GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

არის თქვენი თევზი ნამდვილი? კვლევა ზღვის პროდუქტების ინდუსტრიის თაღლითობას ააშკარავებს

Homepage მსოფლიო არის თქვენი თევზი ნამდვილი? კვლევა ზღვის პროდუქტების ინდუსტრიის თაღლითობას ააშკარავებს
მსოფლიო, შემეცნებითი

არის თქვენი თევზი ნამდვილი? კვლევა ზღვის პროდუქტების ინდუსტრიის თაღლითობას ააშკარავებს

მაისი 27, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
596 ნახვა

შეგიძლიათ თუ არა, რომ გაარჩიოთ, თქვენს თეფშზე მოთავსებული თევზი ნამდვილია თუ არა? სამუწაროდ, ამას ვერ შეძლებთ და სწორედ ეს არის პრობლემა.

გამოცემა ,,The Guarian”-მა გამოიკვლია 2018 წლიდან დღემდე ჩატარებული 44 სხვადასხვა კვლევა, რომელთა მიხედვითაც მარკეტების, რესტორნებისა და მეთევზეების მიერ გაყიდული 9000 ერთეული თევზის დაახლოებით 40 პროცენტი სხვა, არასწორ სახეობად საღდებოდა.

ასეთი შეცდომების ყველაზე მეტი შემთხვევით კანადა და აშშ ლიდერობდა, ევროპა მცირედით ჩამორჩებოდა მათ მაჩვენენებლებს. კვლევა ხაზს უსვამს, რომ ზღვის პროდუქტების ინდუსტრიაში თაღლითობა არ არის ახალი პრობლემა. 2017 წელს დადგინდა, რომ ლოს-ანჟელესის სუში რესტორნებში წარმოებული საკვების ნახევარი და 2018 წელს ნიუ-იორკის მარკეტებში ნავაჭრი ზღვის პროდუქტების 25 პროცენტი თევზის სხვა სახეობად იყიდებოდა.

,,სამთავრობო რეგულაციებისა და ტექნიკური აღჭურვილობის სამომავლო გამოყენების დაპირების მიუხედავად, პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია“ – ნათქვამია კვლევაში.

ექსპერიმენტში გამოიყენებოდა დნმ-ის შესწავლის სხვადასხვა ტექნიკა, რათა ტესტირების შემდგომ მეცნიერებს ზუსტი პასუხი მიეღოთ იმაზე, თუ რა ხვდება მომხმარებლების თეფშზე. მათ მიაკვლიეს თევზების იაფფასიან ალტერნატივას ამა თუ იმ სახეობის ოჯახიდან, მათ შორის ხშირი იყო თინუსის ,,გაყალბების“ შემთხვევა. საყურადღებო ისაა, რომ სახეობათა არევის მსგავსი შეცდომები არა შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართულია.

იყო თაღლითობის ისეთი მაგალითებიც, როდესაც თევზის დნმ ახლოსაც კი არ იყო იმ სახეობის დნმ-თან, რომლის სახელითაც იგი იყიდებოდა. იშვიათად თევზის პროდუქტში ღორის ხორციც იყო გარეული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ მსგავსი თაღლითობებისათვის ხშირად იყენებენ მარჯნის რიფების ბინადარ თევზების სახეობებს, ეს ჰაბიტატი კი ისედაც საკმარისად ზარალდება გადამეტებული თევზჭერით.

თაღლითური სქემის მომდევნო გასათვალისწინებელი ასპექტია არალეგალური თევზჭერის შემთხვევები. იმ თევზების უმეტესობა, რომლებიც მომხმარებელთა მოსატყუებლად გამოიყენება, არალეგალურად არის დაჭერილი, შესაბამისად მათი რაოდენობა არ არის აღრიცხული, რაც ხელს უშლის კვების მრეწველობის ამ სექტორის მდგრადობას.

ერთ-ერთ ბოლოდროინდელ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ზღვის პროდუქტების ამერიკული ინდუსტრიის გამჭვირვალობის გაზრდის საჭიროებას გაუსხვა ხაზი, რადგან თაღლითური შემთხვევები ამერიკის ეკონომიკას ყოველწლიურად 50 მილიარდ დოლარად უჯდება.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილს მაინც აქვს იმედი. ვანკუვერში, კანადაში, კომპანია Organic Ocean Seafood დნმ-ის ტესტირების გამოყენებით ებრძვის თაღლითობის პრობლემას. კომპანია სხვადასხვა თევზის სახეობით, მათ შორის ორაგულით, ამარაგებს ვანკუვერის მაღალი რანგის რესტორნებს და შეუძლია კიდეც იმის დამტკიცება, რომ თევზის ესა თუ ის სახეობა ნამდვილია.

,,ზოგადად, ზღვის პროდუქტების ინდუსტრიაში არეულობაა. ვიმედოვნებ, რომ დნმ ტესტირება უფრო ფართოდ გამოყენებადი გახდება, რათა თაღლითობის შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს“, – ამბობს Organic Ocean Seafood-ის დამფუძნებელი ,,The Guardian”-თან საუბრისას.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : EcoWatch

ნახვები : 244 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
კვლევის მიხედვით რეგულატორები კარგად ვერ აფასებენ ზღვის დაბინძურების ხარისხს
შემდეგი პოსტი
„გაერთიანებული ავიახაზები“ გეგმავს თვითმფრინავებში ნაგვისგან დამზადებული საწვავი გამოიყენოს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,