20 წლიანი აღკვეთის შემდეგ, ცხოველებზე ცდების ჩატარება კოსმეტიკისთვის სავარაუდოდ აღდგება გაერთიანებულ სამეფოში
- ცხოველებზე ცდების ჩატარება კოსმეტიკური ინგრედიენტების შემოწმების მიზნით გაერთიანებულ სამეფოში აკრძალულია 1998 წლიდან. აკრძალვის შემოღებამდე, ინგრედიენტების დატესტვა სრულიად მიმდინარეობდა ცხოველებზე, ისინი ცხოველების თვალებსა და კანს აღიზიანებდნენ;
· ვარაუდობენ, რომ 20 წლიანი აღკვეთის შემდეგ, ცხოველებზე ცდების ჩატარება კოსმეტიკისთვის სავარაუდოდ აღდგება გაერთიანებულ სამეფოში;
· Symrise- ძირითადი პროდუქტი არომატებისა/ სუნამოებისა – ძალიან სახიფათოა, და აუცილებელია მისი ორი შემადგენელი ელემენტის დატესტვა ცხოველებზ
ვარაუდობენ, რომ ცხოველებზე ტესტირებების ჩატარება კოსმეტიკური ნაწარმის შემოწმების მიზნით გაერთიანებულ სამეფოში აღდგება. ეს პრაქტიკა მკაცრად გააკრიტიკეს წლების წინ, რადგან მიიჩნეოდა, რომ ეს იყო ცხოველების წამება. მიუხედავად ამისა, არაერთი კამპანია ჩატარდა, რომლებიც ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მსოფლიო, რომ რეალურად, ეს ცდები ცხოველებისთვის არც თუ ისე საზიანოა, უფრო მეტიც, არ არის ეფექტური.
“Home Office”-მა The Guardian- თან რეპორტაჟში, CFI-სთან (Cruelty Free International / ძალადობისგან თავისუფალი საერთაშორისო ორგანიზაცია ) განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს ხელახლა განიხილოს ამ საკითხთან დაკავშირებული თავისი პოზიცია.
წინა წელს, ევროპული ქიმიკატების სააგენტომ (ECHA) აპელაცია გაასაჩივრა ეს მიდგომა და საპროტესტო ბანერები განათავსა ქვეყანაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ზოგიერთი ინგრედიენტი, რომელიც იტესტებოდა ცხოველებზე, რეალურად იყო ძალიან ფრთხილი და გამიზნული ქმედება, ადამიანების ჯანმრთელობისთვის სასიკეთო, რაც ზოგადად, კაცობრიობის უმთავრესს მიზანს წარმოადგენს.
ECHA-ს მმართველმა, აგრეთვე განაცხადა, რომ Symrise- ძირითადი პროდუქტი არომატებისა/ სუნამოებისა – ძალიან სახიფათოა, და აუცილებელია მისი ორი შემადგენელი ელემენტის დატესტვა ცხოველებზე.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა თანახმაა, რომ გადახედოს თავის პოლიტიკას, თუმცა, ის არ აპირებს ცხოველთა ტესტირების კანონის შეცვლას. მიუხედავად ამისა, CFI- ცხოველთა დაცვის ჯგუფი, აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ამ ქმედებას აუცილებლად მოყვება ცხოველებზე ცდების ჩატარების გახშირება.
„მთავრობა აცხადებს, რომ გამონაკლისის სახით, მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტის დატესტვას დათანმხდებიან, რაც ადამიანების სასიკეთოდვე გაკეთდება, მათი ჯანმრთელობის სადაცავად“- ამბობს ქეით ტეილორი, მეცნიერებისა და რეგულაციების დირექტორი CFI-ში.
