GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

კლიმატური ცვლილებების გამო მოცემული 6 ქალაქი, კოლკატას ჩათვლით, 2030 წლამდე დაიტბორება

Homepage მსოფლიო კლიმატური ცვლილებების გამო მოცემული 6 ქალაქი, კოლკატას ჩათვლით, 2030 წლამდე დაიტბორება
მსოფლიო

კლიმატური ცვლილებების გამო მოცემული 6 ქალაქი, კოლკატას ჩათვლით, 2030 წლამდე დაიტბორება

იანვარი 6, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
310 ნახვა

კლიმატის ცვლილებები ჩვენს სანაპირო ქალაქებს ძირავს. ყინულოვანი საფარის უწყვეტი დნობის შედეგად წყალი თავდაპირველად მდინარეებში, საბოლოო კი ოკეანეებში  ხვდება, რის გამოც წყლის დონე კატასტროფული სიჩქარით მატულობს.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მსოფლიო ლიდერები COP26-ზე კაცობრიობის წინაშე არსებულ იმ პრობლემებს განიხილავენ, რომლებიც კლიმატის ცვლილებებისა თუ სტიქიური უბედურებების შედეგად სამომავლოდ იქნება გამოწვეული, თუმცა გარკვეული პროცესები  უკვე დაწყებულია და შედეგები გარდაუვალია. რეალურად, ჩვენთვის უსაყვარლესი რამდენიმე ქალაქი შესაძლოა 2030 წლამდე წყლის საფარის ქვეშ აღმოჩნდეს.

თავის უახლეს ანგარიშში, Climate Central-მა შექმნა ერთგვარი რუკა, რათა შეაფასოს წყლის დონის ზრდის შედეგად მსოფლიოს რომელი ნაწილი მოხვდება წყალქვეშ 2030 წლამდე. რუკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ინფორმაციის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სამეცნიერო მონაცემების ანალიზზეა პასუხისმგებელი.

არსებობს მხოლოდ ერთი ძირითადი ფაქტორი, რაზე დაყრდნობითაც შეიქმნა სია – ესაა ძირითადი დაბინძურების არეალები. თუმცა, შემდგომი ათწლეულების განმავლობაში კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობის გამო სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს. იმ უმოქმედობის შედეგად, რასაც ბოლო ათწლეულებში გაედევნება თვალი, მოცემული ექვსი ქალაქი (მათ შორის ერთი ინდოეთიდან) ათ წელიწადზე ნაკლებ დროში შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად წყალით დაიფაროს.

წარმოგიდგენთ ექვს ქალაქს, რომლებიც 2030 წლამდე შესაძლოა წყალქვეშ აღმოჩნდეს.

 

  1. ამსტერდამი, ნიდერლანდები

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დანიშნულების ადგილი ნიდერლანდებში. ამსტერდამი სახელგანთქმულია თავისი სიყვარულით ხიდების, მარიხუანასა და დაუვიწყარი ღამის ცხოვრებისადმი. სამწუხაროდ, ამსტერდამი იმ რეგიონთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც „დაბალი ქვეყნების“ სახელითაა ცნობილი, მათ შორის არის ისეთი ქალაქები, როგორიცაა როტერდამი და ჰააგა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელებმა წყალდიდობისგან თავდაცვის მექანიზმები აითვისეს, მოცემული ათწლეულების განმავლობაში ამსტერდამი ზღვის დონი მატების პირდაპირ ზოლში ექცევა.

 

  1. ბასრა, ერაყი

ერაყის მთავარ საპორტო ქალაქად აღიარებული ბარსა მდებარეობს მდინარე  შატ ალ-არაბის გასწვრივ, რომელიც სპარსეთის ყურეში ჩაედინება. მეზობლად არსებული ღრმა ჭაობების გამო, მოცემული ათწლეულების ბოლოს ბარსა შესაძლოა ნაწილობრივ ან სრულად წყლით დაიფაროს.

 

  1. ახალი ორლეანი, ამერიკის შეერთებული შტატები

კლიმატის ცვლილება არ ახდენს გავლენას ჩვენს აღქმაზე, განვითარებული ქვეყნების დამოკიდებულებაზე განვითარებადი ქვეყნების მიმართ. ის ყველა ტერიტორიას თანაბრად შეეხება. განსხვავება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მზად არიან სხვადასხვა ქვეყნები კრიზისთან გამკლავებისთვის.

ქალაქ ახალ ორლეანში უკვე მოქმედებს კაშხლის ცნობილი სისტემა, რომელიც მას წყალდიდობისგან იცავს. მიუხედავად ამისა ქალაქს სჭირდება მეტი მობილიზება, რათა მომავალი ათწლეულები მშვიდად გაატაროს.

 

  1. ვენეცია, იტალია

წყალდიდობას მიუჩვეველი ვენეცია ცნობილია მისი წყალსადენი ქსელით, რაც ტურისტების უსაყვარლეს ადგილადაა მიჩნეული. თუ თქვენ გსურთ ვენეციის სილამაზეს ეზიაროთ, გირჩევთ ეს უახლოეს მომავალში მოახერხოთ, სანამ ქალაქი წყალში ჩაიძირება.

Timeout-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ქალაქი ყოველწლიურად ორი მილიმეტრით იძირება, ამასთანავე წყლის დონის აწევის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს პირისპირ აწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციამ დამცავი ბერკეტები უკვე აამოქმედა, შესაძლოა საჭირო გახდეს კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღება წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად.

 

  1. ხოშიმინი, ვიეტნამი

ვიეტნამის ქალაქი ხოშიმინი 2030 წლამდე შესაძლოა წყალქვეშ აღმოჩნდეს. სულ მცირე, მისი აღმოსავლეთ ტერიტორიების უმეტესი ნაწილი, რომელიც მდინარე მეკონგის მახლობლად, ტუ ტიმის ჭაობიანი ტერიტორიის გასწვრივ მდებარეობს.

მაშინაც კი, თუ ქალაქი არ ჩაიძირა, ის შესაძლოა საცხოვრებლად საშიშ გარემოდ იქცეს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამოდინარე, განსაკუთრებთ კი წყალდიდობისა და ქარიშხალების გამო.

 

  1. კოლკატა, ინდოეთი

ინდოეთი, დასავლეთ ბენგალის დედაქალაქი კოლკატა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, თუ მას იმ კულტურული ისტორიის შენარჩუნება სურს, რაც გააჩნია.

2030 წლამდე კოლკატას უდიდესი ნაწილი შეიძლება წყალდიდობის მსხვერპლად იქცეს, რის შედეგადაც ქალაქის უმეტესი ნაწილი წყალში ჩაიძირება. ყოველწლიურად სტუმრობთ კოლკატას ფესტივალის სეზონზე დურგა პუჯას სანახავად? შესაძლოა, ახლა შესაფერისი დროა მსოფლიო ლიდერებზე ზეწოლა გააძლიეროთ, რათა მეტად სერიოზულად მოეკიდონ კლიმატის ცვლილების საკითხებსა და მის შედეგებს.

ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, რომელი გსურთ მოინახულოთ მანამ, სანამ ის წყლის დონის ზრდის, კლიმატური ცვლილებებისა თუ სხვა კატასტროფული მოვლენების მსხვერპლი გახდება? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი უგულავა

წყარო : www.indiatimes.com

ნახვები : 1, 303 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ცვლილებები, რომლებიც საქართველოში 2022 წლიდან ამოქმედდა
შემდეგი პოსტი
კლიმატის ცვლილება გამოქვაბულის უძველეს მოხატულობებს ანადგურებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,