GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

2035 წლისთვის, ევროკავშირი ემისიისგან თავისუფალი მანქანების გაყიდვას აპირებს

Homepage მსოფლიო 2035 წლისთვის, ევროკავშირი ემისიისგან თავისუფალი მანქანების გაყიდვას აპირებს
მსოფლიო

2035 წლისთვის, ევროკავშირი ემისიისგან თავისუფალი მანქანების გაყიდვას აპირებს

ოქტომბერი 25, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
150 ნახვა
  • ევროკომისიის ახალი გეგმის თანახმად, რომელიც სტრატეგია 2055-ში არის შეტანილი, მანქანათა მწარმოებლებმა 2030 წლისათვის, წარმოებულ მანქანებში გარემოსათვის საზიანო მავნე აირების ემისია 55%-ით უნდა შეამციროს, ხოლო 2035 წლისათვის 100%-ით.
  • ევროკავშირმა ასევე განაცხადა რომ აპირებენ დაასრულონ საგადასახადო შეღავათები საავიაციო საწვავზე იმისათვის, რომ სტანდარტული საავიაციო საწვავი გარემოსათვის ნაკლებად საზიანო ალტერნატივით ჩანაცვლდეს.
  • ალტერნატივამ, გაზმა და ბიოსაწვავმა შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს გარემოსათვის და განკურნების პროცესი თვითონ დაავადებაზე უარესი გახდეს.

 

საინიციატივო ჯგუფის Transport & Environment (T&E)-ის მიხედვით, ევროკავშირის გეგმა 2035 წელს გაყიდოს მავნე ემისიისგან 100%-ით თავისუფალი მანქანები, ევროპაში ელექტრომობილების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.

ევროკომისიის ახალი გეგმის თანახმად, რომლის სტრატეგია 2055-ში არის შეტანილი, მანქანათა მწარმოებლებმა 2030 წლისათვის, წარმოებულ მანქანებში გარემოსათვის საზიანო მავნე აირების ემისია 55%-ით უნდა შეამციროს, ხოლო 2035 წლისათვის 100%-ით. ასევე, ახალი დებულების თანახმად, 2025 წლისათვის ელექტრომანქანების და ელექტროსატვირთოებისათვის დასამუხტი სადგურების განთავსების ახალი გეგმა უნდა დაისახოს. ამ დებულების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებმა, ქვეყნის მასშტაბით უნდა უზრუნველყონ საკმარისი დასამუხტი სადგურები იმისათვის, რომ მძღოლები დარწმუნებული იყვნენ იმაში რომ ისინი შეძლებენ თავიანთი მანქანის შეუფერხებლად დამუხტვას იქ სადაც ცხოვრობენ ან მუშაობენ ან, თუნდაც შვებულებაში, გრძელ გზაზე მიდიოდნენ.

T&E-ის ერთ-ერთი განცხადების თანახმად, 2025 წლიდან ჰაერში ნახშირორჟანგის  შემცირების შუალედური მიზნების დასახვა იქნება საჭირო იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ სწორად მივემართებით თუ არა და მანქანების მწარმოებლები  ახერხებენ თუ არა გეგმა შეასრულონ 2035 წლისთვის სრულიად ელექტრომობილებზე გადასვლის შესახებ.

ევროკავშირმა ასევე განაცხადა რომ აპირებენ დაასრულონ საგადასახადო შეღავათები საავიაციო საწვავზე იმისათვის, რომ სტანდარტული საავიაციო საწვავი გარემოსათვის ნაკლებად საზიანო ალტერნატივით ჩანაცვლდეს. ევროკავშირი მოითხოვს რომ ბაზარზე, 2030 წლისათვის საავიაციო საწვავის 0.7% იყოს გარემოსათვის ნაკლებად საზიანო, წყალბადზე დაფუძნებული, რომელიც თითქმის საერთოდ არ გამოყოფს მავნე ნახშირბადს. გეგმის თანახმად,  2035 წელს ეს ციფრი 5%-მდე უნდა გაიზარდოს. ასევე, ავიაკომპანიები ვალდებული იქნებიან გარემოსათვის საზიანო საწვავზე დამატებითი გადასახადი გადაიხადონ, ისევე როგორც,მანქანის მძღოლები იხდიან გადასახადს (საწვავზე დაწესებული აქციზი).

T&E-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვილამ ტოდსმა განაცხადა რომ ბოლოსდაბოლოს დრო დადგა დასრულდეს ავიაკომპანიებისათვის საგადასახადო შეღავათები, აუცილებელია საჰაერო ტრანსპორტი გარემოსათვის უფრო სუფთა გახდეს, ამისათვის კი საუკეთესო გზა სწორედ ევროკავშირის მანდატია ეკოლოგიური საწვავის შესახებ. ამავე მანდატის თანახმად, მიმწოდებელი კომპანიები ლოჯისტიკის სფეროში ვალდებული იქნებიან გარემოსათვის მავნე ემისია ევროკავშირის გარშემო შეამცირონ. ვილამ ტოდსმა გულდაწყვეტით განაცხადა რომ გადაზიდვები გარემოს დიდ ზიანს აყენებენ. გეგმის თანახმად, ევროკავშირი აიძულებს გადამზიდავ კომპანიებს გადაიხადონ გადასახადი გარემოს დაბინძურებისათვის, მაგრამ ზეწოლის შედეგად მათ მიერ გამოყენებულმა ალტერნატივამ, გაზმა და ბიოსაწვავმა შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს გარემოსათვის და განკურნების პროცესი თვითონ დაავადებაზე უარესი გახდეს. ჩვენ გვჭირდება კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსათვის ნაკლებად საზიანო, მწვანე საწვავის, მაგალითად ამიაკის გამოყენების ზრდას საზღვაო გადაზიდვებში.

სხვა ინიციატივის მიხედვით, ევროკომისია 2026 წლისათვის ემზადება ახალი „ნახშირბადის ბაზრის“ შესაქმნელად საგზაო ტრანსპორტის და გათბობის სისტემებისთვის, ამ ინიციატივის თანახმად, კომპანიები შეიძლება ვალდებული გახდენ გადაიხადონ გადასახადი ჰაერის დაბინძურებისათვის. ამ წამოწყებამ შესაძლოა სახმელეთო ტრანსპორტის საწვავის ფასი, ერთ ლიტრზე 5 ევრო ცენტით გაზარდოს, მაგრამ გაზრდილი ფასით მიღებული შემოსავლები დაბალ შემოსავლიან ოჯახებს გადაუნაწილდებათ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ჯაბა ცენტერაძე და ვალერი გელოვანი

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 26 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
მეცნიერების კვლევები: ჩვენ ვიყენებთ ბუნების დნმ-ს იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა მდინარეებსა და წყლის ნაკადებში მობინადრე არსებებზე
შემდეგი პოსტი
კლიმატური საათის თანახმად მდიდარ ერებს გლობალურ გამწვანების ფონდის 90$ მილიარდი ოდენობის ვალი აქვთ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
  • პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
  • ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს
  • „კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში
  • როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 15, აგვ
ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
შაბათი, 13, აგვ
პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
შაბათი, 13, აგვ
ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს
შაბათი, 13, აგვ
„კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში
პარასკევი, 12, აგვ
როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
პარასკევი, 12, აგვ
რა არის ბიომრავალფეროვნება და როგორ ვიცავთ მას?

Welcome back,