GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ათასობით სერბი გაერთიანდა გარემოს დაცვის მიზნით

Homepage მსოფლიო ათასობით სერბი გაერთიანდა გარემოს დაცვის მიზნით
მსოფლიო

ათასობით სერბი გაერთიანდა გარემოს დაცვის მიზნით

მაისი 7, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
426 ნახვა

სერბეთის დედაქალაქ  ბელგრადში სერბი აქტივისტების საპროტესტო მოძრაობა დაიწყო. ისინი მთავრობისგან მოითხოვენ გარემოს დაცვას. როგორც ჩანს, დღითიდღე უარესდება ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, ამასთანავე, სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემებიც იჩენს თავს.

ათასობით ადამიანი გაერთიანდა სერბეთში პარლამენტის მთავარი შენობის წინ, დედაქალაქ ბელგრადში და ითხოვს „ეკოლოგიურ აღმასვლას“, რომლის საწინააღმდეგოდაც მიექანება დღეს ქვეყნის მდგომარეობა. საინტერესოა ისიც, რომ აქტივისტებს შორის მხოლოდ ზოგიერთს უკეთია პირბადე კოვიდ პანდემიისგან თავდასაცავად, უმეტესობა კი, მის გარეშეა.

სერბეთში განსაკუთრებით მწვავეა ნარჩენების გადამუშავების საკითხი, ჰაერის დაბინძურება, რაც გამოწვეულია ძალიან დაბალი ხარისხის ქვანახშირის გამოყენებით, ასევე, სხვა დაბინძურებებიც. მდინარეები უმეტესად მოწამლულია ტოქსიკური ნარჩენების ჩადინების გამო, რომელიც ინდუსტრიული ნარჩენების დამსახურებაა, აგრეთვე, საოცარია წყლების დაბინძურების მაჩვენებელი ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ბელგრადი, რომელიც გამოირჩევა ძალიან მოუწესრიგებელი წყლის სისტემით.

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ვუთხრათ ამ ყველაფერს „არა!“ მათ, ვინც საფრთხეში აგდებს მდინარეებს, ანადგურებს ბუნებას ყოველდღე“ – ამბობს ალექსანდრა იოვანოვიჩი, რომელიც ეკუთვნის მოძრაობას, რომლის მიზანიცაა აღკვეთოს უკვე დანერგილი ჰოდროელექტროსადგურების მუშაობა და განთავსება სერბეთის მდინარეებში.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან ბანერებიც ჰქონდათ, წარწერებით: „Cut Corruption and Crime , not Forests!“ – „აღკვეცეთ კორუფცია და დანაშაული, და არა ტყეები! “, ან „წყალი სიცოცხლეა“ და „დარგე ხე“- ეს ყველაფერი მიეძღვნა იმას, რომ წლიდან წლამდე, ბელგრადის ერთდროს ხე-ტყით დაფარულ ტერიტორიებზე ახლა ბეტონის ჯუნგლებია გაშენებული.

„ჩემი გადმოსახედიდან, დღეისათვის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ეს არის“ –  ამბობს ბოჯანა იოვანოვიჩი.

აქციის მონაწილეები მოთხოვნებია აიკრძალოს მცირე ზომის ჰიდროელექტროენერგიის გამოყენება. ასევე, ითხოვენ გარემოსდაცვითი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, სურთ უფრო მწვანე გარემო, უფრო სუფთა ჰაერი. საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება ამცირეას საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას.

რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, სერბეთის გარემოს დაცვის მინისტრმა თქვა, რომ ეს პრობლემები ახალი სულაც არ არის და დაიჟინა თითქოს, რეალურად მთავრობა ამ ყველაფრის გამოსწორებას ცდილობდეს სხვადასხვა პროექტებით, რომელიც გრძელვადიანი პერსპექტივითაა დაწყებული, ხოლო მის განხორციელებასა და მათი შედეგების ნახვას წლები სჭირდება. მოგვიანებით, ამავე მინისტრმა, ირენა ვუიოვიჩმა გამოაცხადა, რომ მისი გადმოსახედიდან ეს საპროტესტო ტალღა სინამდვილეში პოლიტიკური შინაარსის მატარებული უფრო იყო, აქციის მონაწილეებს სურდათ სწრაფი გზით თავად ჩაეგდოთ ძალაუფლების ბერკეტები ხელში და გარემოზე ზრუნვა მათთვის ნაკლებად  მნიშვნელოვანი იყო.

მთავრობის წარმომადგენლის ამგვარი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქტივისტებს ბოსნიას მოსახლეობაც შეუერთდა, ამბობდნენ, რომ მათ ყველას რეგიონი და საერთო პრობლემები აერთიანებდათ.

ბალკანეთის ერებმა უნდა შეინარჩუნონ ეს გაერთიანება გარემოს დაცვის მიზნით, დაიცვან თავიანთი უფლებები, რათა შეძლონ ევროპის კავშირში შევიდნენ 27-ე ერად. სამწუხაროდ, კორუფციისა და სხვა კრიზისების გამო, რაც 90-იანებს მოჰყვა, ბალკანეთის ქვეყნებში გარემოსდაცვითმა საკითხებმა გვერდზე ჩაიწია.

გასულ ზამთარს, ბოსნიამ და სერბეთმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული სურათებით: მდინარეები გადავსებულია პლასტმასის ბოთლებითა და ნარჩენებით.

სამწუხაროდ, რეგიონში ჯერჯერობით ნარჩუნდება გარემოს მომწავლელი ქვანახშირის წარმოება და გამოყენება. ამის ფონზე, გარემოს აქტივისტები ცდილობენ დაადანაშაულონ სერბი ავტორიტეტები იმაში, რომ ისინი თვალს ხუჭავენ იმ უბედურებაზე, რასაც ეს „უცხო ქვეყნის ინვესტორთა დანადგარები“  საბოლოოდ ქვეყანას მოუტანს.

„ეს ჩვენი ქვეყანაა! ყველას გელოდებით სიყვარულით, რუსებს, ჩინელებს, ამერიკელებს, მხოლოდ ერთი პირობით: არ უნდა მოწამლოთ ჩვენი შვილების და მათი მომავალი“ –  ამბობს იოვანოვიჩი.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ვალერი გელოვანი

ნახვები : 72 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ზღვის დონე ყველაზე სწრაფად დიდ ქალაქებში იწევს, რა არის ამის მიზეზი?
შემდეგი პოსტი
საახალწლოდ ლონდონში ნაძვის ხეების გაქირავება დაიწყეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,