GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს

Homepage შემეცნებითი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
შემეცნებითი

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს

აგვისტო 2, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
147 ნახვა
  • ჰაერში ისეთი დამაბინძურებლების დონის მოკლევადიანი ზრდა, როგორებიცაა გოგირდის დიოქსიდი (SO2) და მყარი ნაწილაკები ≤2.5 µm, 0-4 წლამდე კორეელ ბავშვებში კავასაკის დაავადების პოზიტიური დიაგნოზის რისკებთან ასოცირდება

 

დამამტკიცებელი რეიტინგი 3 (საშუალო)

 

კვლევის მოკლე აღწერა: კავასაკის დაავადება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გულ-სისხლძარღვთა შეძენილი დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. ის ძირითადად წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრებ აზიელ ახალგაზრდებში გვხვდება. ზემოხსენებულ ჯგუფებში ავადობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად დაუდგენელი რჩება ავადმყოფობის ეტიოლოგია. ზოგიერთი მონაცემი მიუთითებს, რომ რესპირატორულმა ტრიგერებმა, როგორიცაა მტვერი, შეიძლება, გამოიწვიოს ანთებითი პროცესები სასუნთქ გზებში.

 

ქვემოთ აღწერილი კვლევის მიზანი იყო, დაედგინა კავშირი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და კავასაკის დაავადების განვითარებას შორის სკოლამდელი ასაკის კორეელ ბავშვებში. კვლევის ფარგლებში კავასაკის სინდრომით დაავადებულ 51 486 ბავშვს აკვირდებოდნენ რეგიონებიდან, სადაც ჰაერის ხარისხის მონიტორებია დამონტაჟებული. მკვლევრებმა აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი, პოზიტიური ასოციაციები კავასაკის სინდრომსა და ჰაერის დამაბინძურებლების – ≤2.5 µm მყარი ნაწილაკებისა და გოგირდის დიოქსიდის –  ზრდას შორის.

მართალია, ამ კვლევამ შესაძლებელი გახადა პოზიტიური კავშირის დაშვება ჰაერის დამაბიძურებლების მაღალ რაოდენობასა და კავასაკის სინდრომის განვითარებას შორის, კლინიკური კორელაცია შეზღუდული იყო ანთებითი პროცესების განვითარების პოზიტიური მარკერების არარსებობის გამო.

 

სიღრმისეული კვლევა [Case-Control Study]: ამ კვლევაში ჩართულნი იყვნენ პაციენტები ეროვნული სადაზღვევო სისტემიდან, რომელიც სამხრეთ კორეის თითქმის ყველა მოქალაქეს მოიცავს. მონაცემები ჰაერის დაბინძურების დონის შესახებ 2007-2019 წლებში ეკოლოგიური კვლევების ეროვნული ინსტიტუტისგან მიიღეს. მონიტორინგის 235 ადგილაზე გაზომეს შემდეგი დამაბინძურებლების კონცენტრაციის დონე ჰაერში: მყარი ნაწილაკები  10 µm (PM10) და 2.5 µm (PM2.5), ნახშირბადის მონოქსიდი (CO), აზოტის დიოქსიდი (NO2), გოგირდის დიოქსიდი (SO2) და ოზონი (O3).

აგრეთვე დაადგინეს CO-სა და O3-ის მაქსიმალური საშუალო კონცენტრაცია რვასაათიან ინტერვალში. ასოციაციების კორექტირებისთვის ასევე გააანალიზეს 510 მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული ამინდის მონაცემები საშუალო ტემპერატურისა და ნესტიანობის დონის ჩათვლით. ქეისების ანალიზისთვის კონტროლის სამ დღეს ირჩევდნენ. ეს ის დღეები იყო, როდესაც პაციენტებს კავასაკის სინდრომი დაუდასტურდათ. შესაბამისად სწორედ კვირის ამ დღეებში ყოველთვიურად ხდებოდა ჰაერის ხარისხის მონაცემთა ანალიზი.

აგრეთვე გამოიკვლიეს დაავადების დადასტურების 1-2 დღით დაგვიანების მოდელიც, რათა დაედგინათ ჰაერის დაბინძურების გავლენის კრიტიკული პერიოდი კავასაკის სინდრომის შემთხვევაში. პაციენტების უმრავლესობას (58,2%) შეადგენდნენ მამაკაცები, რომლებიც ძირითადად სეულის ცენტრალურ უბნებსა და დედაქალაქთან ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობდნენ. ჰაერის ყველა დამაბინძურებლის კონცენტრაცია, O3-ის გარდა, კვლევის მთელი პერიოდის მანძილზე იკლებდა. PM10-ისა და PM2.5-ის კონცენტრაციამ ჰაერში 47.99 და 25.04 µg/m3 შეადგინა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ანა კვეკვესქირი

წყარო : www.physiciansweekly.com

ნახვები : 102 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
შემდეგი პოსტი
ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,