ახალი კვლევის თანახმად,გამონაბოლქვი ფუტკრებს და პეპლებს აბნევს.
ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურების გამო, ზოგიერთ მწერს უქვეითდება უნარი ამოისუნთქოს ყვავილის მტვერი რომლითაც იკვებება.
რედინგის უნივერსიტეტის, გაერთიანებული სამეფოს ეკოლოგიისა,ჰიდროლოგიის ცენტრის და ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევის მიხედვით, დიზელის გამონაბოლქვის არსებობამ შეიძლება მწერების რაოდენობა 90%-მდე შეამციროს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ საცდელ მცენარეებში,მაშინ როცა ჰაერი იყო დაბინძურებული ,დამტვერვის საერთო შემცირების მაჩვენებელი დაეცა თითქმის სამჯერ (31%).
დოქტორმა რობი გირლინგმა, რედინგის უნივერსიტეტის აგროეკოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, თქვა:
„ჩვენი წინა კვლევებიდან ვიცოდით, რომ დიზელის გამონაბოლქვს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს მწერებზე, მაგრამ ზემოქმედება, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ ამ კვლევის შედეგად იყო იმაზე გაცილებით დრამატული, ვიდრე ველოდით“.
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „Environmental Pollution“, იკვლევს თეორიას იმის შესახებ, რომ დამაბინძურებლები ცვლიან ყვავილების სურნელს, რაც ართულებს მათ პოვნას. რიდინგის უნივერსიტეტის გუნდის წევრების წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბინძურებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მწერების შემცირებას, რაც საკვების პოვნის გართულების შედეგია. ახალმა კვლევამ შეისწავლა, თუ როგორ მოქმედებს ჰაერის დაბინძურება სხვადასხვა დამტვერავ მწერებზე, რომელთაგან ზოგიერთის მცენარის სურნელი უფრო მეტად იზიდავს , ვიდრე სხვებს. კვლევა იყენებდა სპეციალურად შექმნილ ფუმიგაციის საშუალებას აზოტის ოქსიდების დონის დასარეგულირებლად, რომლებიც არსებობს დიზელის გამონაბოლქვში, და ოზონის ღია ველში.
მკვლევრები დააკვირდნენ გამონაბოლქვის გავლენას შავი მდოგვის (მცენარეა) მწერების მიერ დამმტვერვაზე ორი ზაფხულის განმავლობაში. მათ გამოიყენეს დაბინძურების კონცენტრაცია, რაც უტოლდება აშშ-ს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიმიტების 40-50%-ს, როგორც გარემოსთვის უსაფრთხო.თუმცა დაბინძურების დონე გაცილებით მაღალია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში.მაგალითად, 2019 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ აზოტის დიოქსიდის კანონთან შეუსაბამო დონეები დაფიქსირდა ჩრდილოეთ ინგლისის დიდ რაიონებში, მათ შორის: ჩეშირში,გეითსჰედში,სამხრეთ ინგლისში, ვილტშირის, ჩიჩესტერის ჩათვლით და სოფლად, როგორიცაა ნიუ ფორესტი. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაბინძურებულ ჰაერში მდებარე მცენარეებში დამმტვერავი მწერების ვიზიტი 62-70%-ით ნაკლები იყო. შემცირება დაფიქსირდა ფუტკრებს, ჩრჩილებს და პეპლებს შორის და იგი 83-90%-ით ნაკლები იყო.
საბოლოო ჯამში, დადგინდა რომ თესლის მოსავლიანობაზე და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით, დამტვერვა დაეცა 31%-მდე. ეს კვლევა რიდინგის უნივერსიტეტის მკვლევრების, ჰაერის დაბინძურების მწერების ჯანმრთელობაზე გავლენის და მათი გარემოსთან ურთიერთქმედების კვლევების ნაწილის გაგრძელებაა.
ჯენი ბეიტსის, ,,დედამიწის მეგობრების“ სუფთა ჰაერის კამპანიის მონაწილის თქმით ,ის დიდი ხანია ეჭვობდა , რომ ჰაერის ცუდი ხარისხი აზიანებს ფუტკრებს და ველურ ბუნებას, ისევე როგორც ადამიანის ჯანმრთელობას. ჯეინის განცხადებით გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა შეამციროს საგზაო მოძრაობის გამონაბოლქვი, დაიცვას ველური ბუნება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კლიმატი. „მათ შეუძლიათ ამის გაკეთება გზის მშენებლობის ძვირადღირებული პროგრამის გაუქმებით და დაფინანსების გადანაწილებით ქვეითი, ველოსიპედის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რათა ის უფრო საიმედო და ხელმისაწვდომი იყოს“, – თქვა ქალბატონმა ბეიტსმა.
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ანა ახალაძე
წყარო : www.forbes.com