის ნარჩენების აკრძალვის რეფორმებით ავსტრალია უერთდება კანადას, ჩინეთს, საფრანგეთს, ინგლისს, რუანდასა და კენიას.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : https://www.globalcitizen.org/en/content/australia-to-phase-out-single-use-plastic-2025/?fbclid=IwAR1BuIah5DlS9UAPsSAAAbodMt3w0ZNLd04M2j0jcCqFGOEXpbf82vGsaw4


წინა პოსტი
ტემზას ნაპირებთან ჰაერის გაწმენდის პროექტი
შემდეგი პოსტი
მიკროპლასტმასი ჰაერში

1 reply added

  1. binance ნოემბერი 4, 2026 პასუხი

    Thank you for your sharing. I am worried that I lack creative ideas. It is your article that makes me full of hope. Thank you. But, I have a question, can you help me?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,