GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Homepage მსოფლიო ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს
მსოფლიო

ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

ივლისი 16, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
554 ნახვა
ნახვები : 61

აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა ადამიანთა ფილტვებში მიკროპლასტმასას არსებობა უკვე გამოავლინა, ხოლო ახალი კვლევა ადასტურებს, რომ მიკროპლასტმასა ფრინველთა ფილტვებშიც ხვდება.

ჟურნალში Journal of Hazardous Materials გამოქვეყნებული კვლევა პირველია, რომელიც ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას არსებობას ადასტურებს. მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს ფრინველებში მიკროპლასტმასას შესაძლო არსებობის ანალიზზე, რადგან ჩიტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

„ფრინველები გარემოს მდგომარეობის მნიშვნელოვანი ინდიკატორები არიან“ — განაცხადა შეინ დუბეიმ, კვლევის თანაავტორმა და ტეხასის უნივერსიტეტის (არლინგტონი) ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორმა. „ისინი გვეხმარებიან გარემოს მდგომარეობის გაგებაში და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, კონსერვაციისა და დაბინძურების კონტროლის მიმართულებით.“

კვლევის შესასრულებლად ჯგუფმა, რომელშიც სიჩუანის უნივერსიტეტისა და ჩენგდუ ტიანფუს საერთაშორისო აეროპორტის მკვლევრებიც მონაწილეობდნენ, 51 სხვადასხვა სახეობის, 56 ფრინველის ფილტვების ნიმუშები შეაგროვა. ფრინველები ჩენგდუ ტიანფუს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე  შეაგროვეს.

ფილტვების ნიმუშების შესწავლისას, მეცნიერებმა მიკროპლასტმასას რაოდენობის დასადგენად, ლაზერული პირდაპირი ინფრაწითელი ტექნოლოგია გამოიყენეს, ხოლო ნანოპლასტიკის იდენტიფიკაციისთვის — პიროლიზური გაზქრომატოგრაფია-მასსპექტრომეტრია. ამ მეთოდების საშუალებით გუნდმა ასევე დაადგინა, თუ რა ტიპის პლასტიკური ნაწილაკები იყო ფრინველების ფილტვებში.

მკვლევრებმა მიკროპლასტმასა 51 სახეობის ყველა ფრინველის ფილტვებში აღმოაჩინეს. შედეგებმა აჩვენა, რომ საშუალოდ თითო სახეობაში 221.20 მიკროპლასტმასას ნაწილაკი იყო, ხოლო ფილტვის თითო გრამ ქსოვილში — 416.22 ნაწილაკი, რაც ფრინველების ფილტვებში პლასტმასას შემაშფოთებელ რაოდენობაზე მიუთითებს. კვლევამ 32 სხვადასხვა ტიპის პლასტმასა აღმოაჩინა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული იყო ქლორირებული პოლიეთილენი (CPE) და ბუტადიენის რეზინი (BR) — დამაბინძურებელი, რომელიც ავტომობილების საბურავებში გვხვდება.

ბუტადიენის რეზინის ნაწილაკების აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე, რომლებიც ავტომობილების საბურავებიდან გამომდინარე დაბინძურებას შეისწავლის. ცალკე კვლევაში, რომელიც 2025 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ალპებში ნანონაწილაკების დაბინძურების უმთავრესი წყარო სწორედ ავტომობილების საბურავებია. 2022 წელს გამოქვეყნებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ საბურავების მიერ გამოყოფილი ნაწილაკებით დაბინძურება, კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ავტომობილების გამონაბოლქვით გამოწვეული დაბინძურება.

მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ფრინველების ფილტვებში მიკრო და ნანოპლასტიკის მაღალი შემცველობა გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნიშანია. გუნდმა დაასკვნა, რომ მათი აღმოჩენები მიუთითებს იმაზე, რომ ფრინველები შეიძლება ბიოინდიკატორებად გამოვიყენოთ, რათა შევაფასოთ ჰაერში პლასტიკური ნაწილაკებით დაბინძურების დონე, რაც შესაძლოა სხვა ველურ ბუნებასა და ადამიანებზეც ზემოქმედებდეს.

პლასტმასითა და პლასტიკური ნაწილაკებით დაბინძურების ზრდასთან ერთად, მეცნიერები შეშფოთებულნი არიან იმით, თუ როგორ შეიძლება ამ დაბინძურებამ ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. American Lung Association-ის ინფორმაციით, პლასტიკური ნარჩენების რაოდენობა 2040 წლისთვის სამმაგად გაიზრდება, კვლევებმა კი აჩვენა, რომ პლასტიკური ნაწილაკების და მასთან დაკავშირებული ქიმიკატების შთანთქმამ შეიძლება ფილტვები დააზიანოს. კვლევები კვლავ მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს გრძელვადიანი ექსპოზიცია ფილტვის ჯანმრთელობაზე.

„ჩვენი კვლევა ხაზს უსვამს სასწრაფო აუცილებლობას, რომ დავძლიოთ პლასტიკური დაბინძურება ჩვენს გარემოში, რადგან ამ დაბინძურებამ შესაძლოა გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ეკოსისტემის და ადამიანის ჯანმრთელობაზეც“ — განაცხადა დუბეიმ. „ჩვენი აღმოჩენები მოითხოვს დამატებით კვლევებს, დაფინანსებას და მოქმედებებს პლასტმასით დაბინძურების საზიანო ეფექტების შესამცირებლად და უფრო ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად.“

სტატიაზე მუშაობდნენ: ანა ზარნაძე, რუსუდან ციცქიშვილი, თამთა კიკვაძე

წყარო : Microplastics Found in Birds’ Lungs in New Study


წინა პოსტი
ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში ხეები უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავენ, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ
შემდეგი პოსტი
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,