GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

6 ქალაქი, რომლებიც წყალდიდობის მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფებიან

Homepage მსოფლიო 6 ქალაქი, რომლებიც წყალდიდობის მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფებიან
მსოფლიო

6 ქალაქი, რომლებიც წყალდიდობის მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფებიან

ივნისი 27, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
877 ნახვა
ნახვები : 434
  • გლობალური დათბობის შედეგად მსოფლიოს ზოგიერთი დიდი სანაპირო ქალაქი 2050 წლისთვის შეიძლება წყლით დაიფაროს.
  • ჰონგ-კონგში დაფუძნებული გარემოს დაცვის ორგანიზაცია Mapping by Earth.Org-ის ვარაუდით, ბანგკოკის მოსახლეობის 94%-ს 2100 წლისთვის იძულებით გადაადგილება ემუქრება წყალდიდობის გამო.
  • წყალდიდობამ შეიძლება გამოიწვიოს კულტურული მემკვიდრეობის გაქრობა მომავალში.

გლობალური დათბობის შედეგად მსოფლიოს ზოგიერთი დიდი სანაპირო ქალაქი 2050 წლისთვის შეიძლება წყლით დაიფაროს. ექსტრემალური წყალდიდობა, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდებოდა, ამიერიდან შეიძლება ზოგიერთ ქალაქში ყოველწლიურ მოვლენად იქცეს.

 

  1. შანხაი (ჩინეთი)

დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის Climate Central-ის კვლევის თანახმად, ჩინეთში მცხოვრები 93 მილიონი ადამიანის საცხოვრებელი ადგილი შეიძლება წყლის ქვეშ აღმოჩნდეს ლოკალიზებული სანაპირო წყალდიდობების შედეგად. შანხაი, რომელიც ჩინეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სავარაუდოდ განსაკუთრებით დაუცველი აღმოჩნდება წყალდიდობის წინაშე, რადგან მას სანაპირო დაცვა არ გააჩნია.

 

  1. ჰანოი (ვიეტნამი)

ვიეტნამში 31 მილიონზე მეტი ადამიანი – მოსახლეობის თითქმის ერთი მეოთხედი – ამჟამად ცხოვრობს ისეთ ადგილებში, რომელსაც 2050 წლისთვის წელიწადში ერთხელ მაინც დაემუქრება წყალდიდობა ზღვის დონის მატების გამო, განსაკუთრებით კი მჭიდროდ დასახლებულ მეკონგის დელტასა და ჩრდილოეთ სანაპიროს დედაქალაქ ჰანოის გარშემო.

 

  1. კოლკატა (ინდოეთი)

ინდოეთში ზღვის დონის პროგნოზირებული ზრდის შედეგად გამოწვეულმა  წლიურმა წყალდიდობებმა შეიძლება 2050 წლისთვის 36 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს. ამ მხრივ განსაკუთრებით დაუცველად დასავლეთ ბენგალი და ორისა ითვლებიან, ისევე როგორც აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი კოლკატა. Climate Central-ის თანახმად, სანაპიროს დამცავი ჯებირების არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ ამ ადგილების მდებარეობა ზღვის დონიდან განსაზღვრავს იმას, თუ ხმელეთის რა ფართობი დაიფარება წყლით.

 

  1. ბანგკოკი (ტაილანდი)

ტაილანდის მოსახლეობის 10%-ზე მეტი ამჟამად ცხოვრობს ისეთ ადგილებში, რომლებიც 2050 წლისთვის შესაძლოა სრულად დაიტბოროს. ბანკოკი, ქვეყნის პოლიტიკური და კომერციული დედაქალაქი, ზღვის დონიდან მხოლოდ 1,5 მეტრზე მდებარეობს და განსაკუთრებით დგას საფრთხის წინაშე. ჰონგ-კონგში დაფუძნებული გარემოს დაცვის ორგანიზაცია Mapping by Earth.Org-ის ვარაუდით, მოსახლეობის 94%-ს 2100 წლისთვის იძულებით გადაადგილება ემუქრება  წყალდიდობის გამო.

 

  1. ბასრა (ერაყი)

Climate Central-ის მოდელირების თანახმად, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი, ბასრა, ასევე დაუცველია სანაპირო წყალდიდობისგან და შეიძლება 2050 წლისთვის ქალაქის დიდი ნაწილი წყლის საფარის ქვეშ მოექცეს. ექსპერტების ვარაუდით, კატასტროფის შედეგები შეიძლება ერაყის საზღვრებს გასცდეს, ვინაიდან ზღვის დონის მატებით გამოწვეულმა მიგრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ან გაამძაფროს რეგიონული და პოლიტიკური კონფლიქტები.

 

  1. ალექსანდრია (ეგვიპტე)

წყალდიდობამ შესაძლოა გამოიწვიოს კულტურული მემკვიდრეობის გაქრობა მომავალში. ალექსანდრია ალექსანდრე დიდმა 2000 წელზე მეტი ხნის წინ დააარსა. ხმელთაშუა ზღვის 5-მილიონიანი ქალაქის სიმაღლე ზღვის დონიდან საკმაოდ დაბალია. Mapping by Earth.Org-ის თანახმად, წყალდიდობების შემაკავებელი მექანიზმების ან მოსახლეობის სხვა საცხოვრებელ ადგილებზე გადაყვანის პროგრამების გარეშე 2100 წლისთვის ქალაქის დიდი ნაწილი შეიძლება დაიტბოროს.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ცხოველებისა და გარემოს დასაცავად ორმა მექსიკელმა მეწარმემ ტყავი კაქტუსისგან შექმნა
შემდეგი პოსტი
იცოდით, რომ საღეჭი რეზინის უმეტესობა პლასტმასას შეიცავს?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,