„ეს გადაწყვეტილება სამწუხაროდ წარმოშობს დიდ ნაპრალს, აზიანებს იმ მიდგომას, რომლითაც დიდი ბრიტანეთი წლების განმავლობაში ლიდერობდა ცხოველთა დაცვის კუთხით. ეს იქნება ნამდვილი დაცინვა სამყაროსთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ არ უნდა მივენდოთ ცხოველების ბოროტად წამებას საკუთარი კოსმეტიკის წარმოების მიზნით. ეს უბრალოდ უსამართლობაა. ეს საუკკუნეებით უკან დაგვხევს. “
გასული თვის მონაცემებით, ცხოველებზე ჩატარებული ცდების ოპონენტებმა შეავსეს პეტიცია და მოუწოდეს მთავრობას, რომ შეწყვიტონ ცხოველებზე ტესტირებების ჩატარება. ისინი მოუწოდებენ აგრეთვე, რომ მთავრობამ შემოიღოს ამბიციური და მკაფიო სამოქმედო გეგმა, რათა დასრულდეს ცხოველებზე ცდების ჩატარება. ამ ეტაპისთვის, პეტიცია 50 000-მა ადამიამა შეავსო.
არის თუ არა ცხოველებზე ცდების ჩატარება რეალურად ეფექტური?
კამპანიის მონაწილეების თქმით, ცხოველებზე ცდების ჩატარება არის როგორც არაეთიკური, აგრეთვე, არაეფექტური.
CFI-ის მიხედვით, კანის ალერგიის ტესტირება გვინეაში ტარდება ღორებსა და თაგვებზე. ეს ცდები რეალურად საშუალებას აძლევს კოსმეტოლოგებს ალერგიულობა იწინასწარმეტყველონ 72 %-ით, კარგ შემთხვევაში, 82%-ით. მაშინ, როცა ქიმიურ და უჯრედოვან ცდებს შეუცძლიათ ცდომილების გარეშე იწინასწარმეტყველონ ალერგიულობა 90%-იანი სანდოობით.
კანის გამღიზიანებლების ტესტირებებიც, რომლებიც, როგორც წესი, ბაჭიებზე ტარდება, წინასწარ განსაზღვრავს ადამიანის სავარაუდო რეაქციის მხოლოდ 60%-ს. მაშინ, როცა, ადამიანის უჯრედულ დონეზე ცდების ჩატარებას შეუძლია გამღიზიანებლებზეზ 86%-იანი ზიზუსტით დადოს შედეგი.
„წინ წარსულისკენ“
CFI-ის საჯარო ურთიერთობების დირექტორმა, კერი პოსტვაითმა ისაუბრა The Independent-თან ამ საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მთავრობას ორი ალტერნატივა აქვს: მკვეთრად აკრძალოს კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე დატესტვა, ან პირდაპირ გამოუცხადოს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას, რომ ცხოველებზე ტესტირება უმნისვნელოა და სულაც არ აზიანებს ცხოველებს.
დოქტორი ჯულია ფენტემი არის გარემოსდაცვითი დაზღვევის ცენტრის ხელმძღვანელი უნილევერში. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა Symrise-ის ტესტირებებზე, რეალურად „წარსულში დაბრუნების“ ტოლფასია.
მან ახსნა, რომ დაახლოებით 100 კოსმეტიკური ინგრედიენტი არსებობს, რომელთა კონტროლი და დარეგულირება რეალურად მარტივად შესაძლებელია ქიმიური რეგულაციებით.
აკრძალვის შემოღებამდე, 1998 წლამდე, ინგრედიენტების დატესტვა სრულიად მიმდინარეობდა ცხოველებზე, ისინი ცხოველების თვალებსა და კანს აღიზიანებდნენ. თუმცა, ტეილორი ამბობს, რომ Symrise-ზე ტესტირების ხელახლა შემოღება გამოწვევს იმას, რომ სხვა ნელ-ნელა სხვა ქიმიკატებზეც იმავეს მოითხოვენ.
სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და სალომე აბუაშვილი
წყარო : plantbasednews.org